 | ავტორი: GAGA ჟანრი: პოეზია 29 აგვისტო, 2009 |
"გათეთრებული ფოთლების არე, ცაზე ვარსკვლავნი ფეთქდნენ მდუმარედ შორენა იმ შენს თავთუხის თმებში, გადმოღვრილიყო სევდა მწუხარედ,
შენს ლურჯ თვალებში ის ზღვა ღელავდა, "ლაზიტან" ერქვა ადრე ლაზურად, შენ გმორჩილებდნენ მინდვრის მგოსანნი, დათვნი თავს ხრიდნენ შენს წინ კრძალულად,
შენი ხელები და შენი სახე არ ედრებოდნენ ეკბატანის ვარდს, თავს რომ იკლავდი სიყვარულისთვის........ ცრემლი გცვიოდა როგორც წვიმის ვარდს,
იმ უნაბისფერ ფერმკრთალ ბაგეზე ცრემლი გცვიოდა,როგორც მაყვლოვანს,
ძლიერ მიყვარდა ყინწვისის არე, გაფრენილ ფრესკად რომ გამოგსახეს, მხატვრებმა ცრემლით შენს ქერა თმაში, მზის სხივი თეთრად რომ გამოსახეს,
შენ სიყვარულის კარი დახურე, მეფე დატოვე მარტო მშფოთვარე... შენი სიკვდილით გზა დაუმოკლე, სევდა მიეცი მის გულს მწუხარეს!
შენ! ქარაფიდან რომ გადმოეშვი ცაში გაფრინდა შენი მანდილი, გაფრინდა როგორც მინდვრის ქედანი, გაშალა ცაში ფრთები ველურად,
მთვარის ჩასვლისას რაში ბორგავდა, დარდობდა ალბათ შენზე მწუხარედ.. და შენ არ მოკვდი კვალავ ცოცხალი ხარ, ცაში გაფრინდი მხოლოდ მშფოთვარედ!
არაგვის ჭალებს ალმური ასდის შენს ავაზის ტანს რა შეედრება, ვეღარ გაიგებს ზეცა უმზეო, ცის ეჟვნებივით წმინდა მნუსხავ ხმას.....
რომ შემოდგომის სიო დაბერავს ხეებს ხელს მოჰხვევს ქარი მალულად, შენს ციფერ მანდილს ააფრიალებს , და კვლავ ყინწვისთან ფარვით აიტანს!
გათეთრებული ვარდების მხარე... ცაზე ვარსკვლავნი ფეთქდნენ მდუმარედ! შორენა იმ შენს ფერგამკრთალ სახეს, თავს ევლებოდნენ სხივნი მწუხარედ"............. გაგა გოგოლაძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ეს რომელი შორენაა ? :D +5 ეს რომელი შორენაა ? :D +5
11. ეს რომელი შორენაა ? :D +5 ეს რომელი შორენაა ? :D +5
10. ეს რომელი შორენაა ? :D +5 ეს რომელი შორენაა ? :D +5
7. დიდი მადლობა გიგო დიდი მადლობა გიგო
6. კარგი ჩემგან!!! მოგიკითხე!!! კარგი ჩემგან!!! მოგიკითხე!!!
5. არ მომწონს შორენას ან ძალიან მაგარი უნდა დაუწერო ანდაც არ უნდა დაუწერო საერთოდ! :)) არ მომწონს შორენას ან ძალიან მაგარი უნდა დაუწერო ანდაც არ უნდა დაუწერო საერთოდ! :))
4.
რა ლამაზ ლექსებს უწერენ ცისფერთვალება ქალებს :)
რა ლამაზ ლექსებს უწერენ ცისფერთვალება ქალებს :)
3. ეს ისე ლამაზად დაწერა ბ-ნმა კონსტანტინემ, რომ... მის წინ ყველაფერი ხუნდება! :) ეს ისე ლამაზად დაწერა ბ-ნმა კონსტანტინემ, რომ... მის წინ ყველაფერი ხუნდება! :)
2. კი და თან ლამაზი:) კი და თან ლამაზი:)
1. ნორმალურია........... ნორმალურია...........
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|