ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მწვანეთვალება
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2008


ვერ გაპატიებ!

ვერ გაპატიებ! თუნდაც დიდმა ღმერთმა შემრისხოს.
ვერ გაპატიებ! თუნდაც ციდან მეხი დამეცეს;
მაგრამ არ ვიცი, შენს გარეშე როგორ ვიცოცხლო;
ან ყოველ ღამით სიზმრებიდან როგორ გაგექცე?!

მოდის საღამო და შიშისგან გული მისკდება,
შავი თოვლივით ცის კალთებზე ჩამოწვა ბინდი;
სიზმართა მეფე ყოველთვის შენს ნახვას მპირდება
და მოთმინებით სასთუმალთან ძილამდე მიცდის. . .

ის ისევ გაქცევს იმ უწყინარ, ლამაზ არსებად,
ვინც ჩემი გული სიყვარულით აავსო მაშინ. . .
სიზმარში უკვე გაპატიე ღალატი მაგრამ,
შევძლებ კი ამის გაკეთებას ოდესმე, ცხადში?!

                            21.05.1999წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები