-ჩაი გინდა? -არა ყავა მინდა და სიგარეტი... ძალიან მინდა და უნდა მოვწიო, ყავასაც დავლევ... -თითს ვერ დაადებ! -აბა ვნახოთ შენ რა უფლება გაქვს რომ რამეს მიკრძალავ?... -მაქვს! სანამ მუცლით ტატოს შვილს ატარებ ისე მოიქცევი როგორც მას სჭირდება...
"ტატოს შვილი" ამეკვიატა და მთელი დღე მოსვენება არ მომცა, ტატო ღირსეული ადამიანი იყო. კაცი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და მისი შვილიც აუცილებლად დაემსგავსებოდა მაგრამ...
-მოდი მოგიყვე ჩვენზე არ გინდა?... -მინდა... -მომაწევინე გთხოვ... -კარგი... კარადა გამოაღო და ჩემთვის ჩამორთმეული სიგარეტის ნახევრად დაცლილი კოლოფი მომაწოდა... -მანდ ინახავდი? ჩემს თვალწინ? აზრად არ მომსვლია... -შენ კიდევ არ იცი შენს სახლში სად რა დევს... -მაინც რას ინახავთ აქ და რა ბომბზე მძინავს ყოველ ღამე?... -მარი მორჩი, ისტერიკული ქალივით ნუ იქცევი ეხლა რომ გხედავდეს?.. -... ეხლა?... ეხლა რომ მხედავდეს მეტყოდა "ჩემი ბუზღუნიკო ხარ რა... გრცხვენოდეს მაინც გაიხსენე ვისი ცოლი ხარ და ისე მოიქეცი, როგორც შეგეფერებაო..." -ხოდა მერე?... -რაღა მერე ხალხო "არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო" ვაააა... არ ვარ მე მოწოდებით თქვენი სამყაროს მოტრფიალე ტუტუცი გოგო და რა ვქნა?..." -აბა რატომ მოგხიბლა ამ ყველაფერმა? -მე მომხიბლა მისმა კაცურმა კაცობამ, მისმა თვალებმა, მისმა საუბარმა, მისმა ყურადღებამ, მისმა სითბომ, მისმა შესაძლებლობებმა და ჩემში თავისი სიცოცხლის აზრის დანახვამ... არა ამ საშინელებამ... -სწორად აღნიშნე "შესაძლებლობებმაო"... -ანუ რა გინდა მითხრა?... -მარი მისმინე ეხლა ყურადღებით: მოეშვი ისტერიკებს ბავშვისათვის საზიანოა და საკუთარი თავით აგებ პასუხს, ეგ ბავშვი რომ რაიმე ნაკლით დაბადოს, ხო და კიდევ შენ მისი ცოლი ხარ! არა აქვს მნიშვნელობა ცოცხალია თუ აღარ უკან დასახევი გზა არ გაქვს, შენ ქმარი გყავს და იცოდი ის ვინც იყო სანამ გაყვებოდი. ასე რომ კარგად დაფიქრდი არაფერი მიქარო იცოდე... -მემუქრები? -არა გაფრთხილებ... და შენ იცი ეს რასაც ნიშნავს!..
ყავის მოსატნად გავიდა სამზარეულოში, მე სიგარეტს მოვუკიდე და მწყურვალისა და წყაროს ამბავი გამახსენდა, ისე ხარბად დავეწაფე... ბოლმა ფილტვებში ჩაყვინთა, სისხლს შეერია და წამის მეათასედში მათელი სხეული დაიარა... თავბრუ დამეხვა ყველაფერი დატრიალდა, მეორეჯერ მოვქაჩე და მთლიანად მის ბოლში გავეხვიე... ხველება ამიტყდა... უცნაური გემო ქონდა... ნეტავი გახსნილი სიგარეტი თუ ძველდება?... რა დაემართა ამას?... ნუთუ ორსულობის ბრალია? ალბათ არა... კიდევ გამოვქაჩე ერთხელ, ლამის დავიხრჩე... "არა, ბოლომდე უნდა მოვწიო"- გავიფიქრე და კიდევ მოვქაჩე... არა ამას სუნიც სხვანაირი აქვს რა სჭირს ნეტა?.. თავბრუს ხვევაც იმატებს რა მემართება?... -სად წახვედი? ცუდად ვარ... შემოვიდა ჰაერი ხარბად შეიყნოსა და... -რა მოწიე?!. -ის სიგარეტი შენ რომ კარადიდან გამომიღე და ცუდად ვარ თავბრუ მეხვევა.. სიგარეტის კოლოფს მივარდა გადმოყარა ღერები, გადატეხა ერთი და -სოსო შენს დედას შ....ი, რა ქენი შე ყ..ო!!! -რა ხდება?... -წამოწექი, დამშვიდდი და 5 წუთი დამაცადე...
ტელეფონს მივარდა სადღაც დარეკა. თვალები დავხუჭე, იმედი მქონდა, რომ თავბრუსხვევა გამივლიდა... თვალი გავახილე და თავდაყირა დადიოდა, ტელეფონიც ყირაზე მდგარს ეჭირა, ჩემი ავეჯიც უცბად ჭერზე შემხტარიყო, არადა ჩემი ჩინური ლარნაკი არაფრით არ ვარდებოდა ძირს, წესით აქამდე ნამცეცებად უნდა დაშლილიყო და უცბათ გამეცინა, სასაცილო იყო, ის რასაც ვხედავდი და გამეცინა... -აუ, ეს უკვე კაიფშია ჩემი... ბოლო ფრაზა იყო რაც გავიგე, მერე? მერე სადღაც წამიყვანა, გვიან მივხვდი, საავადმყოფოში. მთელი გზა იგინებოდა, მე კი მეტირებოდა... არ ვიცი ვიზე, ან რაზე. ალბათ ჩემს ბედზე, საშინელ მარტოობაზე და იმ ერთადერთი ადამიანის დაკარგვაზე, რომლისთვისაც დედამიწა ჩემს გარშემო ბრუნავდა...
მერე სისხლის გამოსვლა ვიგრძენი სხეულიდან და სასწაულად მესიამოვნა ეს შეგრძნება. ცოტა ხანში პირიქით, რაღაც გრილი და სასიამოვნო სითხე შევიდა ვენაში, ნელა გადანაწილდა ერთი ვენიდან მეორეში, მესამეში და ასე შემდეგ. ბოლოს ყველა პატარა კაპილარშიც მას ვგრძნობდი... "ნეტა სიკვდილის სიცივეც ასე ნელნელა იპყრობს ჩვენს სხეულებს?..." ბოლო ფრაზა იყო რომელმაც გამიელვა...
to be continued...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|