ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინია ინია
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2009


ასტიგმატიზმი

ჩვენ მარტო ვართ,
შენ და ჩემი მე...
კიდევ კედელი მასზე
მჯდომი ორი ობობით...
რომელთა სიკვდილს ხელებით ვჭმუჭნი...
და ხელისგულში გაჩენილ წებოვან
ზიზღს ჩუმად ვყლაპავ...
მე გწერ წერილებს...
იმ ციფრების უთავბოლობაში გავიხლართე,
და ვერ გიხენებ სად დამრჩი...
შენ მეუბნები რას მომწერდნენ სხვები,
ახალ გახელებს ვერ იყვარებს
თვალები ასე იოლად,
არც ყრუ მაცვლები ჰკიდიათ ფიქრებს ყელზე....
დაიმახსოვრე.
ჩემს თვალებს რომელთაც
გუგებში ხისფერი სოკოები ამოუვიდათ,
უნდათ ჩათვლემა...
რადგან სხივების გარდატეხის სისწორე,
ობს იკიდებს ფსკერდაფსკერ.
ყოველი ნერვის ბოლო, ისევ იმ წრეს უერთდება,
ჩემი გაშუალედებული კანი ამდენ ჰაერს ვეღარ იტანს და....
ხომ შეიძლება ერთხელ ჩემს მაგივრად ჩაისუნთქო...
მე გიჟი ვარ...
ჩემი თვალებიდან ჩამოგორებულ ქვებს ტბაში ვისვრი;
სადაც თევზები აშენებენ სახლს ჩემთვის
სადაც ფანჯრები ბერვად უფრო გამჭვირვალეა
ვიდრე
შენი თვალები...
სადაც მე არ ვგევარ ჩემს სხეულს,
სადაც ჩემს თვალებში,
ხისფერი სოკოების ნაცვლად,
მწვანე წყლები გუბდება
და ...
დაკარგულ წვეთებს თოლიები აგროვებენ
დაბრუნებისთვის....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები