ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: SpurS
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2009


"ორჯერ საკითხავი"

   
თითქოს თეთრია დღეს არემარე,
რკალივით მფარავს ნათელი კაბა,
მგონი ვიზრდები, თავს დავუმალე
მოლოდინია, ეს რაა აბა?
  უკვე ვმოდზრაობ და მიხარია,
  მივიწევ მარდად და შეუპოვრად
  ერთ ხაზს მივყვები, საოცარია
  ნეტავ რატომ დგას ჩემი გზა სწორად?!
ბოლოც გამოჩნდა, შიში ვიგრძენი
შემომეფეა მკაცრად ჟანგბადი
ვერ ვიცან არე ახალ ნაძენი
ასეა ყველა ახალ ნაბადი.
  ამ დროს უეცრად შიგ ჩემში,
  გაინავარდა შავმა ნაფოტმა,
  ჩამოვეკიდე ვით აფრა გემში,
  გადამიარა მე შიშის ნოტმა
მერე კი მოვწყდი, ჩამოვვარდი
თითქოს რბილ მთაზე გადავეკიდე
თეთრი კაბიდან სულ ამოვვარდი
და ამ უდაბნოს ვერ ჩავეჭიდე
  ქვიშაზე ვცურავ, კვალი მომყვება
  ჭიების ცქერა ჩემს შიშს ერევა
  მხოლოდ ხედია ამ წამების შვება
  გზაში ვსუსტდები ძალა მელევა
წითელ მცოცავებს რომ ჩავუარე
ვხედავ მომელის პატარა გორა,
ამ დაბრკოლებას გადავუარე
და მხედველობა უფსკრულმა ტბორა
    ეხლა მივფრინავ დაუსრულებლად
    ყველა სურვილის  აუსრულებლად
    ვიფანტები და მივქრი ანზდად
    მსურს, დავასრულო ვარდნა ლამაზად
ხმა გავიგონე ზემოდან: ვტირი
და მაშინ მივხვდი რისთვის ვშობილვარ
კაცის სევდაზე ღაღადებს პირი
ემოციების, ცრემლი ვყოფილვარ!!!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები