ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პატარა ბარტყი
ჟანრი: იუმორისტული
12 მაისი, 2009


ნადო და რამეე:) (ვირტუალური სერიალი, გეპატიჟებით ჩვენს ქორწილში ყველას:) )

ქორწილია,ქორწილი,სიგნალების გაბმა,
იასონას ნადია გადიყვანეს გაღმა.

პატარძალი კეკლუცობს,ხშირად იგრეხს ნაწნავს,
ერთ-ორ ჭიქას ჩაარტყამს წამოიწყებს ცანცარს.

მოიქონავს ტუჩებს,გოჭის ხორცი უყვარს.
მსუქან თითებს ილოკავს და ახელებს ულაყს.

იშლებიან სტუმრები წასვლის უნდა დალიონ,
ნადიას გაახსენდა, რომ ქალიშვილი არ იყო.

გადაწყვიტა რას გაიგებს,რომ დაეცეს მეხი
აქამდეც ვერ შემამჩნია მობრეცილი ფეხი.

გაიკრიჭა დაატანა თავს ძალა და ღონე,
ყველა კბილი მიუგავდა გლეხი კაცის ღობეს.

რომ დამთავრდა პუისჭამა პატარძალმა ნადომ.
ყურგანასკვულ რედიკულში არყის ბოთლი ჩადო.

შემოხვია ხელი სიძეს თავი მხარზე დაადო,
საწოლამდე მიათრია და ზურგულით დააგდო.

სუფთა ქულა მოიპოვა,თავი ქუდში იგულა
ჩორნიე გლაზა ჩართო და შეუბერა ჯიგრულად.

სიძის ხვრინვას ჩაუშტვინა,გააჩუმა ერთხანს,
შტვენა დიდხანს ვერ გაქაჩა და ცხვირ-პირში თქეფა.

რაღა ხვრინვა სისხლი საწყალს მოსდიოდა ორტოტად,
რას უზამდა აბა მთვრალი, ქალის ხელი ბოტოტა?!

ჩორნიე გლაზა დამთავრდა,პატარძალმა ნადომ
სწრაფი ტემპი არ დააგდო და ტარკანი ჩართო.

სიძე ისე გაიტრუნა როგორც ჩვილი ძუძუზე,
უპრობლემოდ ჩაეძინა მას ტარკანის "დუდუზე".

იხტუნა და დაიქანცა, მოედო და მიედო
ბოლოს კაბა გაიხადა და საწოლზე მიეგდო.

დილით ისე გაიზმორნენ ამაყობდნენ თითქოს,
პირველ ღამეს რაც ჭირდება ყველაფერი იყო.

დასალევი,მუზონები. სისხლი-ნდობა კაცის
და ბოლოს რაც მთავარია ნეფე-პატარძალი-ც

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები