ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბიოს
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2009


...

კვლავ დავაბიჯებ საკუთარ თავში
ყრუ მოჩვენება,
და ვიხსნი ტანზე შემოხვეულ
მარლის სუდარას,
მომკლავს დღის შუქზე არეკლილი
დედის ვედრება,
ამ სარკოფაგში კვლავ ვერ აღწევს
მისი თუნდაც ხმა...

ქვებზე ბელტივით დაწყობილი
ჩემი სხეული,
ორ დღე გასული მიცვალებულს
თავზე მედება,
შემომაცალეთ ვეღარ ვსუნთქავ
მარლა წყეული!
კანი მიშრება, მიწყლულდება,
სისხლი დედდება.

აქ უფალს ისე შევავედრე
სული მშიერი,
თითქოს დღის შუქზე აირეკლა
წარსულის წამმა...
მონოტორული ვედრებიდან
ტკივილს მივები,
და ვწვეთავ ჯერაც დაუმპალი
საფლავის კართან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს