ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: GAGA
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2009


ათასწლის მერე

"ათასწლის მერე შენი მსგავსი თუ ვნახე ქვეყნად
თუ ემსგავსება შენს სილამაზეს ფასდაუდებელს....
და მაშინ ვიტყვი რომ მშვენება ხარ კვლვ საუკუნო,
და დროთა შორის რომ უკვდავი ხარ სამარადისოდ!!
შენი დანახვა ღირს ერთი წამით რომ საუკუნოდ
კვლავ დავიარო რაინდად მარტო დაბურულ დღესთან,
დასეტყვილ ცასთან ტყის ავაზებთან რომ ვიმეგობრო.
და მაშინ ვიტყვი  რომ სიყვარული კვლავ უკვდავია...
ზღვის თეთრ ტალღებში მზის დადნობისას ის შენი სახე..
კვლავ უკვდავია, კვლავ უკვდავია ზღვის სქელ ტალღებში
შენი თვალების ლურჯი შუქი და ხმა საამო..,
რომ დაღამდება ცაზე მთვარე თავს დაიბურავს,
ნათელს დამალავს ტავს ღრუბლებში ჩაჰყოფს მთვლემარედ...
მზეს ვეკითხები ..,ვეკითხები გამომიჩინე...
და დამიბრუნე , დამიბრუნე ის სილამაზე...
რომელიც მხოლოდ თუ გაჩნდება ათასწელს ერთხელ!
ათასწელს ერთხელ,ათასწელს ერთხელ ერთხელ ამქვეყნად!"
                                                                                                    გაგა გოგოლაძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები