კვლავ კუთვნილი დიპლომის მიღებას ვცდილობა და არ მაღირსეს... სამაგიეროდ მათ ეღირსათ 1 წლის შემდეგ ჩემი კვლავ დეკნატის წინ ხილვა, ცოტა განსხვავებული სხეულის ფორმებით. 1 საათი სარკესთან ტრიალის შემდეგ, როგორც იქნა გავეტიე სახლიდან... კიდევ კარგი მარტო არ მივდივარ, ვერ ვიტან ამ ქუჩას... 5 წლის წინ პირველად მოვხვდი აქ და ვიფიქრე ვაიმე რაღა მეშველება აქ ყოველ დღე როგორ უნდა ვიარო მეთქი მაგრამ ჭირმა მიჩვევა იცისო და მეც მივეჩვიე, მერე დავამთავრე უნივერსიტეტი და საძულველი ქუჩა მენატრებოდა კიდეც. ალბათ ბედის ირონიაა ისიც, რომ ამ ქუჩიდან სწორედ ამ ქუჩიდან წამოვიყვანე სხეულით ჩემი მოპოეტო გენების მქონე პატარუნა... ხომ ვიცი, რომ ახლა ისე ვზოზინებ ვინმე სხვა რომ მელოდებოდეს დიდი ხნის წასული იქნება მაგრამ ამათ, ამათ მაგის უფლება ვინ მისცათ... და ამითი ბოროტად ვსარგებლობ. ჯეოსელის ოფისთან გული გამიხდა ცუდად, აჩქარებით მიცემდა... -გამიჩერეთ, უნდა გადავიდე! -ცუდად ხარ?.. -არც ისე, ფეხით მინდა აქ ასვლა... -გამოგყვები. -არა, მარტო ავალ. აქ დამელოდეთ, დაგირეკავთ, ამოდით და წამომიყვანეთ. -მასე არ გამოვა მაშინ შენ ფეხით ადი ჩვენც ახლოს ვივლით ნელნელა... "ნაბიჭვრებო თქვენს გარეშე ჰაერი აღარ ჩამაყლაპოთ" გავიფიქრე ზიზღნარევი თვალებით გადავხედე და -რას დგახარ და მიყურებ ჩანთა მომაწოდე და ტელეფონი!
ავიდე? სად უნდა ავიდე სახლში რომ არ იყოს?... ან ვინმე სხვაც რომ იყოს სახლში? მისი და მაინც სახლში იქნება, სხვა თუ არავინ. რომ გაბრაზდეს? რომ კი არა გაბრაზდება ზუსტად ვიცი... თან ამათაც რა ვუთხრა სად მივდივარ მეთქი? ამ კორპუსში ვინმე ნაცნობი მაინც მყავდეს იმასთან მისვლას მოვიმიზეზებდი... ნომერეი მაინც მახსოვდეს... ნეტა რა ნომერია... არა ეს მობილურის არ ქონა რა მეტიჩრობაა ყველასაგან განსხვავებულობის სურვილი? ისე არც ჭირდება რომც ქონოდა აქამდე ათასჯერ იქნებოდა სასმელში გადაცვლილი... იქნებ გარეთ იყოს? იქნებ სადმე მიდის და შემთხვევით მაინც დავინახოთ ერთმანეთი?... არა სულაც არ მინდა მისი ნახვა, აზრს ვერ ვხედავ შეხვედრისას თორე ამათ გამოვეპარებოდი როგორმე. აბა რატომ ავდივარ ფეხით? სადღაც აქ მან აიარა მთვრალის არეული ნაბიჯებით ვინ იცის რომელ ქვას წამოედო და წაიფორხილა, ან რომელ ბუჩქთან შეჩერდა სახლამდე რა მოათმენინებდა... და მე ეს ქუჩა მეზიზღება, მეზიზღება ყველა ქვა, ლამპიონის ბოძი, ბუჩქი, დანგრეული ასფალტი, და უფრო დანგრეული შენობები ირგვლივ იმაზე უფრო მეტად ვიდრე მაშინ მეზიზღებოდა როცა აქ ვსწავლობდი.
-გაჩერდით. გადავიფიქრე დიპლომი აღარ მინდა, აღარ ავიდეთ ამ ქუჩიდან წამიყვანეთ მალე... -სად მივდივართ? "ფიორინოში" პიცა მინდა, მაგრამ მე მივდივარ მხოლოდ თქვენ დამტოვეთ და მიხედეთ თქვენს საქმეს მერე სოფი გამომივლის და ერთად წამოვალთ სახლში. არა სასაცილო ვთქვი რამე?... -საქმეს მივხედო?... ჩემი საქმე თქვენ ხართ ორივე და მივხედავ აბა რა... -... ... ... ... ... -რა?... -არაფერი მაპატიე უხეშად გამომივიდა პიცა ხომ გინდა? წამო ვჭამოთ, იცი რა კარგი პიცა აქვთ? ტატოსაც მანდ შევხვდი პირველად. -ვიცი... -ყველაფერი იცი?... -არა -ხოდა წამოდი და მოგიყვები როგორ გავიცანი როგორ, მომხიბლა, როგორ მოიპოვა ჩემი ნდობა, როგორ მოვუყევი მთელი ჩემი ცხოვრება, როგორ ჩამიკრა გულში აბუზული ჩიტის ბარტყივით და დამავიწყა ქვეყნად მოპოეტო გენების არსებობა, მერე როგორ მომწყვიტა რეალობას და ცაში ამაფრინა, ბოლოს კი ბედის ანაბარად მიმატოვა. -ჩვენს იმედზე დაგტოვა თუმცა შემთხვევით და არა ძალით. დარწმუნებული ხარ რომ ყველაფრის მოყოლა გინდა?... -მინდა. -კარგი წამოვალ...
to be continued...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ამას ამოვბეჭდავ და ისე წავიკითხავ უბრალოდ ჯიქიაზე რა გამახსენდა ხო მიხვდები :D არც მინდა გავიხსენო :)
+ 5 ამას ამოვბეჭდავ და ისე წავიკითხავ უბრალოდ ჯიქიაზე რა გამახსენდა ხო მიხვდები :D არც მინდა გავიხსენო :)
+ 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|