ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბიოს
ჟანრი: პოეზია
24 სექტემბერი, 2009


ჩემი გაღიმება გმართებს

ღამე გაფენილი შარას
დილას აყოლილი ხმები
ისე მოღალატევ ფარად
მე აღარ გამო-ვდგები.
ფეხის წვერებზე ხარ ისევ
ბალეტის სხეულში გძინავს
ჩემთვის აფრიალებ სიტყვებს
მზე კი არემარეს კირწყლავს.
დამდნარი თოვლივით იხევ
თეთრ სარჩულიან ბაბთას
სითბოთი დასვრილ თითებს
ცოტა მღელვარებაც დაკრავს.
თითქოს პატიებას ითხოვ...
თითქოს არც კი გინდა მითხრა
როგორც ტალახიან  ტილოს,
ფეხი შემაწმინდო გინდა.
თუმცა ჩანაფიქრი მივხვდი
მაინც მეპარება ეჭვი...
ხოდა ამ უბრალო სიტყვით,
მდუმარე ჟესტებს შევცვლი.
ქარი ვერ აგიწყობს ნაბიჯს
შენ უნდა მისდიო კუდში,
ღრუბელი შეგივსებს სასმისს
ეს ხომ მთელ ცხოვრებას უდრის.
წუხილი ჩააკვდა ხელში
კრძალვამიკერებულ თვალებს,
ჯერაც ვერნაშობი სევდით
ჩემი გაღიმება გმართებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს