ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ninia
ჟანრი: პროზა
19 ივნისი, 2009


მაპატიე

  ბებერ ჭადარს ჩამოცვივდა უკანასკნელი ფოთოლი,ეს ჩემი ბრალი არაა,მაგრამ მაინც მაპატიე.მაპატიე ისიც რომ ამ წამს შენზე ვფიქრობ,მაპატიე რომ შენს ლამაზ ტუჩებს ვნატრობ,მაპატიე შენს მიმართ უსაზღვრო სიყვარული...
  მიყვარხარ...და თითქოს ამ ერთ სიტყვაში ჩაქსოვილია ყველაფერი ის,რასაც ხმამაღლა ვერ გეუბნები,მაგრამ შენ ხომ იცი რომ მიყვარხარ,იცი და პასუხად არაფერს მეუბნები.მე კი შენზე ოცნებებსა და ფიქრებში ვატარებ დღეებსა და ღამეებს.საახალწლო ღამე რომ იყოს,ჩვენს ერთად ყოფნას ვისუღვებდი...
  უაზროდ გაშტერებული თვალები,იდუმალება და ლოდინი.მხოლოდ ერთი წამი ბედნიერებისათვის,ნუთუ არ დარეკავს?! მაგრამ ტელეფონი დუმს,სიწყვდიადეში აზრები ერთმანეთში მეფანტება და ვჩუმდები...
  ჩამსხვრეული მინა,სისხლისფერი მთვარე იატაკზე აირეკლა,მუხლმოდრეკილი გელოდები,ნეტევ მოხვალ?...და ისევ სათუთი წარსული,ცხელი სუნთქვისაგან სახე მეწვის,შენი ტუჩები ჩემს ბაგეებს ეხება და სწორედ ეს არის ალბათ მარადისობა.პირველი ნანატრი კოცნა,პირველი ერთად გატარებული ღამე,პირველი სიხარული და პირველი მწუხარება.შემდეგ ჩემი ჩურჩული ხვალეც ასე ძლიერ გეყვარები?!პასუხად ისევ ნაზი ამბორი,და ვინიცის თუ რას ნიშნავს ეს,ალბათ გოგოსთვის გულუბრყვილო სიყვარულს,ხოლო ბიჭისთვის თამაშს და გართობას...თმაზე ვიღაც ნაზად მეალერსება,ეს ჩემი წარმოსახვა არაა,ეს მართლა ხდება,ეს რეალობაა...მდუღარე ტუჩები ეამბორება ჩემს გაყინულ სახეს,გიჟური,მონატრებული ჩახუტება და ერთი სიტყვა-,,მაპატიე"...აუჩქარებელი ნაბიჯები და კვლავ მარტო ვარ...მარტო ვარ ჩემს თავთან და ფიქრებთან...მიმატოვა,წავიდა,მიმატოვა...მის მაგივრად ქარი ეალერსება ჩემი გაყინული სახის ნაკვეთებს.კვლავ დახუჭული თვალები და ცრემლები,ცრემლები რომლებიც მწუხარების საწინდარია.უკვე არც ფიქრი,არც აზრი.სიმყუდროვეს ჩამტვრეული მინიდან შემოსული კისკისი არღვევს.
  წამოვდექი,აივანზე გავედი გულდამძიმებული,სიცივისაგან გამაჟრჟოლა.ბებერი ჭადრის ქვეშ შეყვარებული წყვილი მოკალათებულა,სათუთად ეფერებიან ერთმანეთს და მთვარეს შეჰყურებენ.მართლაც რა ლამაზია დღეს მთვარე,საოცრად მომინდა რომ მეც მთვარის ნაწილი ვყოფილიყავი.უკანასკნელად შემოვავლე თვალი არემარეს,რა ლამაზია...ჩემს ოთახზე შევაჩერე მზერა.თეთრი კაბა,კვლავ ცრემლები ჩამომცვივდა,დასანანია,ვერასოდეს შევალ მაგ კაბით ეკლესიაში.გამოდის საპატარძლო კაბის გარეშე დარჩენილი პატარძალი ვარ.კვლავ კისკისი...რა ბედნიერები არიან,მაპატიეთ რომ ცოტათი შეგაშინებთ,მაპატიეთ რომ ბედნიერების წუთებს ვერ გაგიხანგრძლივებთ,მაგრამ თქვენც გამიგეთ,მეც ხომ თქვენსავით შეყვარებული ვარ,მერე რა რომ უპასუხოდ,ვიცი გამიგებთ და მაპატიებთ.
  მობილურის ეკრანს დავხედე,სინანულით ჩამეცინა რადგან ჩემი და მისი მომღიმარე სახე დავინახე.უკანასკნელად შევეხე ტუჩებით ეკრანზე მომღიმარ აჩრდილს და უკანასკნელად ამოვისუნთქე...რა საოცრებაა ახლა მეც ანგელოზი ვარ,მეც შემიძლია ფრენა.გოგონამ ერთიც შეჰკივლა და თვალებზე აიფარა ხელი,ბიჭმა ფრთხილადო მომაძახა,მაგრამ უკვე გვიანია...
  მაპატიე რომ თვალებიდან ცრემლი გადინე,მაპატიე რომ თან შენი სიყვარული გავიყოლე,მაპატიე რომ ახლაც ძლიერ მიყვარხარ.მაპატიე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები