ერთ დროს მისი მუზა ვიყავი. ლექსებისა და რობაიების მთავარი გმირი, სასურველი და საყვარელი ქალი. ეჭვიანი ცოლის მონდომებით რომ ვცდილობდი მეკონტროლებინა მისი შესმული არყის დოზა და არ გამომდიოდა... არ დამავიწყდება პირველად როგორ ვნახე, მაშინვე ვიგრძენი მისი მოპოეტო სულის სითბო და რაღაც შეირხა სადღაც შიგნით, მერე ჩაიარა სხეული და დაილექა. ღრმად გაიდგა ფესვები მერე ყლორტები გამოუვიდა და ბოლოს, რაღა ბოლოს ჯერ რა დროს ბოლოა ჯერ კიდევ მწვანედ ბიბინებს... უკვე რამოდენიმეჯერ იყვავილა კიდეც, ახლაც აპირებს ყვავილობას, მისთვის სეზონი არ არსებობს. მერე რა, რომ შემოდგომაა მისთვის რა აზრი აქვს? ეს ხომ ჩემი მოპოეტო ბიჭისადმი სიყვარულია და სულაც არ მოქმედებს მასზე ამინდი... მერე ყველაფერი თავდაყირა დადგა ის სვავდა, აღარ ვახსოვდი უფრო სწორად იმას ვეღარ არჩევდა მე უფრო ვუყვარდი თუ "სტო გრამი"... და მე წავედი მაგონა, რომ სამუდამოდ წავედი მაგრამ ვერ შევძელი... არა გატყუებთ არ წავსულვარ ჯერ, წასვლამდე ერთერთი სალოთაო სიტუაციისას თავზე დედამისი დავაყენე და სულ დეტალებში ჩავუკაკლე თავისი მოპოეტო შვილის "საქმენი საგმირონი" მიკვირს როგორ გადავრჩი ცოცხალი და არ გამწიწკნა ამისი გამბედავი, მაგრამ გადავრჩი ფაქტია... რადგან ამანაც არ უშველა ჩავთვალე, რომ მხოლოდ ჩემზე მეტად კი არა დედამისზე მეტადაც უყვარდა იმ წუთას "სტო გრამი"... ხოდა წავედი, მაგრამ დროებით არადა მეგონა, რომ ეს ყველაფერი საბოლოო იყო...
დიდხანს ვერ გავძელი მის გარეშე და უძღები შვილის უნამუსობით დავბრუნდი... არაფერი მომხდარიყოს თითქოს, ისე ჩამეხუტა რატო? იმიტომ, რომ იცოდა ყოველთვის იცოდა როგორ მიყვარდა. ყოველი წასვლისას მეუბნებოდა ისევ დაბრუნდებიო და მეცინებოდა არადა ბოლოს ყოველთვის ვბრუნდებოდი... ვერ გეტყვით ვუყვარდი მეთქი საერთოდ მას ცოტა განსხვავებულად ესმის სიყვარულის ცნება, თავისებურად უცნაურად და საყვარლად. აი ისე გულს რომ გაიხსნის და შიგ ჩაგიხუტებს... მიყვარდა ყოველთვის და მიყვარს ახლაც. ბოლოს რომ წავედი რა მაფიქრებინებდა რომ კიდევ დავბრუნდებოდი... მაგრამ დავბრუნდი. მინდოდა ასე და იმიტომ მაგრამ მინდოდა მისი მოპოეტო ჯიშის მომავალი წარმომადგენელი მიმეყვანა მისთვის... ვერ მოვახერხე. მოპოეტო ჯიშის მოვლინებასაც თურმე ძალისხმევა სჭირდება, მე კი ძალა არ მეყო ამისათვის ეტყობა ასეც ერთეულების ხვედრია... ხმაამოუღებლად შეხვდა ამ ამბავს ან რა უფლება ჰქონდა რაიმეს თქმის?. ისე უბრალოდ სადად და მარტივად ჩამიხუტა... იგივე თმების სუნი, იგივე თბილი ხელები, იგივე გამოხედვა და იგივე კმაყოფილი ღიმილი...
ეს ადამიანი ყოველთვის ჩემი მოპოეტო ბიჭი იქნება არა აქვს მნიშვნელობა რა მოხდება ჩვენს შორის- ერთად ვიქნებით, დავშორდებით, დავქორწინდებით, შვილები გვეყოლება თუ მამასისხლად გადავეკიდებით ერთმანეთს. სამწუხაროა, რომ ერთმანეთისაკენ ერთნაირად არ მივდივართ მაგრამ ყველა ცვლილება უკეთესობისკენაა მჯერა...
მიყვარს და მტკივა, მენარტება და ვეჭვიანობ ყველა იმ ქალზეც კი რომელსაც ჩემი მოპოეტო ბიჭის ლექსები აღაფრთოვანებს და მისი გამოხედვა ხიბლავს. მე კი ის ვიცი რომ ადამიანებს ყოველთვის გვაქვს ცუდი და კარგი პერიოდები, მის ცხოვრებაში კი ასეთი შემთხვევა ყოფილა და მე მასთან ვიყავი, ახლაც ასეა და ნეტავ შემეძლოს მასთან ყოფნა, ალბათ არც ეს შემიძლია და არც რამით დახმარება უბრალოდ მინდა მკერდში ჩავიხუტო და ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს ყველაზე ძვირფასია ის სწორედ იმ ემოციითა და გრძნობით, რომელსაც ის თავისივე თბილი გულით ატარებს... თმაზე მოვეფერო და დაღლილი შუბლი დავუკოცნო... მაგრამ სასურველი და შესაძლებელი ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს...
გთხოვ უბრალოდ მომეცი უფლება შენთან, შენს გვერდით ვიყო...
to be continued...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|