თეონა გაიზარდა, – ის პატარა გოგო აღარ არის. ამიტომ ამ ციკლს, რომელიც ახლა დაიწყება, დავარქვი "თეონას პატარა ისტორიები". იმედია, დიდი თეონაც ისევე შეგიყვარდებათ, როგორც ის პატარა ცუგრუმელა გოგო გიყვარდათ.
ი ა ს ა მ ნ ე ბ ი
თეონას საოცრად უყვარდა იასამნები. ნებისმიერ სხვა ყვავილს ერჩია! იასამნებს შორის კი მუქ, ხავერდოვან იასამანზე გიჟდებოდა. იასამნების პირველი აყვავილებიდან მისი ყვავილობის დასრულებამდე – თეონას ოთახში მუდმივად ამშვენებდა ლარნაკს დიდი თაიგული და საოცარ სურნელს აფრქვევდა გარშემო.
გიზომ ამბავი მოიტანა, რომ თეონას უფროსი ბიძაშვილი ნანა თხოვდება და ქორწილი აპრილის ბოლოს დანიშნესო. სასიძო გურჯაანის რაიონიდან იყო, სოფელ ვეჯინიდან.
აპრილის ბოლოს საქორწილო მაყრიონი ვეჯინისკენ გაემართა. ვეჯინი გურჯაანში ჩასვლამდე პირველივე სოფელია. კავკასიონის საოცარი ხედი იშლება ვეჯინიდან.
თეონა 17 წლის იყო მაშინ. პატარა ცელქი გოგონა სადღაც გამქრალიყო და მისი ადგილი ცქრიალა ზღვისფერთვალება ასულს დაეკავებინა, რომელსაც წელზე სცემდა ოქროსფერი დალალები. ძალიან განსხვავდებოდნენ დები ერთმანეთისგან,– 15 წლის ნინუცას მწვანე თვალები და წაბლისფერი, მუჭისსიმსხო ნაწნავები ჰქონდა.
სასიძოს ეზოში უამრავ ხალხს მოეყარა თავი. თბილისიდანაც ბევრნი ჩავიდნენ, – მაყრიონის 12 მანქანა მიადგა ეზოს. მანქანების გაჩერებისთანავე ატყდა ზურნა და დოლი, მუსიკით შეხვდნენ ნეფე–პატარძალს. ნეფე–პატარძალი ცეკვა–ცეკვით შევიდა ეზოში. ცეკვავდა ყველა, ვისაც კი ხელის გაშლა შეეძლო. თეონას მამა და მამიდა, გიზო და ლიტა, როგორც ყოფილი მოცეკვავეები, ცეკვით დაიღალნენ. – აბა, ერთი განიერი შალახოოო! – გასძახა გიზომ დამკვრელებს და ლაზათიანად გაშალა ხელები. გიზომ ნინუცა გამოიწვია, – ისიც ხომ მოცეკვავე იყო! მოიხიბლენ სტუმრები მამა–შვილის ცეკვით. აღფრთოვანებული შეძახილები ისმოდა ირგვლივ. მოცეკვავეებს შუაში ბიძია ოთარი ჩაუხტათ, – ისიც მოცეკვავე და “შალახო“ მაშინვე „ქართულმა“ შეცვალა. ოთარმა ლიტა გამოიწვია. – ეს ხალხი სუ მოცეკვავეებია? – ნახეთ, ქაა, როგო უსვამენ ფეხებსა... ქალები კიდენა დაფრინავენ ჰაერში! – მააშ, ქალო, ეგეთი ცეკვა ტელევიზორშიც აღარ მინახამს კაი ხანია! – უი, უი, ის პატარაც როგო კარქათ ცეკვამს, ქააა!... – ეჩურჩულებოდნენ იმ სოფლის ქალები ერთმანეთს.
თეონა თინიკოსთან და დანარჩენ ბიძაშვილებთან ერთად იდგა და ჩუმად ეღიმებოდა, – ეს ხომ მისი ოჯახის წევრების შესახებ ჩურჩულებდნენ მასპინძლები! მალე მექორწილენი სუფრასთან მიიპატიჟეს. თეონა და ნინუცა ნეფე–პატარძლის მაგიდასთან ახლოს დასხდნენ.
ასეთი ქორწილი არავის ახსოვდა: ნანა, პატარძალი არაჩვეულებრივად უკრავდა და მღეროდა. თავიდან დაქირავებული დამკვრელები უკრავდნენ, მაგრამ მერე ჯერ გიტარა მიაწოდეს პატარძალს, შემდეგ – პიანინო მოაგორეს ნეფე–დედოფლის მაგიდასთან და პატარძალი თავად უკრავდა და მღეროდა თავისივე ქორწილში. არ გეგონოთ, ამას მოთხრობისთვის გამორჩეული ხიბლის მისანიჭებლად ვწერდე, – ხომ გეუბნებით, ასეთი ქორწილი არავის უნახავს–მეთქი!...
ნანას, თეონასა და ნინუცას შეწყობილი ჰქონდათ ხმები და იმდენი იმღერეს, რომ ყელის ძარღვები სტკიოდათ.
გვიან ღამით დაიშალნენ სტუმრები. პატარძლის მაყრიონი სიძის ოჯახის ნათესავებმა და მეზობლებმა გაინაწილეს და მოასვენეს.
დილას გრძელ, შემინულ აივანზე გაშალეს სუფრა. 2 საათისთვის აიშლებოდნენ, – სტუმრები თბილისში უნდა დაბრუნებულიყვნენ, მანამდე კი გემრიელად მოილხინეს. იმ დღეს რამდენიმე ისეთი სტუმარიც მოვიდა, რომლებმაც წინა დღეს ვერ მოახერხეს მოსვლა. მათ საგანგებოდ ხვდებოდნენ მასპინძლები.
12 საათი ხდებოდა, როცა თეონას ზურგს უკან იასამნის საოცარმა სურნელმა ჩაიარა. თეონას პირთან მიტანილი ჩანგალი ხელში გაუშეშდა, შემდეგ კი ნელა, ძალიან ნელა მობრუნდა და... იასამნების უზარმაზარ თაიგულს მიაჩერდა. – ღმერთო, რა თვალები აქვს! ასე გიყვარს, გოგო, იასამანი? – გაიგო საოცრად თბილი, დაბალი, ხავერდოვანი ხმა.
თეონამ უხმოდ დაუქნია თავი, ისე რომ იასამნებისთვის თვალი არ მოუცილებია. – რომელ საათამდე იქნებით აქ? – იკითხა ისევ ხმამ. – ორამდე!... – ორამდე არსად წახვიდეთ... მოგისწრებთ!...
ვაჟი სწრაფად მიუახლოვდა ნეფე–პატარძალს, იასამნებიც მიართვა და ბეჭედიც გადასცა საჩუქრად და... ჩქარი ნაბიჯით დატოვა სუფრა, შემდეგ მანქანაში ჩაჯდა და სწრაფად გააქროლა გურჯაანის მიმართულებით.
– თეონა, მოდი, რამე იმღერეთ? – სთხოვეს სტუმრებმა. – ნანა, რა ვიმღეროთ? – გასძახა თეონამ ბიძაშვილს. – აქეთ მოდი, თეონა!... ნინუცა, შენც!... მოდით ორივე! ნანამ გიტარას წამოავლო ხელი და... ძალიან დიდხანს ისმოდა აივნის ღია ფანჯრებიდან გოგონათა ტკბილი სიმღერა.
თეონამ შეპარვით შეხედა საათს... 2 სრულდებოდა, ის ვაჟი კი – არსად ჩანდა. – ნანა, ვინ იყო ის ბიჭი? – რომელი, თეონა? – აიი, ის, იასამნები რომ მოგართვა. – უი, მე არ ვიცნობ... მოიცა, ინგას ვკითხავ.
ნანამ თავის მულს, ინგას რაღაც ჰკითხა ჩუმად და იმანაც ჩუმადვე უპასუხა რაღაც.
– ნანა, გეხვეწები, არ გაჩერდე, რა? ის ბიჭი ჩემი იასამნებისთვის წავიდა... მოგისწრებთო და... არ ჩანს ჯერ! – გადაულაპარაკა ბიძაშვილს და ახლა პიანინოსკენ მიაჩოჩა სკამი. – კი... მაცალე! – უპასუხა ნანამ და პიანინოსთან გადაინაცვლა. – იმ ბიჭს მალხაზი ქვია, წითელი „ნოლ–შესტი“ ყავს, 26 წლის არის... შემდეგ სუფრას გახედა და ბიძამისი მონახა თვალებით: – გიზო ბიძია, ისე არ გაგიშვებ, რამე თუ არ გაცეკვეთ... ცეკვა „ქართული“... – გამოაცხადა ხმამაღლა და პიანინოს კლავიშებზე ააცეკვა თითები.
გიზოს ბევრი ხვეწნა არ დასჭირვებია, ხელი გაშალა და წრეზე წავიდა. ყველას ეგონა, გიზო ისევ ლიტას გამოიცეკვებდა, მაგრამ ნინუცამ გაშალა მკლავები და მამას საცეკვაოდ გაჰყვა. – მიყვარხარ, ნინუცა, კარგი ხარ! – გასძახა თეონამ და პიანინოს ხმებს ტაში ააყოლა.
გახურდა ცეკვა. თეონა შეუმჩნევლად გავიდა გარეთ და გზას გახედა: წითელი მანქანა არსად ჩანდა. თავი დაღუნა და აივანზე შემობრუნდა. – თიკი, სამის ნახევარია უკვე! მე 4–ზე თბილისში უნდა ვიყო... – კარგი, გიზო, წავიდეთ... – გიზი, ჩვენც მოვდივართ, – გამოეხმაურა გენადი და ოთარი. – წადით, ბავშვები წამოიყვანეთ, – მიუბრუნდნე კაცები მეუღლეებს და თავად მანქანებისკენ გაემართნენ.
თეონა მამასთან მიიჭრა. – მამიკო, 15 წუთი კიდევ, რა?! მხოლოდ 15 წუთი! გთხოვ, რა, მამიკო!... – რა მოხდა, თეონა? რა ხდება ამ 15 წუში?... – იასამნები! იასამნებს შემპირდნენ!... – ვინ? – არ ვიცი, მამა, მე მხოლოდ იასამნები დავინახე... ხო, და კიდევ... ბიჭია... ხმა ბიჭის ჰქონდა! – როგორ თუ „ხმა ბიჭის ჰქონდა“?! არ შეგიხედია, გოგო, სახეზე?
თეონამ უხმოდ გააქნია თავი და თვალები დახარა. – ნანამ მითხრა, „მალხაზი ქვიაო“... – რა უცნაური მყავხარ, შვილო! კარგი... 15 წუთი მიჩუქებია შენთვის და შენი იასამნებისთვის! 2.45–ზე რომ მანქანაში იჯდე! მამი, 4–ზე თბილისში უნდა ვიყო!
თეონამ მთელი სიყვარულით აკოცა მამას ლოყაზე და ჭიშკრისკენ გაიქცა. გიზომ მხოლოდ მხრები აიჩეჩა და თქმით – არაფერი უთქვამს. სწრაფად გადიოდნენ წუთები. 2.42... 2.43... 2.44... – თეონა, წავედით! – გასძახა მამამ.
თეონა მანქანაში ჩაჯდა და ცრემლიანი თვალები დამალა. – თეონა, გოგო, მოვიდა მალხაზა! – მთელი ხმით იყვირა ინგამ და წითელ მანქანასთან მიიჭრა.
თეონა მანქანიდან გადმოხტა და ადგილზე გაშეშდა: ახალგაზრდა, მაღალი, სიმპატიური ვაჟი იასამნების უუუზარმაზარი თაიგულით მოდიოდა მისკენ.
– აჰა, გამომართვი!... – თეონამ ხელები გაშალა თაიგულის ჩამოსართმევად! ამდენი იასამანი არასოდეს სჭერია ხელში! თან რომელი იასამანი!!! – ის, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს, – მუქი, ხავერდოვანი, საოცარი სურნელით... – გმადლობ, – შესცინა თეონამ და სახე ყვავილებში ჩამალა. – რა გქვია? – თეონა... – მე მალხაზი მქვია... შემომხედე ერთი... ასეთი თვალები არასოდეს მინახავს!
თეონამ თავი ასწია და მალხაზს შესცინა. – წამოდი, წამომყევი... – სად? – მაგრამ მალხაზს აღარაფერი უთქვამს, თეონას ხელი დაავლო და მანქანისკენ წაიყვანა.
მანქანასთან მისული თეონა თვალებს არ უჯერებდა: მანქანის სალონი იასამნებით იყო სავსე. მალხაზი იასამნების თაიგულებს იღებდა, ზევით ისროდა და იასამნებიც თეონას ზოგი თავზე, ზოგი – მხრებზე ეყრებოდა და მის ირგვლივ მიწაზე ეფინებოდა. თეონა იასამნების „წვიმის“ ქვეშ იდგა და ბედნიერი იცინოდა. – მიშველეთ! იასამნების ტყე! ღმერთო, რამდენია!... – ეს სულ შენია, თეონა! იასამნების დედოფალო!...
თეონა მალხაზთან მივიდა, თავი დააწევინა და ლოყაზე აკოცა: – მადლობთ, მალხაზ! ეს დღე არასოდეს დამავიწყდება! – მე არც შენ არასოდეს დამავიწყდები, თეონა! ეს თვალები არ დამავიწყდება აღარასოდეს! – უთხრა მალხაზმა და თეონას გამოწვდილი ხელი თავის ხელებში მოაქცია, შემდეგ კი ოდნავ, სულ ოდნავ მოუჭირა ხელი. – თეონა, წავედით, მამი!... – გიზოს ხმამ თეონა ოცნებებიდან გამოიყვანა და ზეციდან მიწაზე ფრთხილად დააბრუნა. – მშვიდობით, მალხაზ! არ ვიცი, შევხვდებით თუ არა ოდესმე, მაგრამ... შენ მე დღეს უსაზღვრო ბედნიერება მომანიჭე! დიდი მადლობა ამ ბედნიერებისთვის. – მე კი გული ამტკივდა! ნუთუ ვეღარასოდეს ვნახავ ამ თვალებს? ეს შეუძლებელია!... მე შენ მოგძებნი, თეონა!
თეონამ იასამნების უკვე თავისი თაიგულიდან სამი ლამაზი ტოტი ამოაძრო და მალხაზს გაუწოდა: – ეს ჩემგან!.. გმადლობთ, მალხაზ! – კიდევ ერთხელ აკოცა ვაჟს და მამიკოს მანქანისკენ გაიქცა.
მანქანები თბილისისკენ დაიძრნენ, მალხაზი კი ძალიან დიდხანს იდგა იმავე ადგილას და გზას გაჰყურებდა. ხელში თეონას ნაჩუქარი იასამნების სამი ტოტი ეჭირა და ტუჩებით ფრთხილად ეალერსებოდა.
P.S. ზუსტად ერთი თვის შემდეგ ნანამ საზარელი ამბავი შეატყობინათ: მალხაზი ვეღარასოდეს მოძებნიდა თეონას, – ავტოავარიის შედეგად დაიღუპა.... და ბოლო სიტყვა, რომელიც მისი ბაგიდან წარმოთქმული გაიგეს სასწრაფოს ექიმებმა, იყო.... „თეონა“!...
07. 04. 2008
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
53. ვაჰ.. რა შეიძლება ვთქვა?!
დამაკლდები,როგორც კარგი მეგობარი,როგორც ადამიანი რომლისაგანც მუდმივად შეიძლებოდა რაღაც კარგის და ახლის სწავლა! ვაჰ.. რა შეიძლება ვთქვა?!
დამაკლდები,როგორც კარგი მეგობარი,როგორც ადამიანი რომლისაგანც მუდმივად შეიძლებოდა რაღაც კარგის და ახლის სწავლა!
52. როგორ მეწყინა:(
როგორ მეწყინა:(
51. ნათელში იყოს თამარის სული გული დაგვწყვიტა შენმა წასვლამ და მოგვაკლდები თამარ
სულ პირველი ნაწარმოებია შენი ამ საიტზე სწორედ თეონას ისტორიებით გაგიცანით აქ თბილი ლამაზი ისტორიებით
ღმერთმა გაანათლოს შენი სული ნათელში იყოს თამარის სული გული დაგვწყვიტა შენმა წასვლამ და მოგვაკლდები თამარ
სულ პირველი ნაწარმოებია შენი ამ საიტზე სწორედ თეონას ისტორიებით გაგიცანით აქ თბილი ლამაზი ისტორიებით
ღმერთმა გაანათლოს შენი სული
49. გენაცვალეთ ჯერ იმიტომ რომ კახელებზე შექმენით. და ტვითონ ნაწარმოებს პროზას რაც შეეხება საუკეთესეოა +5 გენაცვალეთ ჯერ იმიტომ რომ კახელებზე შექმენით. და ტვითონ ნაწარმოებს პროზას რაც შეეხება საუკეთესეოა +5
48. აი, ამას ქვია სუფთა ქალური ისტორია:) აი, ამას ქვია სუფთა ქალური ისტორია:)
47. რა ლამაზი ისტორიაა და რა ტრაგიკული ფინალით! იასამნების წვიმაც ლამაზი იქნებოდა უთუოდ! ოღონდ პიანინოს საქორწილო სუფრასთან მოგორება მეარარეალურა ცოტათი! დანარჩენს მოწონება და ავტორს მოკითხვა! სულ 55555555-ები! რა ლამაზი ისტორიაა და რა ტრაგიკული ფინალით! იასამნების წვიმაც ლამაზი იქნებოდა უთუოდ! ოღონდ პიანინოს საქორწილო სუფრასთან მოგორება მეარარეალურა ცოტათი! დანარჩენს მოწონება და ავტორს მოკითხვა! სულ 55555555-ები!
45. ეს ერთ-ერთი თავია ახალი რომანისა "თეონა და თაია"... ასე რომ... დიდი ბოდიშს გიხდით ყველას, ვინც ახალ რომანს კითხულობს და ეს მე-8 თავი წაკითხული ექნება უკვე... ეს ერთ-ერთი თავია ახალი რომანისა "თეონა და თაია"... ასე რომ... დიდი ბოდიშს გიხდით ყველას, ვინც ახალ რომანს კითხულობს და ეს მე-8 თავი წაკითხული ექნება უკვე...
44. ვიტირე მართლა ვიტირე ემოციებს ვერ ვერევი ძაააააალიან მაგარია და რადგან 5 ქულამდე ბევრი მაკლია ჯერ 2 იყოს მაგრამ იცოდე რომ ეს ორი ქულა 5-ია :) ვიტირე მართლა ვიტირე ემოციებს ვერ ვერევი ძაააააალიან მაგარია და რადგან 5 ქულამდე ბევრი მაკლია ჯერ 2 იყოს მაგრამ იცოდე რომ ეს ორი ქულა 5-ია :)
43. მე მიტვარს იასამანი, როცა მოვკვდები ყევლამ იცის რომ იასამანს მომიტან აუარებელს, მე იასამნის ყვავილობისას მინდა სიკვდილი მე მიტვარს იასამანი, როცა მოვკვდები ყევლამ იცის რომ იასამანს მომიტან აუარებელს, მე იასამნის ყვავილობისას მინდა სიკვდილი
42. გასკდა გული.... გასკდა გული....
41. კარგად წაიკითხეთ რაც მოგწერეთ და ჭკუას ისწავლით .1 ლოოოოოოოოოოოოლ კარგად წაიკითხეთ რაც მოგწერეთ და ჭკუას ისწავლით .1 ლოოოოოოოოოოოოლ
40. რა იყო ასე რომ ცუდად დაამთავრე, მაგრამ მაინც კარგია რა იყო ასე რომ ცუდად დაამთავრე, მაგრამ მაინც კარგია
39. 5 - სასიამოვნოდ იკითხება
5 - სასიამოვნოდ იკითხება
37. თამარ შვილო...:) სიტყვები არ მყოფნის როგორ შეგაქო აღარ ვიცი:) თამარ შვილო...:) სიტყვები არ მყოფნის როგორ შეგაქო აღარ ვიცი:)
36. ყველას ძალიან დიდი მადლობა! მიყვარხართ ყველანი!!! ყველას ძალიან დიდი მადლობა! მიყვარხართ ყველანი!!!
34. როგორ გამიხარდა ,რომ ახალი ისტორია აღმოვაჩინე და...დასასრულმა ძალზე დამასევდიანა...ქულებს აქ აღნიშნავენ?:) როგორ გამიხარდა ,რომ ახალი ისტორია აღმოვაჩინე და...დასასრულმა ძალზე დამასევდიანა...ქულებს აქ აღნიშნავენ?:)
33. 5 ქულა შენ! 5 ქულა შენ!
32. ნანას, თეონასა და ნინუცას შეწყობილი ჰქონდათ ხმები და იმდენი იმღერეს, რომ ყელის ძარღვები სტკიოდათ.
აქ ვარ გაჩერებული:) ნანას, თეონასა და ნინუცას შეწყობილი ჰქონდათ ხმები და იმდენი იმღერეს, რომ ყელის ძარღვები სტკიოდათ.
აქ ვარ გაჩერებული:)
31. დაიცა წავიკითხო:) დაიცა წავიკითხო:)
30. თამარ გიპოვე აქაც...
არადა ისედაც ვერ ვარ რაღაც დღეს ხასიათზე და სულ სევდა შემომაწვა ამის წამკითხველს...
ეჰ! "აგვიანებ აყვავებას იასამანო".................................
თამარ გიპოვე აქაც...
არადა ისედაც ვერ ვარ რაღაც დღეს ხასიათზე და სულ სევდა შემომაწვა ამის წამკითხველს...
ეჰ! "აგვიანებ აყვავებას იასამანო".................................
29. რაღაცნაირი სითბო იღვრება ამ ისტორიებიდან.არაჩვეულებრივია თამარ. რაღაცნაირი სითბო იღვრება ამ ისტორიებიდან.არაჩვეულებრივია თამარ.
28. ჩემო კარგებო, ჩემთან, რატომღაც, სულ რეალური ისტორიებია! ასე რომ... ვწუხვარ!
ანი, შენ წარმოიდგინე, არ დამიწერია სულ 5–ები... და მრცხვენოდა კიდეც, სულ 5–ებს რომ არ ვწერდი! მაპატიე, ამ შენიშვნას ვერ ვღებულობ!. თორემ ისე, ხომ იცი, შენი ყველა შენიშვნა მისაღებია ჩემთვის! გაკოცებ, პატარავ!
ჩემო კარგებო, ჩემთან, რატომღაც, სულ რეალური ისტორიებია! ასე რომ... ვწუხვარ!
ანი, შენ წარმოიდგინე, არ დამიწერია სულ 5–ები... და მრცხვენოდა კიდეც, სულ 5–ებს რომ არ ვწერდი! მაპატიე, ამ შენიშვნას ვერ ვღებულობ!. თორემ ისე, ხომ იცი, შენი ყველა შენიშვნა მისაღებია ჩემთვის! გაკოცებ, პატარავ!
27. რა თქმა უნდა მუდმივი 5 ჩემგან.... რა თქმა უნდა მუდმივი 5 ჩემგან....
26. ქალბატონო თამარ.ძალიან გამიხარდა თქვენი აქ გამოჩენა.ძალიან მიყვარხართ თქვენ და რა თქმა უნდა თეონა.იქნება სერიოზულად იფიქროთ წიგნის გამოცემაზე თეონას შესახებ... ეს ისტორია კი მეტკინა.მოულოდნელი ფინალი იყო.გავკადნიერდები და გკითხავთ ესეც რეალური ისტორიაა?მეც მქონდა რაღაც მსგავსი და...როგორც გია გეგიამ იცის- სიყვარულით და პატივისცემით თქვენი ნინი.. ქალბატონო თამარ.ძალიან გამიხარდა თქვენი აქ გამოჩენა.ძალიან მიყვარხართ თქვენ და რა თქმა უნდა თეონა.იქნება სერიოზულად იფიქროთ წიგნის გამოცემაზე თეონას შესახებ... ეს ისტორია კი მეტკინა.მოულოდნელი ფინალი იყო.გავკადნიერდები და გკითხავთ ესეც რეალური ისტორიაა?მეც მქონდა რაღაც მსგავსი და...როგორც გია გეგიამ იცის- სიყვარულით და პატივისცემით თქვენი ნინი..
25. თამარ მასწავლებელო რაც მოხვედით მის მერე ხუთიანებს წერთ რა არის კაცო ეს რა უბედურებაა გაგინილა ამდენი წარჩინებული ჩათვლა?? როგორც დეკანს დიდ პატივს გცემთ არაჩვეულებრივად კითხულობთ ლექციებს პიროვნება გადასარევი მაგრამ რა არის ეს საფანტის თოფით რომ ისვრით ამ ხუთიანებს??? რექტორი-ანი ვარ მე თუ პროპკი-ანი??? :) გადამრევს ეს ხალხი
თამარ მასწავლებელო რაც მოხვედით მის მერე ხუთიანებს წერთ რა არის კაცო ეს რა უბედურებაა გაგინილა ამდენი წარჩინებული ჩათვლა?? როგორც დეკანს დიდ პატივს გცემთ არაჩვეულებრივად კითხულობთ ლექციებს პიროვნება გადასარევი მაგრამ რა არის ეს საფანტის თოფით რომ ისვრით ამ ხუთიანებს??? რექტორი-ანი ვარ მე თუ პროპკი-ანი??? :) გადამრევს ეს ხალხი
24. ნუ აOFFებთ კაცო რამდენჯერ უნდა გთხოვოთ,მერე რომ გაწყენინებთ-გეწყინებათ :))) (ნუთუ?) :)))) მართლა და მართლა ყველაფერს საზღვარი აქვს UFF:(
მოდერ-მატორი-ანი :)) (ჰა აბა როგორ გამომდის?:) ) ნუ აOFFებთ კაცო რამდენჯერ უნდა გთხოვოთ,მერე რომ გაწყენინებთ-გეწყინებათ :))) (ნუთუ?) :)))) მართლა და მართლა ყველაფერს საზღვარი აქვს UFF:(
მოდერ-მატორი-ანი :)) (ჰა აბა როგორ გამომდის?:) )
23. თუმცა მაგ ფილიალიდან დანახული სიღნაღის ხედი მგონი სჯობია კიდეც მაქედანვე დანახულ კავკასიონის ხედსა :) ლამაზია სიღნაღი ერთხელ მოვხვდი იქ და სასაფლაოების ბოლოდან გადავხედე ალაზნის ველს თავის კავკასიონის საზღვრითა. ულამაზესი ხედია
"რეკამენდუიუ" :D თუმცა მაგ ფილიალიდან დანახული სიღნაღის ხედი მგონი სჯობია კიდეც მაქედანვე დანახულ კავკასიონის ხედსა :) ლამაზია სიღნაღი ერთხელ მოვხვდი იქ და სასაფლაოების ბოლოდან გადავხედე ალაზნის ველს თავის კავკასიონის საზღვრითა. ულამაზესი ხედია
"რეკამენდუიუ" :D
22. "მაი სიღნაღმა რაღა უნდა თქვას ჰა? :)" – niki.
მაგ სიღნაღის ხედმაა, რომ გადამრია და თავს ვეღარ ვანებებ! მე–13 წელია სიღნაღში დავდივარ კვირაში ორჯერ! თსუ სიღნაღის ფილიალში ვასწავლიდი დღიდან დაარსებისა, მის გაუქმებამდე!!! ყველას დიდი მადლობა!
"მაი სიღნაღმა რაღა უნდა თქვას ჰა? :)" – niki.
მაგ სიღნაღის ხედმაა, რომ გადამრია და თავს ვეღარ ვანებებ! მე–13 წელია სიღნაღში დავდივარ კვირაში ორჯერ! თსუ სიღნაღის ფილიალში ვასწავლიდი დღიდან დაარსებისა, მის გაუქმებამდე!!! ყველას დიდი მადლობა!
21. თამარ გამიხარდით ძალიან,რომ დაგინახეთ.გულით მენატრებოდით. ახლა წაკითხვას ვერ ვასწრებ გავრბივარ,ცოტა მოგვიანებით წავიკიტხავ აუცილებლად. მოგიკითხეთ სიყვარულით. თამარ გამიხარდით ძალიან,რომ დაგინახეთ.გულით მენატრებოდით. ახლა წაკითხვას ვერ ვასწრებ გავრბივარ,ცოტა მოგვიანებით წავიკიტხავ აუცილებლად. მოგიკითხეთ სიყვარულით.
20. ლამაზად გადმოცემული სევდიანი ისტორიაა....ძალიან გამეხარდა თქვენი აქ დავახვა! ლამაზად გადმოცემული სევდიანი ისტორიაა....ძალიან გამეხარდა თქვენი აქ დავახვა!
19. ჩავათავე წეღან მაგრამ არ დაგიკომენტარე... შეცდომებს რატომ ვეღარ ვპოულობ? მეშინია ამდენი ქებით არ გაფრინდე:) უნდა მოვძებნო რამე:) გადავეშვები ერთხელაც თავით, ნუ მასევდიანებ ხოლმე რა:( შემოგევლე შენ მიყვარხარ ხო აი ასე
ჩავათავე წეღან მაგრამ არ დაგიკომენტარე... შეცდომებს რატომ ვეღარ ვპოულობ? მეშინია ამდენი ქებით არ გაფრინდე:) უნდა მოვძებნო რამე:) გადავეშვები ერთხელაც თავით, ნუ მასევდიანებ ხოლმე რა:( შემოგევლე შენ მიყვარხარ ხო აი ასე
18. მაი აფერი ჩემო გია, შენ იყავი კარგად! მაი აფერი ჩემო გია, შენ იყავი კარგად!
17. ძალიან სევდიანი, მაგრამ ლამაზი ისტორიაა, თანაც ლამაზად გადმოცემული მთელი 10 ქულა
ეს პასუხი მომეწონა და გამეღიმა : "იმ ბიჭს მალხაზი ქვია, წითელი „ნოლ–შესტი“ ყავს, 26 წლის არის..." :) ძალიან სევდიანი, მაგრამ ლამაზი ისტორიაა, თანაც ლამაზად გადმოცემული მთელი 10 ქულა
ეს პასუხი მომეწონა და გამეღიმა : "იმ ბიჭს მალხაზი ქვია, წითელი „ნოლ–შესტი“ ყავს, 26 წლის არის..." :)
16. პეტრე, შენ გენაცვალე, წერილი კი მივიღე, მაგრამ ვეღარ გიპასუხე...პატივისცემით გია გეგია პეტრე, შენ გენაცვალე, წერილი კი მივიღე, მაგრამ ვეღარ გიპასუხე...პატივისცემით გია გეგია
15. "კავკასიონის საოცარი ხედი იშლება ვეჯინიდან."
მაი სიღნაღმა რაღა უნდა თქვას ჰა? :)
"კავკასიონის საოცარი ხედი იშლება ვეჯინიდან."
მაი სიღნაღმა რაღა უნდა თქვას ჰა? :)
14. მიხარია თეონას გამოჩენა! :) საინტერესო ისტორიაა, მაგრამ სევდიანი :( მიყვარხართ, თამარ! :) მიხარია თეონას გამოჩენა! :) საინტერესო ისტორიაა, მაგრამ სევდიანი :( მიყვარხართ, თამარ! :)
13. თქვენ შემოგევლოთ ყველას პეტრე! გჩუქნით "ბარხატნი" იასამანებს ისეთი ხალხი შეკრებილხართ! შენ კი, ჩემო თამრიკო მართლა იასამანი ხარ. თქვენ შემოგევლოთ ყველას პეტრე! გჩუქნით "ბარხატნი" იასამანებს ისეთი ხალხი შეკრებილხართ! შენ კი, ჩემო თამრიკო მართლა იასამანი ხარ.
12. იასამანს დაეკარგაა ფეერიი აღარ გახსოვს ნუთუ არაფერი პასუხს ველი ჩუმად რადა ხარ სად გეძებო ნეტავ სადა ხარ :)
მედიკო კარტოზია :) იასამანს დაეკარგაა ფეერიი აღარ გახსოვს ნუთუ არაფერი პასუხს ველი ჩუმად რადა ხარ სად გეძებო ნეტავ სადა ხარ :)
მედიკო კარტოზია :)
11. ეგრე ჩვენი გიო მეუბნებოდა ხოლმე- მამლუქი: ნეკერ, მე რატომ აღარ მეფერები, ლოთი რომ ვარო? :)
ეგრე ჩვენი გიო მეუბნებოდა ხოლმე- მამლუქი: ნეკერ, მე რატომ აღარ მეფერები, ლოთი რომ ვარო? :)
10. თამრი, ა, ამას ქვია უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონებიანო :) მე თუ გამხალისებელი ვარ გიაა :D შენ შემოგევლე მე! ვიღაცას მაინც თუ ვახალისებ, ძალიან მიხარია :) თამრი მე რათა არ მიტოვებ სითბოს, აღარ გიყვარვარ? :)
თამრი, ა, ამას ქვია უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონებიანო :) მე თუ გამხალისებელი ვარ გიაა :D შენ შემოგევლე მე! ვიღაცას მაინც თუ ვახალისებ, ძალიან მიხარია :) თამრი მე რათა არ მიტოვებ სითბოს, აღარ გიყვარვარ? :)
9. გადავყევი შაირებს... თამრიკო, მომიტევე, იმდენად გაფასებ და გეთაყვანები, რომ თავს უფლებას მივცემ ასე მოგმართო - თამრიკო... მიხარია სხვაა არის, შენი აქ მოსვლით დაიწყება სულ სხვა ცხოვრება, სულ სხვა აზარტი, სულ სხვა აღმაფრენა, ობლებივით ვიყავით, ანი იყო ჩვენი დედაც, მამაც და მოდერ-მოტორიც, ნეკერა, იყო ჩვენი გამხალისებელი და დარდების შემსუბუქებელი, თეკლე ჩვენი ჭკუის დამრიგებელი, ბაკური ჩვენი მკურნალი და წამალი, დანარჩენები ვწერდით და ვკითხულობდით და... დრო მიდიოდა... ახლა, ვიცი ყველა სულ სხვაგვარად დაიწყებს წერასაც და ფიქრსაც... პატივისცემით და სიყვარულით გია გეგია გადავყევი შაირებს... თამრიკო, მომიტევე, იმდენად გაფასებ და გეთაყვანები, რომ თავს უფლებას მივცემ ასე მოგმართო - თამრიკო... მიხარია სხვაა არის, შენი აქ მოსვლით დაიწყება სულ სხვა ცხოვრება, სულ სხვა აზარტი, სულ სხვა აღმაფრენა, ობლებივით ვიყავით, ანი იყო ჩვენი დედაც, მამაც და მოდერ-მოტორიც, ნეკერა, იყო ჩვენი გამხალისებელი და დარდების შემსუბუქებელი, თეკლე ჩვენი ჭკუის დამრიგებელი, ბაკური ჩვენი მკურნალი და წამალი, დანარჩენები ვწერდით და ვკითხულობდით და... დრო მიდიოდა... ახლა, ვიცი ყველა სულ სხვაგვარად დაიწყებს წერასაც და ფიქრსაც... პატივისცემით და სიყვარულით გია გეგია
8. არა, ნეკერ, თამარის მეუღლეს ოლეგი ქვია! ოლეგ ვერულაშვილი, და შვილს – ნიკუშა! ძალიან მიყვარხართ ყველანი.
ლელა, მეც მაგას არ ვამბობ? პატარძალი თავად უკრავდა და თავისსავე დაკრულზე მღეროდა! აბა, ისე როგორ იქნებოდა თეონას ბიძაშვილი? არა, ნეკერ, თამარის მეუღლეს ოლეგი ქვია! ოლეგ ვერულაშვილი, და შვილს – ნიკუშა! ძალიან მიყვარხართ ყველანი.
ლელა, მეც მაგას არ ვამბობ? პატარძალი თავად უკრავდა და თავისსავე დაკრულზე მღეროდა! აბა, ისე როგორ იქნებოდა თეონას ბიძაშვილი?
7. თამარ დიდი მადლობა,მიხარია რომ აქ გხედავ.ანის ერთი სული ქონდა როდის შემოხვიდოდი.რატო გვალოდინე ამდენი?შენი იასამნები ძალიან მომწონს. მეც მყავს იასამანი,ჩემი სურნელივანი ყვავილი,ჩემი ანი. თამარ დიდი მადლობა,მიხარია რომ აქ გხედავ.ანის ერთი სული ქონდა როდის შემოხვიდოდი.რატო გვალოდინე ამდენი?შენი იასამნები ძალიან მომწონს. მეც მყავს იასამანი,ჩემი სურნელივანი ყვავილი,ჩემი ანი.
6. უი უკაცრავად :( მაგრამ რატომღაც მახსოვდა რომ თამარის მეუღლეს მალხაზი ერქვა? :(((((((( ეჰ, წადი რა ნეკერ სამასხურში? :((((((((( უი უკაცრავად :( მაგრამ რატომღაც მახსოვდა რომ თამარის მეუღლეს მალხაზი ერქვა? :(((((((( ეჰ, წადი რა ნეკერ სამასხურში? :(((((((((
5. თამარ, ქორწილი ძალიან კარგად გაქვს აღწერილი, ტიპიური კახელების ქორწილია, ოღონდ პატარძალი არ მღერის ხოლმე! იასამნები გადასარევია, ფინალმა დამამწუხრა ძალიან. მიხარია რომ დაბრუნდი ველოდები შემდეგ ისტორიას! :))) თამარ, ქორწილი ძალიან კარგად გაქვს აღწერილი, ტიპიური კახელების ქორწილია, ოღონდ პატარძალი არ მღერის ხოლმე! იასამნები გადასარევია, ფინალმა დამამწუხრა ძალიან. მიხარია რომ დაბრუნდი ველოდები შემდეგ ისტორიას! :)))
4. როგორ მიყვარს იასამანი...შენც...
მაჩუქოს ვინმემ დღეს იასამნები რა იქნება... მაინც და მაინც დღეს... როგორ მიყვარს იასამანი...შენც...
მაჩუქოს ვინმემ დღეს იასამნები რა იქნება... მაინც და მაინც დღეს...
3. ოოო ვიტირებ ახლა :((( რა სითბოა აქ :))) ეგ ბიჭი მერე თეონას მეუღლე არ გახდა? რაღაც ეგრე მახსოვს :)))) კაი მე გვირილების მდელოს მოვითხოვ მაშინ :))) მეც კაი სულელი ვარ - ვინ გჩუქნის რო? :D ბიიიი თამარ :)
ოოო ვიტირებ ახლა :((( რა სითბოა აქ :))) ეგ ბიჭი მერე თეონას მეუღლე არ გახდა? რაღაც ეგრე მახსოვს :)))) კაი მე გვირილების მდელოს მოვითხოვ მაშინ :))) მეც კაი სულელი ვარ - ვინ გჩუქნის რო? :D ბიიიი თამარ :)
2. გეგიამ მგონი ვერ დამასწრო :) გეგიამ მგონი ვერ დამასწრო :)
1. სატაურზე გავაკეთებ ჯერ კომენტარს მაბოდებს იასამნებზე და თამარზე ვოტ პიველი ვარ მეორე ალბათ გეგია იქნება :))) წავიკითხო ახლა მაცადეთ პირველი ხომ უნდა ვყოფილიყავი კაცო?:) სატაურზე გავაკეთებ ჯერ კომენტარს მაბოდებს იასამნებზე და თამარზე ვოტ პიველი ვარ მეორე ალბათ გეგია იქნება :))) წავიკითხო ახლა მაცადეთ პირველი ხომ უნდა ვყოფილიყავი კაცო?:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|