 | ავტორი: აარონ ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 28 აგვისტო, 2009 |
სტატიის ავტორია ვ. ჩერნოუსი მეორე კვირაა ამ თემაზე საინტერესო დისკუსიები მიმდინარეობს დასავლეთის რამდენიმე უნივერსიტეტში.
კავკასიას უნიკალური გეოპოლიტიკური და გეოკულტურული მდებარეობა აქვს. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, იგი კონტინენტური და ოკეანური სამყაროების ზღურბლზეა. ეს რეგიონი წარმოადგენს, ერთსა და იმავე დროს, ბარიერსაც და მრავალსაუკუნოვანი ურთიერთქმედების ზონასაც ქრისტიანობას – პირველ რიგში, მართლმადიდებლობას, ისლამსა და ბუდიზმს შორის. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები. ამიტომაც, კავკასია ყოველთვის იქცეოდა ხოლმე ბრძოლის ველად ძველ, შუასაუკუნეების და ახალი დროის უდიდეს სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ისწრაფოდნენ არა მხოლოდ სამხედრო-სტრატეგიული და ეკონომიკური ინტერესების რეალიზების, არამედ საკუთარი ცივილიზაციურ-კულტურული ფასეულობათა სისტემების გავრცელებისაკენ. პოლემიკა (ხშირად პოლიტიზებული) სხვადასხვა სკოლისა და მიმდინარეობის სწავლულთა შორის კავკასიის იდენტობისა და მისი როლის საკითხზე მსოფლიო და რუსეთის ისტორიაში არანაკლებ უკომპრომისოა, ვიდრე ბრძოლა რელიგიებს, სახელმწიფოებს და ხალხებს შორის. კავკასიის, კერძოდ, ჩრდილოეთ კავკასიის დელიმიტაციის პრობლემა მწვავე კამათის საგანია. კავკასიური სივრცის საზღვრების, ჰომოგენურობისა თუ ჰეტეროგენულობის ხარისხის განსაზღვრისას, ცოდნის სხვადასხვა სფეროების და სპეციალიზაციის (გეოგრაფია, გეოპოლიტიკა, გეოეკონომიკა, პოლიტოლოგია, კულტუროლოგია, ისტორია და ა.შ.) მკვლევრები დასაბუთებულ მაგრამ განსხვავებულ შედეგებამდე მიდიან. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის არ არის გათვალისწინებული და ავტორები ძალიან არაკორექტულად სარგებლობენ ცოდნის ერთი სფეროს დასკვნებითა და ტერმინოლოგიით იმისათვის, რომ დაადასტურონ საკუთარი პოზიცია სხვა სამეცნიერო დისციპლინის კუთხით, რაც კიდევ უფრო ხლართავს ისედაც რთულ პრობლემას. დაწვრილებით განვიხილოთ კავკასიის სოციოკულტურული იდენტობის საკითხი ცივილიზაციურ და ისტორიულ პარადიგმებში. 1 პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატი, როსტოვის უნივერსიტეტთან არსებული სისტემური რეგიონული კვლევების ცენტრის დირექტორ საბჭოთა ისტორიკოსები და ეთნოგრაფები, ფორმაციული ანალიზის ჩარჩოებში, კავკასიას ახასიათებდნენ, როგორც რთული სტრუქტურის მქონე კავკასიურ ისტორიულეთნოგრაფიულ პროვინციას; როგორც წესი, ისინი ერთმანეთისაგან მიჯნავდნენ, ერთის მხრივ, ამიერკავკასიას, მეორე მხრივ კი ჩრდილოეთ კავკასიას, როგორც კულტურულ ერთეულს და მასთან ახლო მდგომ დაღესტანს (პირველ რიგში, ფორმაციული მოდელების გამოვლენის თვალსაზრისით). მიუხედავად ცალკეული საკამათო საკითხებისა, აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს ისტორია სავსებით ჯდებოდა საბჭოთა მეცნიერებაში მიღებული საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციების თეორიაში. რაც შეეხება ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს (დაღესტნის ჩათვლით), ვერ მოხერხდა ერთიანი მიდგომის შემუშავება მთიელი და მომთაბარე საზოგადოებების ტიპოლოგიისა და განვითარების დონის განსაზღვრისათვის რუსეთთან შეერთებამდე პერიოდში. მთიელთა სოციალური ურთიერთობები კვალიფიცირდებოდა როგორც გვაროვნულ-ტომობრივი, ფეოდალურ-მონათმფლობელური, ნახევრადფეოდალურნახევრადპატრიარქალური, ფეოდალური, ადრეფეოოდალური, განვითარებული ფეოდალური, მრავალწყობიანი და სხვა. ოსმა ისტორიკოსმა ფ.ხ. გუტნოვმა სამართლიანად აღნიშნა, რომ მთიელი ხალხის საზოგადოებრივი წყობის დახასიათებისას მრავალ შემთხვევაში ამოსავლად არჩეულია საპირისპირო მახასიათებელი: ფეოდალური (იმდენად, რამდენადაც არამონათმფლობელური), პატრიარქალური (იმდენად, რამდენადაც არაფეოდალური) და ა.შ. შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნას XX საუკუნის 70-იან წლებში შეეცადა აკად. გ.ა. მელიქიშვილი, რომელმაც წამოაყენა “მთის ფეოდალიზმის” კონცეფცია, განვითარებული და კონკრეტიზებული ქართველი ისტორიკოსებისა და ეთნოლოგების ზ.ვ. ანჩაბაძის, ა.ი. რობაქიძის, გ.დ. თოგოშვილის, რ.ლ. ხარაძისა სხვათა ნაშრომებში. შემოთავაზებული მოდელის გარკვეული სქემატიზმი და სტატიკურობა, ასევე მოცემულ ნაშრომებში აღნიშნული ტიპოლოგიური და სტადიური თავისებურებები (კერძოდ, მიწაზე ფეოდალური საკუთრების არარსებობა), რომლებსაც “მთის ფეოდალიზმი” არსებითად გამოჰყავდა ფეოდალური ფორმაციის ფარგლებიდან, კავკასიოლოგთა უმეტესობას არ აკმაყოფილებდა , თუმცა ქართველ სწავლულთა თეორიული გამოკვლევები სტიმულს აძლევდა პრობლემის შესწავლას. ა.პ. პრონშტეინი ერთ-ერთ თავის სტატიაში ფრთხილად მიუთითებდა დასავლეთევროპული და რუსეთის ისტორიის შესწავლის საფუძველზე შემუშავებული სტერეოტიპებითა და შტამპებით კავკასიის მთის ხალხების თვითმყოფადი ურთიერთობების შესწავლის მცდელობათა უნაყოფობაზე. იგი გამოდიოდა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების ისტორიაზე ფორმაციული მიდგომის ჩარჩოებში ჩამოყალიბებული შეხედულებების აბსოლუტიზაციის წინააღმდეგ. 90-იან წლებში პირველი ნაბიჯები გადაიდგა კავკასიის ისტორიის კვლევაში ცივილიზაციური მიდგომის გამოყენების მიმართულებით, ამასთან, სისტემური ანალიზის ტრადიციების შენარჩუნებით, რომელიც ფორმაციული მეთოდოლოგიის ჩარჩოებში გამოიყენებოდა. რ.გ. აბდულატიპოვი, ტ.უ. კცოევა და “კავკასიური სახლის” სხვა იდეოლოგები შეეცადნენ, საერთო ისტორიული მენტალობის საფუძველზე შეექმნათ “კავკასიური ცივილიზაციის”, “ერთიანი სუპერეთნოსის” ჰიპოთეზა. მსგავსი კონსტრუქციები საინტერესოა პოლიტიკური მითის შექმნის თვალსაზრისით, მაგრამ მეცნიერული კუთხით უპერსპექტივოდ გვესახება. მიუხედავად “ცივილიზაციის” კატეგორიის ამბივალენტურობისა, ცივილიზაციური მიდგომის არც ერთი ვერსია, კავკასიასთან მიმართებაში (განსხვავებით, ვთქვათ, გეოპოლიტიკური პარადიგმისაგან) არ გვაძლევს საფუძველს, ვისაუბროთ კავკასიაზე, როგორც რაიმე ერთობაზე. ჩვენი აზრით, უფრო საფუძვლიანია ცდები, რომლებიც ორიენტირებულია ცივილიზაციური მიდგომის გამოყენებაზე ჩრდილოეთ კავკასიასთან დაკავშირებით. ჩრდილოეთ კავკასიური ცივილიზაციის კონცეფციას, მისი ტიპოლოგიის პრობლემას ეხებიან ა.ა. ანიკეევი და სხვები. ზოგიერთ ნაშრომში ცივილიზაციური მეთოდოლოგია გამოყენებულია ცალკეულ ან ახლომონათესავე ხალხებთან, მაგალითად, ადიღელებთანმიმართებაში. მიუხედავად ნაშრომთა რაოდენობის ზრდისა, რომლებიც გვთავაზობენ კავკასიის ან ჩრდილოეთ კავკასიის სოციოკულტურული ისტორიის განსხვავებულ ცივილიზაციურ მოდელებს, პრობლემა მხოლოდ დასმულია და დისკუსიის გაგრძელებას მოითხოვს. გვიწევს, ვაღიაროთ სამართლიანი შენიშვნა, რომ მოცემული კონცეფცია “მჭვრეტელობითი და არაკონკრეტულია”. პრობლემის საბოლოოდ გადაჭრის პრეტენზიის გარეშე, მოკლედ ჩამოვაყალიბებთ მისი ზოგიერთი ასპექტის საკუთარ ხედვას, რომელსაც 80-90-იანი წლებიდან ვიცავთ. ჩვენი აზრით, კავკასიასთან მიმართებაში სავსებით მისაღებია მეთოდოლოგია, შემუშავებული ლოკალურ ცივილიზაციათა თეორიის ჩარჩოებში, რომელიც ცნობს მსოფლიო-ისტორიული პროცესის პოლიცენტრულობას. ცივილიზაციაში ჩვენ ვგულისხმობთ განვითარებად ეთნორეგიონულ კომპლექსს მყარი ტიპოლოგიური ნიშნებითა და სულიერი, სოციოკულტურული და სამეურნეო არქეტიპებით. Mმისი სისტემატიზება შემდეგი ფაქტორების Mმეშვეობით ხდება: რელიგიურ-ზნეობრივი მსოფლმხედველობა, ეგზისტენციალური ფასეულობებისა და ტაბუირების სისტემა, ბუნებრივ-ლანდშაფტური პირობები და მეურნეობის ხერხები, სახელმწიფოებრივპოლიტიკური ორგანიზაციის ფორმები, თვითმმართველობა და სამართლებრივი ურთიერთობები. ისინი უნიკალურად და მრავალვექტორულად ვლინდებიან განსაზღვრულ სივრცით-დროით ჩარჩოებში, ყალიბდებიან სხვადასხვა სახის იერარქიით, რაც ვლინდება თვითმყოფადი რეგიონული ცივილიზაციების დაბადებასა და განვითარებაში. მათი ინდივიდუალურობა, პირველ რიგში, განსაკუთრებულ აზროვნებაში, სამყაროს აღქმაში, სინამდვილის ასახვის ხერხებში, ფასეულობით პრიორიტეტებში, შრომის ხასიათსა და სოციოალურ პრაქტიკაში ვლინდება. 95 ამ თვალსაზრისით, შეიძლება ვისაუბროთ საერთოპლანეტარულ ცივილიზაციაზე კაცობრიობის განვითარების ყველა ეტაპზე, როგორც რთულ, მაგრამ მთლიან ზეორგანულ სისტემაზე. მისი ქვესისტემებს წარმოადგენენ დამოუკიდებელი რეგიონული და ტრასრეგიონული ცივილიზაციები, რომლებიც ისტორიული დროის ყოველ მომენტში განვითარების ასინქრონულ ეტაპზე იმყოფებიან. სწორედ ეს ანიჭებს სისტემურ, მაგრამ არაუნიტარულ საერთოპლანეტარულ ცივილიზაციას ფუნქციონირების განუსაზღვრელობას და განვითარების მრავალვარიანტულობას . გარდა ამისა, შეიძლება გამოიყოს სივრცობრივად არასტრუქტურირებული იუდაური ცივილიზაცია და მთის კეროვანი ცივილიზაცია. დედამიწის სხვადასხვა ადგილას მთის ხალხების ცივილიზაციური განვითარების საერთოO ნიშნები კარგად არის ცნობილი ფ. რატცელისა და ანთროპოლოგიური სკოლის ჩამოყალიბების დროიდან. ამაზე ყურადღება გაამახვილა მრავალმა სხვა ავტორმა, მათ შორის, “მთის ფეოდალიზმის “ კონცეფციის მომხრეებმა. განვიხილოთ კავკასია ამ თვალსაზრისით. მეცნიერებაში მიღებულია საუბარი რეგიონის ხალხების პალეოკავკასიურ ერთობაზე, ე.ი. კავკასიური სუბსტრატის არსებობაზე, რომელიც საფუძვლად უდევს კავკასიურ ენობრივ ოჯახს. მართალია, მკვლევართა ნაწილი (გ.ა. კლიმოვი და სხვები) ეჭვქვეშ აყენებს კავკასიის ყველა ენის გენეტიკურ ნათესაობას, ყურადღებას ამახვილებს არა იზოლირებულობაზე, არამედ იბერიულ-კავკასიური ენების ინდოევროპულთან სიახლოვეზე. ამ ვერსიის სასარგებლოდ დამატებით არგუმენტებს იძლევა ადიღეურ-სლავური (მ.ვ. ფეოდოროვა) და ვაინახურ-სლავური (ა.დ. ვაგაპოვი) უძველესი ენობრივი პარალელები, რაც საშუალებას გვაძლევს, დავსვათ საკითხი უფრო ფართო - ევრაზიული - ენობრივი ერთობის შესახებ. კავკასიური ენების ერთიანობის ხარისხის მიუხედავად, უკვე ჩვ.წ. აღ.-მდე III ათასწლეულში, ჯერ კიდევ ცივილიზაციამდელ ეპოქაში, ის დაიშალა და კავკასიის ხალხების შემდგომი განვითარება სხვადასხვა ცივილიზაციების ჩარჩოებში მიმდინარეობდა. ამ პროცესზე გავლენა იქონია იმანაც, რომ ჩრდილოეთ კავკასია და ამიერკავკასია მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ბუნებრივ-ლანდშაფტური პირობებითაც: მათ ყოფს კავკასიონის მთავარი ქედი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიისა და ამიერკავკასიის კლიმატური თავისებურებების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ჩრდილოეთ კავკასიისა და ამიერკავკასიის მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობას, კულტურას, ცხოვრების საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფორმების თავისებურებას და ა.შ. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები მეტ-ნაკლებად ჩართული იყვნენ ჯერ ძველაღმოსავლური და ანტიკური ცივილიზაციის, შემდეგ კი ბიზანტიურ-სლავური და ორვექტორული მუსლიმური (სუნიტური და შიიტური) ცივილიზაციების პერიფერიაში. 96 განხილვის ფარგლებს მიღმა დავტოვოთ მოდური, მაგრამ პარამეცნიერული თეორიები, რომლებიც თითქმის ყველა კავკასიელ ხალხს ძველი აღმოსავლეთისა და ანტიკურობის დიდი ხალხების უშუალო შთამომავლებად აცხადებს და, შესაბამისად, ძველი დროის პრაქტიკულად ყველა ციივილიზაციისა და იმპერიის “ავტორობას” მიაწერს. როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, ავტოქტონური კავკასიური სუბსტრატისა და მიგრაციული ტალღების სინთეზის შედეგად ჩამოყალიბებული კავკასიის ხალხების უმეტესობის ძირები შუა საუკუნეებშია საძიებელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცივილიზაციაზე გადასვლის მომენტიდან კავკასია გამოდის არა საერთოკავკასიური ცივილიზაციის განვითარებიას ასპარეზად, არამედ რამდენიმე რეგიონული ცივილიზაციის საკონტაქტო ზონად (რაც არ გამორიცხავს საერთო კულტურული ფესვებისა და ტიპოლოგიური სიახლოვის არსებობას). აღმოსავლურ-ქრიტიანული (ბიზანტიური) ცივილიზაციის მემკვიდრეებად რჩებიან სომხეთი და საქართველო, მუსლიმური ცივილიზაციის ნაწილად კი - აზერბაიჯანი. კავკასიის მთის ხალხები, განიცდიან რა სხვადასხვა ცივილიზაციის, რელიგიისა და კულტურის ზეგავლენას, XV-XVI საუკუნეებში ქმნიან კავკასიურ მთის ცივილიზაციას, რომელიც ხასიათდება პოლიეთნიკურობით, რელიგიური სინკრეტიზმით (ადგილობრივი წარმართობის, ქრისტიანობისა და ისლამის სხვადასხვა მიმდინარეობის ელემენტთა სინთეზით), მაღალმთიანეთის, მთისწინეთის და ბარის შეთანხმებულობით, რაც განსაზღვრავს ტერასული მიწათმოქმედების, ალპური მესაქონლეობისა და ცხენოსნობის ურთიერთკავშირს; ფსიქოლოგიური ნიშნებით, რომლებიც განმტკიცებულია მთის თავისებური ეთიკური კოდექსებით, თვითორგანიზაციის არასახელმწიფოებრივი (მაგრამ არა სახელმწიფოებრიობამდელი) ფორმების უპირატესობით. ტერმინი ”კავკასიური მთის ცივილიზაცია” უმჯობესად მიგვაჩნია “ჩრილოეთ კავკასიურთან” შედარებით, იმდენად, რამდენადაც ის სივრცობრივად მოიცავს ამიერკავკასიის ზოგიერთ რაიონს, შეესაბამება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის მთის ანკლავებს, მაგრამ განსხვავდება მათგან, პირველ რიგში, თავისი ზნეობრივ-ეთიკური კოდექსებით (ადიღე ხაბზე, აპსუარა, ნამისი და სხვა). გარდა ამისა, ჩრდილოეთ კავკასიის სივრცე (კავკასიის მთისწინეთის ჩათვლით) იყო კავკასიის მთის ცივილიზაციის საკონტაქტო ზონა მომთაბარულ სამყაროსთან, ასევე რუსეთის მართლმადიდებლურ ცივილიზაციასთან. კავკასიის მთის ცივილიზაცია, სისტემაწარმომქმნელი ფაქტორების მიხედვით, ტიპოლოგიურად განსხვავებული იყო რუსულისაგან . ეს უკანასკნელი განისაზღვრებოდა სულიერების მართლმადიდებლური ტიპით და ეგზისტენციალური ფასეულობებით (რაც კომპლიმენტარულს ხდიდა ურთიერთობას სომხეთთან, ქართველებთან და ოსების უმეტესობასთან), ბარის ბუნებრივ-ლანდშაფტური პირობებით, შედარებით მკაცრი კლიმატით (შდრ. სივრცის საკრალიზაციის თავისებურებები მთიელ და რუს ხალხებთან) სამეურნეო საქმიანობის სათემო97 საარტელო ფორმებით განვითარების მობილიზაციური ტიპის პირობებში, სახელმწიფოებრიობით, როგორც ნაციონალური თვითორგანიზაციის დომინანტური ფორმით, ფორმალური კანონის არააბსოლუტიზაციით. XVI-XVII საუკუნეებში დიალოგი გაცნობისა და ტექნოლოგიური ურთიერთგამდიდრების ხასიათს ატარებდა. მასში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა კაზაკობა, რომლის მეშვეობითაც ორივე ცივილიზაცია შეერწყა ურთიერთს. როგორც ხ.სოხროკოვმა აღნიშნა, თუ წყენებს დავივიწყებთÆდა შევეცდებით,Æმიუკერძოებლად ჩავიხედოთ საუკუნეთა სიღრმეში, შევნიშნავთ ჩვენი წინაპრების გააზრებულ და ნებაყოფლობით არჩევანს, რომლებიც მოსკოველ მმართველებში მფარველს ეძებდნენ, ისინი კი იმ დროს წარმოადგენდნენ გეოპოლიტიკურად ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ცივილიზაციას მატერიალური და კულტურული თვალსაზრისით . XVIII საუკუნესა და XIX საუკუნის პირველ ნახევარში რუსული ცივილიზაცია იქცა პოლიეთნიკური, პოლიკონფესიური (მართმადიდებლურ-მუსლიმური, მართმადიდებლობის დომინირებით) ტრანსრეგიონული რუსეთის ცივილიზაციის ბირთვად. სომხეთი, საქართველო და, გარკვეულწილად, აზერბაიჯანიც ორგანულად შეერწყნენ რუსეთის ცივილიზაციურ სისტემას. რუსულ ცივილიზაციაში დასავლეთევროპული ფასეულობებისა და ტექნოლოგიის, მათ შორის, კოლონიალიზმის მეთოდების ტრანსპლანტაციამ, მიიყვანა ის პირდაპირ საომარ კონფლიქტამდე კავკასიის მთის ცივილიზაციასთან - კავკასიურ ომამდე (1818-1864 წწ.). კავკაკასიის მთის ცივილიზაცია XVIII საუკუნეში განიცდიდა კრიზისს, რაც ხალხთა მძლავრ მოძრაობაში გამოიხატა, ამან ზოგიერთი ხალხი სამხედრო არისტოკრატიის განადგურებამდე და ისლამიზაციის პროცესის გაძლიერებამდე მიიყვანა. არსებობდა კავკასიის მთის ცივილიზაციის ტრანსფორმირების სხვადასხვა ალტერნატივა, მაგრამ მთიელი ხალხი, ისტორიული განვითარების პროცესის კვალობაზე, ჩართული აღმოჩნდა ინგლისის ატლანტისტური იმპერიის, კონტინენტური რუსეთის იმპერიის, ასევე საფრანგეთისა და გერმანიის გლობალურ წინააღმდეგობებში, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში რუსეთს ევროპაში Hჰეგემონობას ეცილებოდნენ. ამ მოწინაღმდეგეებს შორის ბუფერის როლის შესრულებას წარუმატებლად ცდილობდა ოსმალეთის იმპერია. გლობალური წინააღმდეგობების ხლართმა წინასწარ განსაზღვრა მოვლენების შემდგომი ტრაგიკული განვითარება. კავკასიურ ომში მარცხი კატასტროფული აღმოჩნდა კავკასიის მთის ცივილიზაციისათვის, მისი ლანდშაფტური ადგილგანვითარებისათვის, ხოლო ტრადიციულმა კულტურამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა (რასაც ასცდნენ საქართველო და სომხეთი)
XX საუკუნის დასაწყისისათვის ჩრდილოეთ კავკასია მნიშვნელოვანწილად ინტეგრირებული იყო რუსეთის იმპერიის სოციოკულტურულ სისტემაში. საბჭოთა პერიოდში შეიძლება ვისაუბროთ ჩრდილოკავკასიურ (სამხრეთ რუსულ) სუბცივილიზაციაზე საბჭოური მოდელის ინდუსტრიული საზოგადოების ჩარჩოებში. (სამწუხაროდ, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების ინტენსიური ეთნოგრაფიული კვლევა საბჭოთა პერიოდში თითქმის არ შეხებია სლავურ მოსახლეობას, რაც ართულებს კულტურულ-ცივილიზაციური ურთიერთშეღწევისა და “საბჭოურობის” თავისებურებების კონკრეტულ შესწავლას ჩრდილოეთ კავკასიაში). საკაცობრიო ცივილიზაციის განვითარების ბუნებრივი მრავალპოლუსიანი ხასიათი ინდუსტრიული სტადიის პირობებში ორპოლუსიან სისტემამდე გამარტივდა. გარეგნულად ეს გამოიყურებოდა როგორც ორი ფორმაციის ან ორი იდეოლოგიური სისტემის - კაპიტალიზმისა და სოციალიზმის დაპირისპირება, რომელიც ფარავდა დროებით წონასწორობას ჩრდილოატლანტიკურ (ნატო) და კონტინენტურ (ვარშავის ხელშეკრულება) გეოპოლიტიკურ კავშირებს შორის. საბჭოთა საზოგადოების სოციალისტური სისტემის დაშლამ, სოციალისტური იდეოლოგიის კრიზისმა პოსტსაბჭოურ სივრცეში, კავკასიის ჩათვლით, თან მოიტანა იდენტობის (მათ შორის, ცივილიზაციურ-კულტურული) საერთო კრიზისი. შედეგად, კავკასია, ისევე როგორც ბალკანეთი, იქცა ცივილიზაციათა შორის კონფლიქტების ზონად: მთიანი ყარაბაღი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, პრიგოროდნის რაიონი, ჩრდილოეთ ოსეთი, ჩეჩნეთი. გლობალიზაციის ტენდენციებთნ ბრძოლა, ერთპოლუსიანი მსოფლიოს ჩამოყალიბება და ხალხების მისწრაფება მრავალპოლუსიანი მსოფლიოს აღდგენისაკენ გავლენას ახდენს რუსეთისა და, კერძოდ, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების მიერ საკუთარი იდენტობის ძიებაზე. ისტორია მორიგ გამოწვევას გვთავაზობს: შევძლებთ კი ჩვენ, აღვადგინოთ ჩვენი რთული, მაგრამ ერთიანი - რუსული კულტურის დომინანტური როლის წყალობით - რუსეთის ცივილიზაციურ-კუტურული სივრცე, შევთავაზოთ ჩვენს ხალხებს ღირსეული ეგზისტენციალური ფასეულობების სისტემა და, მის საფუძველზე, ტრადიციისა და მოდერნიზაციის სინთეზი, შევძლებთ ჩვენი ხალხების მრავალფეროვნების შენარჩუნებას და საერთო გარღვევას მომავლისაკენ? თუ ნებისმიერ ფასად დასრულებული მორიგი ექსპერიმენტი გამოიწვევს რუსული სახელმწიფოებრიობის დაცემას და ევრაზიის გადაქცევას ცივილიზაციათა ყბადაღებული ომის ასპარეზად?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. აარონ ძალიან საინტერესო თემა აგირჩევია........
კავკასია როგორც ასეთი. სულიერი ევოლუციის საშოდ მოიაზრება ღრმად სულიერ სამყაროში.
კავკასიურ ხალხთა შორის გამორჩეულ ადგილს იკავებს ქართველი ერი რადგან მათი ადგილ მდებარეობა განაპირობებს ყურადღების ცენტრში დგომას .... "ქართველი ერი კავკასიის გულში დგას". ამასთან ერთად ქართველ ერს ოქროს საწმისის დროს მართავდა ვერძის ზოდიაქალური ენერგია ხოლო წარღუნის შემდეგ მას მართავს ლომის ზოდიაქო... ეს ერთი შეხედვით არც არაფერს გვაძლევს და გვეუბნება თუმცა თუ დავაკვირდებით მივხვდებით რომ ერთსაც და მეორესაც გონებრივი განვითარებისა , გულღიობისა, სტუმართმოყვარეობისა, პრინციპულობისა და სულიერი თვმდაბლობის უმაღლესი გამოვლინების უნარი გააჩნიათ..........
პატივისცემით "დიადი ბლაგვი" აარონ ძალიან საინტერესო თემა აგირჩევია........
კავკასია როგორც ასეთი. სულიერი ევოლუციის საშოდ მოიაზრება ღრმად სულიერ სამყაროში.
კავკასიურ ხალხთა შორის გამორჩეულ ადგილს იკავებს ქართველი ერი რადგან მათი ადგილ მდებარეობა განაპირობებს ყურადღების ცენტრში დგომას .... "ქართველი ერი კავკასიის გულში დგას". ამასთან ერთად ქართველ ერს ოქროს საწმისის დროს მართავდა ვერძის ზოდიაქალური ენერგია ხოლო წარღუნის შემდეგ მას მართავს ლომის ზოდიაქო... ეს ერთი შეხედვით არც არაფერს გვაძლევს და გვეუბნება თუმცა თუ დავაკვირდებით მივხვდებით რომ ერთსაც და მეორესაც გონებრივი განვითარებისა , გულღიობისა, სტუმართმოყვარეობისა, პრინციპულობისა და სულიერი თვმდაბლობის უმაღლესი გამოვლინების უნარი გააჩნიათ..........
პატივისცემით "დიადი ბლაგვი"
5. მთიანი ყარაბაღი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, პრიგოროდნის რაიონი, ჩრდილოეთ ოსეთი, ჩეჩნეთი - მოცემული კონფლიქტების ერთ სიბრტყეზე განხილვა არ შეიძლება, ვთვლი რომ ჩეჩნები სრულიად საფუძვლიანად ითხოვენ დამოუკიდებლობას, განსხვავებით აფხაზებისა და ოსებისგან, ყარაბაღში სულ სხვა ვითარებაა მთიანი ყარაბაღი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, პრიგოროდნის რაიონი, ჩრდილოეთ ოსეთი, ჩეჩნეთი - მოცემული კონფლიქტების ერთ სიბრტყეზე განხილვა არ შეიძლება, ვთვლი რომ ჩეჩნები სრულიად საფუძვლიანად ითხოვენ დამოუკიდებლობას, განსხვავებით აფხაზებისა და ოსებისგან, ყარაბაღში სულ სხვა ვითარებაა
4. მოკლედ დისკუსია მიმდინარეობს ამ სტატიიდან გამომდინარე, ნუ მოკლედ თუ რამე შენიშვნა გექნებათ დააკომენტარეთ. შემდეგ შევკრებ ყველას ერთად და როგორც ერთიან აზრს ისე გავცნობ სტუდენტებს. გმადლობთ :) მოკლედ დისკუსია მიმდინარეობს ამ სტატიიდან გამომდინარე, ნუ მოკლედ თუ რამე შენიშვნა გექნებათ დააკომენტარეთ. შემდეგ შევკრებ ყველას ერთად და როგორც ერთიან აზრს ისე გავცნობ სტუდენტებს. გმადლობთ :)
3. საინტერესოა არა? არსად დედამიწაზე არსებობს კავკასიის ანალოგი: ასეთ მცირე მონაკვეთზე მოსახლე ამდენი ერი....ეს საოცრებაა! საინტერესოა არა? არსად დედამიწაზე არსებობს კავკასიის ანალოგი: ასეთ მცირე მონაკვეთზე მოსახლე ამდენი ერი....ეს საოცრებაა!
2. დავამატებდი რომ იბერიულ-კავკასიურ ოჯახში არ შედიან, სომხები, აზერბაიჯანელები და ალან-ოსები. :) დავამატებდი რომ იბერიულ-კავკასიურ ოჯახში არ შედიან, სომხები, აზერბაიჯანელები და ალან-ოსები. :)
1. თუ არ დაიზერებთ. წაიკითხეთ და თქვენი აზრი კომენტარებში დააფიქსირეთ. ვფიქრობ დისკუსიის მონაწილეთათვის, რომელთა უმრავლესობა გერმანელი, ფრანგი და ებრალეი სტუდენტები არიან, ქართველების აზრი საინტერესოიქნება. გმადლობთ წინასწარ. პატივისცემით აარონ კირშნერი თუ არ დაიზერებთ. წაიკითხეთ და თქვენი აზრი კომენტარებში დააფიქსირეთ. ვფიქრობ დისკუსიის მონაწილეთათვის, რომელთა უმრავლესობა გერმანელი, ფრანგი და ებრალეი სტუდენტები არიან, ქართველების აზრი საინტერესოიქნება. გმადლობთ წინასწარ. პატივისცემით აარონ კირშნერი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|