ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დამიანე
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2009


სარკმელი

ჩემს სულში ერთი სარკმელი დარჩა ჩაურაზავი.
სხვა?
სხვა სარკმელები თქვენ ჩამიკეტეთ...
ოდესღაც ყველა სარკმელს ვაღებდი
და ბედნიერი გიცქერდით მალვით.
მერე შენიშნეთ ღია სარკმელში უფაქიზესი ენძელა თეთრი.
ალბათ შეგშურდათ
და შურისაგან გახელებულთა
ქვისა და ლოდის სროლა დაიწყეთ.
მესმის.
მესმის თქვენი და ვიცი ასე რატომ განრისხდით.
ენძელა მხოლოდ გაზაფხულზე გინახავთ არა?
ჩემი სულის სარკმელიდან კი
მუდამ გიმზერდათ ნაზი ენძელა-
გახელებისთვის ეს უკვე კმარა.
და ამიტომაც დამიკეტეთ
ის სარკმელები.
და ამიტომაც სულის ყვავილი
უჰაეროდ დაჭკნა და მოკვდა.
ახლა,
ეს ერთი სარკმელია ჩემს სულში ღია-
ის მაკავშირებს თქვენთან,
ყველასთან.
ნუ შეეცდებით ისიც ჩავკეტო
და სამუდამოდ გავეთიშო მე ადამიანს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები