ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისევ ის ვარ
ჟანრი: პროზა
6 ოქტომბერი, 2009


ჩემი ანდრეა (თავი VIII - SOFI)

  ადამიანური ურთიერთობები ეს ის ძალა და სტიმულია, რომელიც ნაცრისფერი ცხოვრების გაფერადებაში გვეხმარება, ერთფეროვან ყოველდღიურობას უფრო ასატანს ხდის და სიცოცხლეც ისეთი "არაფრისმომტანი" აღარ გვეჩვენება, როგორც ამ ურთიერთობების გარეშე.
  არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ბავშვობიდან ვიცნობ და ვმეგობრობ, მყავს ცოტა მოგვიანებით ცხოვრების საკმაოდ ეკლიან გზაზე შეძენილი მეგობრებიც და მყავს სოფი... ჩემთვის მეგობრები, დაქალები და სოფი სხვადასხვა ცნებებია...
  ერთერთი საერთო მეგობრის- გელა საზუაშვილის (ქსოვრელების ყოფილი აკორდეონისტის)დამსახურებით 4 წლის წინ გავიცანი ჩვენი ქვეყნისათვის საკმაოდ საამაყო გვარის წარმომადგენელი სოფი ერისთავი. პირველი შეხვედრის ემოციები არასდროს დამავიწყდება... თავიდანვე უამრავი საერთო და მსგავსება აღმოჩნდა ჩვენს შორის.
  ეცვა ზუსტად ისე როგორც მე ვიცვამდი ყოველთვის და როგორც მე მიყვარს(არანაირი სპორტული დეტალი, ყველაფერი მაქსიმალურად დახვეწილი გამოყვანილი ფორმებით, ნაკლები თავისუფლება და მეტი ინტრიგა ჩახსნილ მკერდთან),  ისეთივე ნაზი მაკიაჟი ქონდა, როგორც მის ასაკში ნორმალურმა გოგომ უნდა გაიკეთოს(მხოლოდ გამოკვეთილი თვალის კონტური და მაქსიმალურად ღია "ბლესკი" ტუჩზე), ჩემთვის ერთერთი უსაყვარლესი არომატით(ISSEY MIYAKE-ის  "L'EAU  D'ISSEY") გაჟღენთილი სუსტი, საშუაო სიმაღლის და მკვეთრად გამოკვეთილი სხეულის ფორმებით მომხიბვლელი "ბრუნეტკა". დახვეწილი მოძრაობებით, სასიამოვნო ხმის ტემბრითა და საუბრის კარგი მანერით, ეს ის ქალი იყო, რომელიც ჩემგან გამოყოფილ "მეორე მეს" მაგონებდა... ეწეოდა იმავე სიგარეტს რომელსაც მე(PARLAMENT light-ს), სვავდა იმავე ალკოჰოლურ სასმელს რომელსაც მე(JACK DANIELS old NO.7-ს), და შეუკვეთა ჩემი საყვარელი "კიბორჩხალას სალათი"...

-ყოველთვის მომწონდა შენნაირი ქალები მარი... -მითხრა პირველი შეხვედრისას.
-ჩემნაირი როგორი?
-ისეთი ზუსტად რომ იცის ვინ, უნდა, სად უნდა, როდის უნდა, რატომ უნდა, და როგორ უნდა. ქალები, რომლებისთვისაც მიზანი ყველაფერია და მის მისაღწევად ყველა დაბრკოლება ერთერთი მორიგი თავშესაქცევი გამოცანა... ქალები, რომლებისთვისაც მამაკაცი სურვილების მისაღწევად გამოსაყენებელი დამხმარეა, ძლიერი ქალები რომლებმაც არ იციან რა არის სინდისის ქენჯნა, ქალები რომლებისთვისაც შენდობა და სიბრალული სიცილის საგანია...
-და შენ თვლი რომ მე ასეთი ვარ?
-არ ვთვლი ზუსტად ვიცი...
-ისიც არ მითხრა მეც მინდა ასეთი ვიყოო... შენ ძალიან კარგი გოგო ხარ სულ ცოტა "გასალაშნება" გჭირდება და იცი რა ქალი იქნები?
-მე ისიც მეყოფა შენნაირი თუ ვიყავი როდისმე
-კარგი რა სოფი მოვრჩეთ სისულელეს ამბობ ჩემო კარგო დამიჯერე... ამ საუბრის ნაცვლად მოკიდე ჭიქას ხელი და დავლიოთ.
-დავლიოთ მაგრამ რა?
-"დავაი ვიპიმ ზა ტო- შტო არლი ნი პადალი, ა კაზლი ნი ლიტალი"
-ვიპიმ...

  დღეს ეს "ბრუნეტკა", "ჩემი სოფი"-ა და ის განყენებული ფიგურაა შავთეთრი ცხოვრების მოსაწყენ რიტმში... ეს ის ადამიანია, რომელიც არ მომცილებია გვერდიდან გაცნობის წუთიდან მოყოლებული... სოფიმ ჩემთან ერთად გადაიტანა ჩემი ყველა წარუმატებლობა და ჩემთან ერთად აღნიშნა წარმატება... ბოლო თვეა ერთად ვცხოვრობთ ბედისწერის გადამკიდეები და ჯერჯერობით არც ერთი არ ვართ უკმაყოფილო ამით. მიკეთებს ძალიან გემრიელ ყავას და საშინელ "ყიყლიყოს", რომელსაც მე ძალიან დიდი სიამოვნებით ვილუკმები და ვამბობ, რომ ამაზე გემრიელი ჯერ არ მიჭამია. ყოველ დღე მაძალებს, რომ დავლიო ახლად გამოწურული სტაფილოს წვენი და ვჭამო რაც შეიძლება ბევრი ვაშლი. ყოველ საღამოს ფრთხილად მეფერება თმებზე მის მხარზე თავმიდებულს, მეუბნება რომ ძალიან ვუყვარვარ და ყოველთვის მისი ეტალონი ვიქნები... მისი ნაზი კოცნის გარეშე უკვე ვეღარ ვიძინებ. ის ჩემი ჰაერია, ის ადამიანია რომელიც მაძლევს ძალას ამ ყელაფრის გასაძლებად. სოფისათვის მისაბაძ მაგალითად ყოფნა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, რომელსაც ბოლო პერიოდია ცუდად ვასრულებ. ამასობაში დროც გადის და ჩვენ ერთმანეთის გარდა არავინ არ გვყავს. ერთმანეთის სიხარულით ვცხოვრობთ და ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა ორივესთვის...

  ის ყოველთვის "ჩემი სოფი" იქნება და ყოველთვის ძალიან მეყვარება, სამწუხაროდ არა ისე როგორც მას უნდა მაგრამ ჩემებურად მაინც... და იმედია როდისმე მაპატიებს რომ იგივეთი ვერ ვპასუხობ...

to be continued...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები