ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მწვანეთვალება
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2008


შემთხვევა

შემთხვევით წაგაწყდი, შემთხვევით გიცანი,
და ეს ყველაფერი შემთხვევის ბრალია.
შემთხვევის ბრალია – შენ რომ შემიყვარდი
და ისიც, რომ ისევ მიყვარხარ ძალიან.

შემთხვევით ვხვდებოდით ყოველთვის ერთმანეთს
და მწვანე თვალები მიყვარდა ძალიან.
ის, რომ სამუდამოდ დავშორდით ერთმანეთს
შემთხვევის კი არა, სულ შენი ბრალია.

შემთხვევით დავშორდით, შემთხვევით ვიჩხუბეთ
და თუკი ოდესმე შეხვედრა  გვეღირსოს…
ბავშვური თვალებით შევხედავ შენს სახეს
და, როგორც ყოველთვის “შემთხვევით” ვერ გიცნობ.

09.05.2000

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები