ტკბილი ამბორი მწველი ტუჩებით, შენს ნაზ სახეზე ბუდეს იკეთებს... აღარაფერი დარჩა უთქმელი, გრძნობა საამო ისევ იფეთქებს.. მოგონებები ამღერდნენ გულში, სიამემ სულის სიღრმემდე შემძრა, მოდით მინახეთ სასწრაფოდ პულსი, მსურს ყველაფერი ერთ კონად შევკრა... ამაღამ ქუჩებს თეთრად დაათოვს, ნამქერს მოჰყვება შენი ალერსი, ცნობისმოყვარე ვარსკვლავებს ართობთ ჩვენს საყურებლად ახლოს თარეში... დამალევინეთ ღვინო სასმისით, მთრთოლვარე ტუჩებს ხელებში ვმალავ, ბებერი ქარი გვაკრთობს სამხილით მაგრამ ქარს იცოდე არაფერს ვატან. სახეზე ფიქრთა ლანდები სხედან, გულის სიმები წკრიალებს,მღერის... და მე მაოცებს სიმშვიდე ფერთა ფანტელთ თამაში გარემოს შვენის....