ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიოძერია
ჟანრი: პროზა
21 ოქტომბერი, 2009


სიკვდილი... სიკდილი...

იცით, მე უბრალო წვიმის წვთი ვარ მოლოდ, დილით ვარდის ნორჩ კოკორზე ნამად შემორჩენილი, იცით მე უბრალოდ მინდა, რომ სიცოცხლე ყვაოდეს ჩემში და ამ სიცოცხლით მინდა ვიცხოვრო ამ ქვეყანაზე, მინდა რომ გავმრავლდე ათად, ასად და ათიათასად, რათა რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე შევქმნა, ჩემს თავს არ ვდარდობ არა!!!! ყველგან ვიცხოვრებ და ყველაფერში დავუბუდებ თუნდაც ზღვაში, ნაკადულში ოღონდ მზე ნუ მომკლავს და ცაში ნუ გამიშვებს, იქ ხომ წლობით უნდა ველოდო ჩემს მიწასთან ჩახუტებას, გაიგეთ ადამიანებო სიკვდილი არ მინდა არაა!!!! არ მინდა მხარზე ცელგადაკიდებული კაცი კაცი ყველგამ ჩემს კარებზე აკაკუნებდეს დაუპატიჟებელი სტუმარივით, მე ხომ მისთვის ერთი უმნიშვნელო წვეთი ვარ, რომელსაც არაფრის გაკეთება არ შეუძლია, რომელსაც ერთი ხელის მოსმით მოაცილებ ვარდის წითელ ფურცლებს, წვეთი ვარ წვეთი და აი უკვე დადგა ჟამი მზის ამოსვლისა, აი დამინახა კიდეც და შურით შემომხედა, მე კი როგორ მიყავრს მზის ამოსვლა, ვიცი რომ ეს ჩემი სიცოცხლის დასასრული და სიკვდილის დასაწყისია, მაგრამ მაინც მიყვარს, მოვიდა მოვიდა... მაგრამ არ ვდარდობ არაააა... ვარდის ერთ ფოთოლს მაინც ხომ შევუნარჩინე ერთი დღით სილამაზე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები