ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია მორი
ჟანრი: პოეზია
17 ივლისი, 2009


მინაწერი ლექსზე

                          /"უნდა გამოვიქცე  შელბურისკენ..."/


ჰო,
აქ შერბურია...
ქოლგებიან
ნავებს დააცურებს მისტრალი და
სულში სურვილებად გორდებიან...
წვიმა ცრემლად მოდის ცისთვალიდან.

რა ვქნა?..
წუხელ ისევ დამესიზმრე,
/ჰოი, სიყვარულო, მეხად მოდი!../
ვითომ სასთუმალთან იჯექი და
მტკივან მარცხენაზე მეხებოდი... 

მეც ხომ სუსტი ვარ და...
სამარცხვინოდ...
მთვარეს შევყურებ და ლექსად ვბოდავ...
დილით დავხედე და ჩემს მარცხენას
შენი ანაბეჭდი ეტყობოდა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები