ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: rono101
ჟანრი: პროზა
4 ოქტომბერი, 2009


მეშინია?!

მეშინია სიკვდილის. ალბათ იმიტომ რომ არ ვიცი რაა. ალბათ იმიტომ რომ ცოცხალი მქვია, სიცოცხლე მიყვარს და გამიჭირდება თავის წარმოდგენა მის გარეშე. მეშინია სიკვდილის, რადგან არ ვიცი მზად ვარ თუ არა მისთვის, მე ხომ ჯერ არაფერი გამიკეთებია საიმისოდ, რომ მშვიდად ვიყო, არ მეშინოდეს... მეშინია სიბნელის, მაგრამ ეს არ არის ის რაც სიკვდილის წინ მუხლებს ამიკანკალებს, ვერც მარტოობის შიში ამიტანს და ამათრთოლებს, არც ჯოჯოხწთის ზღურლზე გადაბიჯება გამიჭირდება, მე ხომ მთელი ცხოვრებაა აქ ვაკაკუნებ, არა, სხვა, სულ სხვა მაფიქრებს, მაწუხებს: ვარ კი სიკვდილის ღირსი? სიბნელისა თუ მარტოობის, ან ვიმსახურებ კი უკეთესს?! რას მოვიტოვებ კარს უკან? რას ვეტყვი ჩემს თავს, რისთვის ვიცხოვრე ან ვთქვი კი ჩემი სათქმელი? თუ მეც იმათთაგანი ვარ, რომლებიც მხოლოდ იმისთვის მოდიან, ცოცხლებს ჯერ დაემატონ, შემდეგ კი - გამოაკლდნენ? იქნებ მათაც მაჯობეს იმით, რომ არავისთვის უვნიათ, უწყენინებიათ? ნუთუ მხოლოდ იმასღა ვახერხებ, სხვებს ტკივილი მოვუტანო,  შეიძლება... იქნებ შემეძლო სხვანაირად მეცხოვრა, ზოგჯერ მაინც დავფიქრებულიყავი, ამეწონ-გამეზომა, მომენდომებინა სხვათა გაგება, ეგოიზმი მომეკლა ჩემში, შემეყვარებინა, არა - უფრო შემეყვარებინა... თუ შემყვარებოდა?! იქნებ მართლა შემეძლო, მაშინ იქნებ არც ასე შემშინებოდა, ახლა კი არ ვიცი რა მელის და იმაზე ვდარდობ, რომ ვერც ვერასდროს გავიგებ... მაგრამ, ნუთუ მხოლოდ ესაა მთავარი? ნუთუ მუდამ ამის ფიქრში ვიყო და ასე მეშინოდეს? იქნებ არაა გვიან და ჯერაც შემიძლია ყველაფერი შევცვალო, რა თქმა უნდა, ნამდვილად! მაგრაამ... შევძლებ კი? ნუთუ ყველაფერი ასე მარტივადაა? არა! ისევ ვცდები, ყველაფერი იმაზე მარტივადაა ვიდრე მგონია, ძნელი იქნება მაგრამ მონდომებით გამოვა, ძალიან თუ მოვინდომებ. ოღონდ არ ვიცი როგორ დავიწყო, როგორ უნდა შევიცვალო, ან სად უნდა ვისწავლო. ვისწავლო? რა უნდა ვისწავლო? ეს ხომ ცხოვრებაა?! მე ხომ რაღაც უკვე ვიცი კიდეც, ჰო და მეც ვიცხოვრებ, ოღონდ ისე არა როგორც ადრე, შევეცდები ძველი შეცდომები გამოვასწორო და არ გავიმეორო, აღარასდროს! ვეცდები, კარგად დავფიქრდე, სანამ რამეს გადავწყვეტ, ზუსტად შევაფასო ყველა და დავაფასო ჩემთვის ძვირფასი. მაშინ იქნებ შემიყვარდეს კიდეც... ალბათ მაშინ, მხოლოდ მაშინ არ შემეშინდება. 




2.02.2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები