ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალივაკელი
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2009


დაგვვიწყებია უმთავრესი...

*      *      *
დაგვვიწყებია უმთავრესი –
უკვე მარათონს
მოსძალებია პირველობის ველური ჟინი
და რაც გავკილეთ, საკვირველია,
ფეხდაფეხ დაგვსდევს;
ოღონდ ეგ არის
ფერისცვალება დაგვეტყო ყველას
და აწყვეტილი აპეურები
ფრიალებს ქარში…
აჰა, ჩავიხსენ მეც საკინძე
და ჩავისუნთქე ეს ეპოქა
დამზრალ ფილტვებით,
წინ გოლგოთაა
მძიმე ჯვარით ქედდაზნექილი,
ვტორტმანებ ისევ ჩემიანთა
მუჯლუგუნებით,
და ტერფებიდან გამონაჟონ
სისხლის ნაკვალევს
მოჰყვება ისევ ეშმას ხარხარი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები