ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: nanka
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2009


დედა

შენ გამაჩინე, მომეც სახელი,
შენ ხომ სიცოცხლე მაჩუქე დედა!
შენა ხარ ჩემი გულის სანთელი,
შენით დავიწყე სამყაროს ხედვა.....

სიყვარულით და ალერსით მზრდიდი.....
შენ სიყვარული მასწავლე დედა
შენით დავიწყე საუბარი და
შენ შემაყვარე ქართული ენა.

ყველაზე ცუდი ის არის დედა
სწრაფად მიჰქრიან ეს დრონი, დრონი....
დედა მიყვარხარ, ძლიერ მიყვარხარ...
გული მიჩქარის... ავტირდი მგონი...

გპირდები რაც გსურს მე შეგისრულებ,
ოღონდაც შენ ნუ მოიწყენ დედა,
სიყვარულსა და სითბოს გაჩუქებ,
შენ კი სანაცვლოდ ღიმილი მაჩუქე.

შენ გამაჩინე, მომეც სახელი,
შენ ხომ სიცოცხლე მაჩუქე დედა!


                                  (ჩემს უსაყვარლეს დედიკოს) 03.03.08

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები