ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: GAGA
ჟანრი: პოეზია
27 აგვისტო, 2009


* * *

"ალმოდებული მშვენება მზესი
თვალს მიფარვოდა რატომღაც ჩუმად...
მტვრიან ქუჩებში დაქროდა ქარი
და აქროლებდა ძველ სევდას მტრულად,
თეთრი ღრუბლები გუნდ-გუნდა თოვლის
თავს დასცქეროდნენ უნაზეს სიზმარს...
თეთრი ვარდები სამოთხის ბაღის
ხელს შეახებდნენ მარტის გიჟ წვიმას...
შავთვალა გოგო იებით ხელში
ლაღად ურბენდა ლურჯი ზღვის ნაპირს,
ფრთაგაშლილ ხეებს აჩრდილად ექცა
ფერდაკარგული ნათება მთვარის,
შორს წასულიყო ლურჯი ზღვის ნატვრა
ცის დასავლისკენ მოჩანდა აფრად...
შორს წასულიყვნენ ღრუბლები ბროლის
ცის თაღებს მტრედი სერავდა ლაღად..."
                                                                        (2006)გაგა გოგოლაძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები