 | ავტორი: გუჯარი ჟანრი: პოეზია 14 აპრილი, 2009 |
შემოგღაღადებთ დღემდე, ციერო, თითქო თვალები ცაში სახლობენ... ყოვლად ბრძენო და ყოვლად ძლიერო, შენ სათნოებას მიგვაახლოვე.
ბრმებს ლოცვა, როგორც მზე, მოგვაშიე, რომ სამუდამოდ მადლი გვფარვიდეს... გამოგვარიდე ტანჯვას საშინელს ჯოჯოხეთისას...გამოგვარიდე.
**** საით ესწრაფვის მზერა გაბმული, მზერაში მღვრიე ტალღის დგაფუნი სად შეაწყდება ჯებირს... ნუთუ ჩამოწვა ღამე ლუსკუმი, ნუთუ მარადი ქვია უფსკრული მიწას, რომელზეც ვრჩებით.
დაფიქრებული, შორსგამხედავი აპოკალიფსის თეთრი მხედარი სად შეაჩერებს თეთრონს... გარდუვალია რაკი სასჯელი, ყოვლის მეუფე, ყოვლის განმსჯელი- რითი გვიშველი ღმერთო!
შემოსალტვია ტაძარს ურჩხული და ბიწიერთა ლოცვა-ჩურჩული ცამდე ვერ აღწევს ჩვენი... ურწმუნოების გამო, ღალატის, ბედმა გვარგუნა ტანჯვა მარადი, ცეცხლი, მარადჟამს მწველი.
საით ესწრაფვის მზერა გაბმული, მზერაში მღვრიე ტალღის დგაფუნი სად შეაწყდება ჯებირს... ნუთუ ჩამოწვა ღამე ლუსკუმი, ნუთუ მარადი ქვია უფსკრული მიწას, რომელზეც ვრჩებით.
*** ვიღაცა ლამაზ ოცნებებს გვართმევს, ვიღაცა თამაშს გვთავაზობს საშიშს... და ფიქრი, როგორც უმწეო მართვე, ვერ ავაფრინეთ მიწიდან ცაში. მარტომგზავრივით მბორგავებს ბნელში, რაღას გვიმზადებს განმსჯელი ყოვლის... დიდო ნათელო! შემოდი ჩვენში, როგორც წყვდიადში შემოდის თოვლი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. კარგი ლექსები გაქვთ!!! კარგი ლექსები გაქვთ!!!
18. ეს არ მქონდა წაკითხული. ძალიან მაგარია. გილოცავთ გიორგობას ეს არ მქონდა წაკითხული. ძალიან მაგარია. გილოცავთ გიორგობას
16. ვიღაცა ლამაზ ოცნებებს გვართმევს, ვიღაცა თამაშს გვთავაზობს საშიშს... და ფიქრი, როგორც უმწეო მართვე, ვერ ავაფრინეთ მიწიდან ცაში. ვიღაცა ლამაზ ოცნებებს გვართმევს, ვიღაცა თამაშს გვთავაზობს საშიშს... და ფიქრი, როგორც უმწეო მართვე, ვერ ავაფრინეთ მიწიდან ცაში.
14. გუჯარ კარგია. გუჯარ კარგია.
13. გაიხარე.. გუჯარ..
5 გაიხარე.. გუჯარ..
5
12. შემოსალტვია ტაძარს ურჩხული და ბიწიერთა ლოცვა-ჩურჩული ცამდე ვერ აღწევს ჩვენი... ურწმუნოების გამო, ღალატის, ბედმა გვარგუნა ტანჯვა მარადი, ცეცხლი, მარადჟამს მწველი. 555!
შემოსალტვია ტაძარს ურჩხული და ბიწიერთა ლოცვა-ჩურჩული ცამდე ვერ აღწევს ჩვენი... ურწმუნოების გამო, ღალატის, ბედმა გვარგუნა ტანჯვა მარადი, ცეცხლი, მარადჟამს მწველი. 555!
11. საოცარი განცდები... დიდი მოლოდინი და ულამაზესი სიტყვა.....გაიხარე, შეგეწიოს უფალი! :) საოცარი განცდები... დიდი მოლოდინი და ულამაზესი სიტყვა.....გაიხარე, შეგეწიოს უფალი! :)
10. გაიხარე ჩემო ელგუჯა. მესიამოვნა ასეთი სათუთი სტრიქონები და უფლისადმი მოწიწება... გაიხარე ჩემო ელგუჯა. მესიამოვნა ასეთი სათუთი სტრიქონები და უფლისადმი მოწიწება...
9. ვიღაცა ლამაზ ოცნებებს გვართმევს, ვიღაცა თამაშს გვთავაზობს საშიშს... ვიღაცა ლამაზ ოცნებებს გვართმევს, ვიღაცა თამაშს გვთავაზობს საშიშს...
8. ვიღაცა ლამაზ ოცნებებს გვართმევს, ვიღაცა თამაშს გვთავაზობს საშიშს... და ფიქრი, როგორც უმწეო მართვე, ვერ ავაფრინეთ მიწიდან ცაში. მარტომგზავრივით მბორგავებს ბნელში, რაღას გვიმზადებს განმსჯელი ყოვლის... დიდო ნათელო! შემოდი ჩვენში, როგორც წყვდიადში შემოდის თოვლი...
რა ლამაზი სიტყვებია :) ვიღაცა ლამაზ ოცნებებს გვართმევს, ვიღაცა თამაშს გვთავაზობს საშიშს... და ფიქრი, როგორც უმწეო მართვე, ვერ ავაფრინეთ მიწიდან ცაში. მარტომგზავრივით მბორგავებს ბნელში, რაღას გვიმზადებს განმსჯელი ყოვლის... დიდო ნათელო! შემოდი ჩვენში, როგორც წყვდიადში შემოდის თოვლი...
რა ლამაზი სიტყვებია :)
7. მიყვარს ლექსის ეს ფორმა და მიხარია რომ იწერება კიდევ ასე...
დაფიქრებული, შორსგამხედავი აპოკალიფსის თეთრი მხედარი სად შეაჩერებს თეთრონს... გარდუვალია რაკი სასჯელი, ყოვლის მეუფე, ყოვლის განმსჯელი- რითი გვიშველი ღმერთო!
მადლობა ავტორს! :) მიყვარს ლექსის ეს ფორმა და მიხარია რომ იწერება კიდევ ასე...
დაფიქრებული, შორსგამხედავი აპოკალიფსის თეთრი მხედარი სად შეაჩერებს თეთრონს... გარდუვალია რაკი სასჯელი, ყოვლის მეუფე, ყოვლის განმსჯელი- რითი გვიშველი ღმერთო!
მადლობა ავტორს! :)
6. ვიღაცა ლამაზ ოცნებებს გვართმევს, ვიღაცა თამაშს გვთავაზობს საშიშს.... ვიღაცა ლამაზ ოცნებებს გვართმევს, ვიღაცა თამაშს გვთავაზობს საშიშს....
5. ლომი ხარ, ჯიმა! ლომი ხარ, ჯიმა!
4. დიდო ნათელო! შემოდი ჩვენში,
ამას ვნატრობ....
555 , მშვენიერი ლექსები. დიდო ნათელო! შემოდი ჩვენში,
ამას ვნატრობ....
555 , მშვენიერი ლექსები.
3. ბრმებს ლოცვა, როგორც მზე, მოგვაშიე, რომ სამუდამოდ მადლი გვფარვიდეს... გამოგვარიდე ტანჯვას საშინელს ჯოჯოხეთისას...გამოგვარიდე.
დიდო ნათელო! შემოდი ჩვენში, როგორც წყვდიადში შემოდის თოვლი... :)
ბრმებს ლოცვა, როგორც მზე, მოგვაშიე, რომ სამუდამოდ მადლი გვფარვიდეს... გამოგვარიდე ტანჯვას საშინელს ჯოჯოხეთისას...გამოგვარიდე.
დიდო ნათელო! შემოდი ჩვენში, როგორც წყვდიადში შემოდის თოვლი... :)
2. მე ბოლო მომეწონა განსაკუთრებით :) მე ბოლო მომეწონა განსაკუთრებით :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|