 | ავტორი: ninia ჟანრი: პროზა 23 ივნისი, 2009 |
,,გლდანი,ეიფელის კოშკი,ბეტონის ფილები...ამ სამი რაღაციდან მხოლოდ შენ იპოვი იმ ერთს,რომელიც თურმე არც შენ დაგვიწყნია""... დარწმუნებული არვარ,მაგრამ ვხვდები რომ მიყვარს,ვხვდები რომ მხოლოდ მისთვის ვცოცხლობ,ვხვდები რომ მხოლოდ მისთვის ვსუნთქავ.რასაც არ უნდა ვაკეთებდე,მასზე ფიქრები სულ თან მდევს.მგონი ვგიჯდები.ამ უცნაურ სიყვარულს ტკივილის მეტი არაფერი მოაქვს.მე კი ძალა არმაქვს რომ მასზე არ ვიფიქრო,რომ მისი შემოხედვა და სიტყვები დავივიწყო.ნეტა ისიც ფიქრობს ჩემზე?ნუთუ ისიც ჩემსავით იტანჯება?!ღმერთო,რა მემერთება,მომეცი ძალა რომ მასზე არ ვიფიქრო,მაგრამ არა,მერე რა აზრი ექნება ჩემს სიცოცხლეს...უშენოდ ჩემი წარსული ცარიელია,როგორც ცა უფლის გარეშე.ყოველთვის შენთვის ვლოცულობ და მალულად ვტირი.თუმცა გაცნობიერებული მაქვს რომ ჩემი არხარ და სამუდამოდ დაგკარგე.ჩემი ბრალია,ჩემს ბედნიერებაზე და სიყვარულზე თავად ვთქვი უარი და ამაში სხვას ვერ დავანაშაულებ.არადა როგორ ვოცნებობდით ერთად ჩვენს მომავალზე.მაგრამ უკვე სიტყვა "ჩვენ" არ არსებობს.ჩვენი გზები გაიყო და ჩვენს შორის მხოლოდ და მხოლოდ წარსულის ლამაზი,მაგრამ მტკივნეული მოგონებები დარჩა.შენც და მეც თვითნებურად ვთქვით უარი საერთო ბედნიერებაზე და ჩვენი ცხოვრება სხვა ადამიანებს დავუკავშირეთ. შენ ახლა ცოლიც გყავს და პატარა გოგონაც.ატარებ ნიღაბს,თითქოს ბედნიერი ხარ,მაგრამ ეს მასკარადია. ცხოვრებამ გვაჯობა,ორივე დაგვამარცხა და სახეზე უდარდელობის ნიღაბი აგვაფარა,მაგრამ ჩვენს გარდა ამას ვერავინ ხედავს.ვერავინ ხედავს იმასაც თუ როგორ ვიტანჯებით.ჩვენს დარდს,ჩვენს სატკივარს საუკეთესო მეგობრებს ვუზიარებთ,მაგრამ მათ არაფერი ესმით და პასუხად დაბნეულ მზერას გვახვედრებენ. ვხვდები რომ ცხოვრება ჩემთვის აზრს კარგავს,ყველაფერი ბურუსში ირევა,მაგრამ შენზე ფიქრებს ვერაფერი მოვუხერხე. მიყვარხარ,მიყვარხარ,მიყვარხარ...ამ სიტყვებს მანამ გავიმეორებ,სანამ კავკასიონზე უკანასკნელი ფიფქი არ გადნება,მაგრამ ამით არაფერი არ შეიცვლება.შენ მაინც სხვისად დარჩები. ალბათ გავა რამოდენიმე წელი და მეც სხვისი გავხდები.შემდეგ ტკივილიც ერთი გვექნება,გულები ობლად დარჩენილები.ჩემს თითებზე პატარა ბეჭედი გაკეთდება,რომელიც შენზე ოცნების საშუალებას არ მომცემს,რომელიც თითქოს იმიტომ მიკეთია რომ კვლავ და კვლავ შემახსენოს რომ სხვისი ვარ. გავა კიდევ რამოდენიმე წელი ,გრძნობა შენდამი ნელდება,მაგრამ არ ქრება.ის მაინც ცოცოხლობს,მართალია სუსტად,მაგრამ მაინც ცოცხლობს.თვალებიდან ცრემლი ჩამომცვივდება და ხმამაღლა ავტირდები.დედი,რატომ ტირი?გავიგონებ უკნიდან ჩემი შვილის ხმას.ცრემლებს ქურდივით მალულად მოვიწმენდ და დაბნეული მზერით მივაშტერდები,შემდეგ კი ყველაფერს მოვუყვები.-რა ლამაზი ისტორიაა დე,შემიცოდებს გულწრფელად,იცი ჩემმა მეგობარმაც მსგავსი მომიყვა თავისი მამის შესახებ.მე გემეცინება,ლოყაზე ვაკოცებ და სკოლამდე გაცილებას შევთავაზებ.ერთად გავუყვებით სკოლისაკენ მიმავალ ბილიკს. -დედი ნახე ჩემი კლასელი,თავის მამასთან ართად.მასზე გითხარი შენისთანა ისტორია აქვს-მეთქი.გამაჟრჟოლებს და კარგად ნაცნობ და ამავე დროს უცნობ მამაკაცს მივაშტერდები,ისიც მე მიყურებს.თვალებიდან ცრემლი გადმომცვივა და ოდნავ გამეღიმება.მის ლამაზ თვალებს დავაკვირდები,თითქოს ამდენი წლის შემდეგ არაფერი შეცვლილა,ის ისევ ისეთია და რაც ყველაზე გასაკვირია,მის თვალებში ისევ ის,უცნაური ნაპერწკალი ბრჟღვიალებს,რომელიც ჩემს არსებაში არასოდეს ჩამკვდარა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ჯერ მარტო სათაური აქვს ისეთი, რომ...... ჯერ მარტო სათაური აქვს ისეთი, რომ......
4. ეგ ჩემს დაქლს გადახდა თავს...რავი თან უყვარდათ და თან ""თამაშობდნენ"" ამ გრძნობით... ეგ ჩემს დაქლს გადახდა თავს...რავი თან უყვარდათ და თან ""თამაშობდნენ"" ამ გრძნობით...
2. :(
"ცხოვრებამ გვაჯობა,ორივე დაგვამარცხა და სახეზე უდარდელობის ნიღაბი აგვაფარა,მაგრამ ჩვენს გარდა ამას ვერავინ ხედავს.ვერავინ ხედავს იმასაც თუ როგორ ვიტანჯებით"
ისე ერთი კითხვა მაქვს... რატომ იტანჯებ(ოდ)ით?
აზრი?
მართლა მაინტერესებს
:) :(
"ცხოვრებამ გვაჯობა,ორივე დაგვამარცხა და სახეზე უდარდელობის ნიღაბი აგვაფარა,მაგრამ ჩვენს გარდა ამას ვერავინ ხედავს.ვერავინ ხედავს იმასაც თუ როგორ ვიტანჯებით"
ისე ერთი კითხვა მაქვს... რატომ იტანჯებ(ოდ)ით?
აზრი?
მართლა მაინტერესებს
:)
1. ეგ რეალური ისტორიაა,მართალია ცოტა გალამაზებული,მაგრამ მაინც რეალური.... ეგ რეალური ისტორიაა,მართალია ცოტა გალამაზებული,მაგრამ მაინც რეალური....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|