ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლამაზქალაქელი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
23 ივნისი, 2009


ყველაზე მოკლე ღამე

დღეს ყველაზე მოკლე ღამე იყო და არ დამევასა...
ისევ გრძედება ჩემი სულიერი ბორიალი ) ამასაც იმიტომ არ ვწერ რომ რაღაც მწერლობაზე მაქვს პრეტენზია და რამე... უბრალოდ ვწერ რა )))))... ალბათ საქმე არ მაქვს, თუმცა მაქვს პატარა HUGO BOSS ის წიგნაკი და იქ ბევრი რამე მიწერია. სამაგიეროდ ვარ მუზა :) მართალს გეუბნებით და თუ ჩემი "სტუმრობის" შედეგად დაწერილი ლექსებით ვიმსჯელებთ ძაან მაგარი მუზა ვარ. ძნელი ყოფილა ისე ვინმეს მუზა რო ხარ... მინდა ხოლმე ჩემს "მასპინძელს" "აუხიპიშდე" მაგრამ მეშინია ამან ლექსებზე არ იმოქმედოს თუმცა დარწმუნებული ვარ რაც არ უნდა მოხდეს ჩვენს შორის მაინც მომწერს ხოლმე თავის ახალ ლექსს და მეტყვის: აი ეს შენო. მართლა მაგარ ლექსებს წერს მარი. დრო მოვა და მაგისი ლექსები ზეპირად ეცოდინება ხალხს...
ეხლაც მარის ლექსებს ვკითხულობდი მთვარის შუქზე. ღამითაა მაგარი ლექსების კითხვა, მთვარეზე, მკვდარი ლეშია მთვარე, უსულო ნაგლეჯი და ამიტომაც ალბათ. ბებიაჩემი უკითხავს ხოლმე ლოცვბს მთვარეს,ვერ გადავაჩვიე ეს ქალი წარმართულ ლოცვებს... თუმცა მოვა დრო და მეც დავიწყებ ალბათ მისტიურ ლოცვების ბუტბუტს... ეს კიდე არაფერი, აი მკვდრის სულებს რომ უმასპინძლდება ესაა მაგარი, ))) ყველას თავისი სკამი,თეფში,სანთელი... თუ ვინმე კოჭლი მკვდარის სულია მოსასვლელი მაგას მოგვიანებით უდგამს სკამს, კოჭლია და უფრო დიდი ხანი დასჭირდება მოსასვლელადო :))) ჰო, მარისაც ძალიან უყვარს ბებიაჩემი, ერთხელ ისიც მითხრა ჩემ თავს ვხედავ სიბერეშიო ) მაგ ქალი რომ არა ეხლა ან ციხეში ვიჯდებოდი ან კიდე მიწაში ვიწვებოდი... მისი გაზრდილი ვარ და ვერ ვიტანდი ბავშვობაში მაგრამ როგორც კი დავშორდი ხელათვე მივხვდი რა მაგარი ვინმეა და როგორ სწორად აკეთებს ყველაფერს, ეხლახანს ველაპარაკე და თუ ისეთ გოგოს მოიყვან ცოლად მე რო მომეწონოსო, მაგარი ქორწილი ჩემზე იყოსო და გამკეთებელია კიდევაც ) ამ ბოლო დროს კი დედაჩემს შევატყვე დედამისის "ზამაშკები" და გამიხარდა ) მაგარი ბებია ეყოლებათ ჩემს შვილებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები