ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არიზა
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2009


ნუ ტირი, ქალო

                                                                            ქალო ქმარი არ დაიტირო-
                                                                            სირცხვილია.

                                                                                            გიო არაბული


ნუ ტირი ქალო...
ცრემლი ნუ გდის,
სხვას არ ანახო...
მერე რა მოხდა, წუთისოფელს დაემშვიდობა
ეგ შენი ქმარი,
და გიწევს ახლა მუხლდაჩოქილს
როგორად ახლო...
ნუ ტირი ქალო...
მას მხოლოდ სძინავს, დაიჯერე შენთვის
და ახლა მარტომ
მიხედე საქმეს...
უკვე მეტი დაგაწვა ჯაფა,
ნუ ტირი ქალო....
ისე იცხოვრა, არ შერცხვა და
მაგ შენი ცრემლით,
ნუკი შეარცხვენ,
ნუ იტირებ, გაჩერდი ქალო,
გახედე,  კალო -
რაც დატოვა  ამ შავბნელ დილით
ახლა შენ გიცდის...
ნუ ტირი, ქალო...


ლიკა ოხანაშვილი ვარ, დღეს მესამე ლექსია რაც დავწერე და ამიტომ ვდებ სხვა სახელით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები