ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიკო ცოცხალაშვილი
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2009


დავიღალე

"უკვე დამღალა ამქვეყნიურმა დარდმა, ტკივილმა,
ტყუილში ყოფნამ, რუხი ფერის უხმო ყვირილმა...

უსახურ დღეთა ნიაღვარმა შემშალოს ლამის...
დავეხეტები უგზო-უკვლოდ მე მსგავსად ფრანის...

ვეძებ დასაყრდენს...გადამღალა ქვეყნის ავ-კარგმა...
შენი ლოდინიც ამაოა, აზრი დაკარგა...

სულს ფრენა უნდა, მე კი ისევ აქ ვრჩები... ვწუხვარ...
და ფეხის გულებს მიწვავს ცხელი ასფალტის სუნთქვა...

მაგრამ რას ვიზამთ... უნდა გავძლო ბოლომდე ალბათ...
დაშლილ ოცნებებს გადავაკრა მე შავი ბაფთა...

და თუკი კარი ჩამეკეტა ბედნიერების,
უნდა ვიცხოვრო გასაღების მუდმივ ძიებით...

მერე კი... როცა დავიღლები ყველას ფერებით....
შევძლებ რომ მშვიდად დავიკრიფო გულზე ხელები...

                                  (29.05.2009)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები