ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: wet sparrow
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2009


შენ, ასე შემდეგ...

შენ მიდიხარ და იქ დგები სადაც
იცი, რომ არ დგას არცერთი სახლი
შენ მიდხარ და უყვავილობას
არ იმჩნევ, შენ ხომ, არ ებრძვი გამჩენს.
შენ მიდიხარ და... ასე შემდეგ
მოდიან უკან, გისწრებენ - უფრო.

მე ვვარაუდობ, მიდიხარ ოღონდ
თან არასოდეს  არ იძვრი მაინც.

არც ერთი ქუჩა თავის მათხოვრით
დილით არ გხვდება, არც ნაცნობები
მარცხნივ არ არის ეკლესია და-
შენ მიდიხარ,  არ ყოფნის ბოლოს
მე ვვარაუდობ, რომ ასე შემდეგ...
არც ერთი კარი, ერც ერთი ეზო
არც  შეშინება, ქუჩაში ძაღლით...

შენ რომ მიდიხარ არავინ იცის
რადგან ვერავის ვერ ატკენ წასვლით.
შენ მიდიხარ და მორცხვივით დგები
იქ სადაც ადგლის დათმობდა ბევრი
და შენი ყოფნით არავის ტანჯავ
და შენს ტკივილებს არ გრძნობენ სხვები.

და ზუსტად იცი, რომ სულ ერთია
სივრცე, რომელშიც  ყველა ეტევა
მკერდზე მოგიჭერს, თუ სულს გიხუთავს,
შენ ზუსტად იცი, რომ  ხალხი მაინც
იქ, მოდის ახლა სადაც შენ ფეთქავ
და რა ხანია თავის  გზას ირჩევს.
შენ კი უძრავად თავიდანვე, ელოდი ამათ
მე ვვარაუდობ, რომ ასე შემდეგ....
რომ ჯანდაბა!...ასე ძალიან და ასე შემდეგ-
შენ უკვე არ ხარ.
დააგვიანეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს