ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: wet sparrow
ჟანრი: პოეზია
17 ივლისი, 2009


***

ის სიტყვებს მაფურთხებს ალეწილ სახეში
ერთიც და იქნება ბოლომდე გავგიჟდე
რას იტყვი ? მიყურებს ექიმი ტუჩებში
მზეს ვხედავ-მე  ვეტყვი -შეყუჟულს ლაქებში

სარკმლები ღვთიური ნათებით მოთითხნეს
ღამით შეიძლება, ლოცვაც კი მომთხოვონ
ცრემლები თვალებში სულ ძალით მაწვეთეს
არ ვტირი, მე ვიცი- არაფერს არ ვგლოვობ.

აქ რა მესაქმება ნემსებით დამდევენ,
გრძნობებს ონკანივით ნებაზე კეტავენ,
არც რა მენატრება, ან ვისთან გავიქცე?
ღმერთები მეტისმეტ დაცინვას ბედავენ...

ხანდახან ღამეც კი ზედმეტად თეთრია
მედდების ხალათის და მათი სუნი აქვს
წამლებით  შემოჰყავთ ჩემში  სიმარტოვე
მისი მონელება, ყველაზე ძნელია...

სიტყვებს მაფურთხებენ ალეწილ სახეში...
ცოტაც და იქნება ...ტკივილი გავრინდე
ექთანი მიმათრევს სად?-კითხვა არ მიყვარს
ალბათ დაილია წამების ვადები
და დროა გავიქცე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს