მიჰქრის დინება სწრაფი, მტანჯავს დუმილი ურჩი, გაწყდება აზრის ძაფი, თუ სურვილს გადავურჩი. სარკმელში დგება ღამე, ღამეს ვათენებ თეთრად, ვითვლი უშენოს წამებს – რაღაცა მსურდა მეთქვა. შენს აჩრდილს ვეტყვი: დარჩი, მაგრამ სიბნელე სდუმს, ჩრდილი ჩაიფრენს მარშით, დასტოვებს სივრცეს ჩუმს. ფერი გადასდით ლანდებს, ისევ ვეფლობი დროში, ფიცი ტყუილად მანდე, სიტყვის ფასია გროში. სევდით მოქანცულ სულში ვეღარ იპოვნი ბინას და რაც ფხიზლობდა გუშინ, ახლა იმასაც სძინავს. მიკვირს,რომ არა ვტირი და ცეცხლში ვაწრთობ დანას, მე მიწევს ხარაკირი, შენ კი საჰა-მარანა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, კარგი ხარ:) ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, კარგი ხარ:)
10. საინტერესოა, რიტმული... საინტერესოა, რიტმული...
9. ნიკი რას ნიშნავს ;;) ? ნიკი რას ნიშნავს ;;) ?
8. კარგი მუსიკაა.. კარგი მუსიკაა..
5. რაღაც კომენტარები უფრო""კაი გიჩანს":))
ფლეში მეგონე ლექსის წყობით:)
რაღაც კომენტარები უფრო""კაი გიჩანს":))
ფლეში მეგონე ლექსის წყობით:)
4. დემეტრიუს,კვინტუს მარციუსი ვიყო,თუ გამეგოს,რამ დაგაწერინა ეს,მაგრამ იმედია ამის გამგებნიც გამოჩნდებიან და შეგაფასებენ ქვენატკოცა. 2009-05-12 14:29:03
მიიღე შენი კომეტარი უკან - დამსახურებულად :) დემეტრიუს,კვინტუს მარციუსი ვიყო,თუ გამეგოს,რამ დაგაწერინა ეს,მაგრამ იმედია ამის გამგებნიც გამოჩნდებიან და შეგაფასებენ ქვენატკოცა. 2009-05-12 14:29:03
მიიღე შენი კომეტარი უკან - დამსახურებულად :)
3. ლამაზია..გაიხარე! ლამაზია..გაიხარე!
2. ვითვლი უშენოს წამებს – რაღაცა მსურდა მეთქვა.
ვითვლი უშენოს წამებს – რაღაცა მსურდა მეთქვა.
1. ვახ! კინაღამ შავშინდი:)
კიდე კაი შაჰსეი-ვაჰსეი არ დაიწყე:) სალამი:) ვახ! კინაღამ შავშინდი:)
კიდე კაი შაჰსეი-ვაჰსეი არ დაიწყე:) სალამი:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|