ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯოვანინი
ჟანრი: პოეზია
30 აგვისტო, 2009


დაჰკარით ამ გულს!

დაჰკარით ამ გულს!
ვით ველურ ტამ-ტამს,
ჩამოუარეთ უძიროებით;
დაჰკარით ამ გულს
და ოდის კედლებს,
შემოუარეთ თხილის რტოებით...
დაჰკარით ამ გულს!
ვით ძველ დაირას,
ქართული სული შთაბერეთ სიოს;
ისე დაჰკარით ამ ოხერ სხეულს,
რომ აუბრწყინდეს თმები ბაირაღს...
დაჰკარით ამ გულს!
დეზი წაჰკარით,
აუწყვეთ ფეხი ფარულ გულისთქმას,
დაჰკარით კიდევ და თქვით ისეთი,
თუ არვის უთქვამს--
ისე ნურვინ თქვას.
დაჰკარით ჩემს გულს,
თქვენ ჩემო ხალხო,
გადაუარეთ ვით დავითისას,
თუ მისი გული ამის ღირსია
იქნებ არც ვღირდე ფასად ამისად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები