ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისევ ის ვარ
ჟანრი: პროზა
3 ოქტომბერი, 2009


ჩემი ანდრეა (თავი VII - ანემონეს სუპი)

-ხოდა იმას გიყვებოდი, რომ ირმასთან უნდა ავსულიყავი ერთ მის ბავშვობის მეგობარზე რაღაც უნდა მომეყოლა. აი იცი ვიზე?... დათო ერქვა, იურისტი იყო, იოსებიძეზე რომ ცხოვრობდა, მგონი საკრებულოში მუშაობდა...
-კავთიაშვილი?...
-ხო მაგაზე, ირმას ბავშვობის მეგობარი იყო თურმე, შემთხვევით აღმოვაჩინეთ ტელეფონით ჭორაობისას. ეს იცი რომელი დღე იყო? შენ რომ უნდა შეგხვედროდი "ფიორინოში" და საათნახევარში მოვალო. აი იმ დღეს ზუსტად ტატო რომ გავიცანი... იქ მარტო რა მეკეთებინა შენს ლოდინში, ხოდა იქვე ირმასთან ავედი დათოზეც ვეტყვი და ორსულობაზეც მკეთქი ვიფიქრე. მაინტერესებდა რას მირჩევდა, ჩემზე დიდიცაა და გამოცდილოც. ბოლოსდაბოლოს იმერელ-მეგრელ-ქართლელია და არ შეეშლება ეხლა მაგას რჩევები...

მოკლედ ავედი ჯერ მისი ბარტყუნიები ჩევკოცნე და მერე სამზარეულოში გდავსხედით საჭორაოდ. იცოდა ჩემი "მასთან" რომანის შესახებ და მკითხა რა ხდებოდა. მოვუყევი ორსულობის შესახებ... ვუთხარი, რომ ეს უბრალოდ ჩემი ეჭვი კი არა კახა ტატიშვილის ექოსკოპიის პასუხი იყო. გაუკვირდა, ჩემი აჟიტირება მასაც გადაედო... წარმოიდგინა ჩემი და "მისი" შვილი და მოეწონა, საყვარელი იქნება ძალიანო... მერე გაუკვირდა სიგარეტი არ შემძულებია მეთქი რომ ვუთხარი და გაუხარდა როდესაც აღმოვაჩინე, რომ 1 ღერის გარდა მეტი აღარ მქონდა. ვერ მოწევ და ძალიანაც კარგიო მითხრა... ყავა არ დამალევინა, შენთვის არ შეიძლებაო. იცი რა საყვარელი ადამიანია? აღარ იცოდა რა შემოეთავაზებინა, ათასნაირი რძის ნაწარმი გამოალაგა მაცივრიდან, სამწუხაროდ ვერაფრით მოხიბლა ანდრეას გემოვნება. კი მომერიდა, რომ არაფერი ვჭამე, მაგრამ ხომ გახსოვს თავიდან არაფერს ვჭამდი.
ანემ ვერაფერი მომაწონა, სამაგიეროდ მე და მისი პატარა კაცუნა ვეჯიბრებოდით ერთმანეთს შოკოლადის ჭამაში.

  ცუდად ვოყავი თურმე და შენ წარმოიდგინე ვერ ვხვდებოდი... ყველაფერი მოვუყევი... რა მოხდებოდა ეს ამბავი რომ გაეგო ჩემს ოჯახს, არდა წამოზრდილ მუცელს და გულნაქცევად ყოფნას როგორ დავმალავდი ან როდემდე, მერე რა უნდა მექნა...  ვუთხარი, რომ მამას ანდერას დაბადება არ უნდოდა. ბევრჯერ ამეტირა მაგრამ მალევე შევიმშრალე ცრემლები, ბოლოს ვეგარ მოვითმინე კალთაში თავი ჩავუდე და ვიტირე, ყველაფერზე ერთად ვტიროდი ჩემს ბედზე, წარსულსა და გაურკვეველ მომავალზე... ჩუმად იყო არაფერს მეუბნებოდა, მხოლოდ თმაზე მეფერებოდა. მისი დუმილი კიდევ უფრო მატირებდა(იმ პერიოდში გახსოვს როგორი მტირალა ვიყავი?), მინდოდა რამე ეთქვა რამე ერჩია მაგრამ ისიც დაიბნა როგორც ჩანს... მოთმინებით ელოდა როდის დავმშვიდდებოდი, მხოლოდ მეფერებოდა მზრუნველი დედასავით და ხმას არ იღებდა.... ფიქრობდა რა გამოსავალი არსებობდა ამ სიტუაციიდან და ეს გამოსავალი როგორ ეთქვა ჩემთვის.

  შენ აგვიანებდი მოსვლას... ანემ სადილის გაცხელება დაიწყო პატარუნებისათვის. შემომთავაზა:
-ბევრი არაფერია ბოსტნეულის სუპია და თუ გინდა არ მოგერიდოს ბავშვებთან ერთად ჩვენც ვჭამოთო.
გამეცინა, გამახსენდა ბავშვობა და ბებო რომელიც თეფშითა და კოვზით დამდევდა უკან ოღონდაც ერთი კოვზი წვნიანი შემეჭამა, (ვერ ვიტან წვნიანებს და რა ვქნა?). რა თქმა უნდა უარი ვუთხარი მაგრამ როცა დავინახე ბარბი როგორ გემრიელად მიირთმევდა პურჩაფშვნილ სუპს კინაღამ ნერწყვმა დამახრჩო
-ანე ეხლა თუ არ დამისხავ მაგ წვნიანს, იცოდე ჩემი შვილის სიელმის ოპერაციის ფულს შენ გადაგახდევინებ.
-უი შენ რა გითხარი მოიცა ეხლავე, წეგან ვერ თქვი თუ გინდოდა ხომ გთხოვე არ მოგერიდოს მეთქი? სიცილით მისხავდა წვნიანს და გაოცებული სახით მიყურებდა როგორი სიამოვნებით ვჭამდი "დაწუნებულ" სუპს... ისე ვჭამდი როგორც ბარბი- პურჩაფშვნილს და გულში მეცინებოდა ბებოს დავანახე თავზე მომამხობდა იმ ჯამს...

  ანესგან წამოვედი და მთელი გზა მეცინებოდა. რამ მაჭამა სუპი არ ვიცი, თან დიდი ჯამით და მითუმეტეს პურჩაფშვნილი ბავშვივით... მერე თვითონაც იცინა ბევრი ისეთი საყვარელი იყავი ვერ წარმოიდგენ ასე ძალიან ჩემი გაკეთებული სადილი არავის მოწონებია მითუმეტეს სუპიო... ამ დღეებში უნდა შევეხმიანო, და მერე თუ მოვახერხეთ გავუაროთ კიდეც, ნეტა სუპს არ გამიკეთებს რამე რომ იყოს?..
-ჩვენ ვერ გავაკეთებთ სუპს, ის ქალი რომ არ შეაწუხო?
-ვიცი მე შენი გაკეთებული სადილი როგორიცაა, მე უნდა ვჭამო ძაღლს კი არ უნდა ვაჭამო...
-შენ ხომ ვერაფერს მოგაწონებს კაცი რა, არაფერი არ მოგწონს ჩემი გაკეთებული.
-როგორ არა მომწონს ბევრი რამე. მაგალითად, ყავას მიკეთებ არაჩვეულებრივს. კიდევ კვერცხს შენსავით ვერავინ მიწვავს და კიდავ შენსავით არავინ მეფერება...
-ჩემი სულელი ქალი ხარ, იმიტომ გეფერები, რომ მიყვარხარ შტერო...
-ვიცი, მეც მიყვარხარ
-როგორ?
-სამწუხაროდ ისე არა როგორც შენ, მაგრამ მეც მიყვარხარ, ჩემებურად...
-შენ ყველაფერი შენებურად იცი და მე მაგ შენებური სიყვარულითაც კმაყოფილი ვარ.
-მოდო ჩაგეხუტო, ოღონდ ანდრეა არ აახმაურო რა ძლივს დაწყნარდა 10 წუთია...
-მართლა გიყვარვარ?
-კი, რომ არ მიყვარდე, რომ არ მიყვარდე...
-რა?...
-არაფერი, დაივიწყე და მომეფერე... მხოლოდ შენ რომ იცი ისე თბილად...


to be continued...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები