ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: tigerscinner
ჟანრი: პროზა
22 ოქტომბერი, 2009


მჯღაბნავი - (რომანი)

              ა ვ ტ ო რ ი ს ა გ ა ნ :

    როგორც ბრძენ კაცს უთქვამს, (სახელი არ მახსოვს ზუსტად) “ ისტორია – ეს არის რომანი, რომელიც უკვე მოხდა და რომანი, ეს არის ისტორია, რომელიც შეიძლებოდა მომხდარიყო.” თუ ამ ფრაზას დავეყრდონით, გამოვა, რომ ნაწერი რომლის წაკითხვაც თქვენ უნდა დაიწყოთ, ისტორიაც არის და რომანიც, რამეთუ რეალობაში მომხდარს ფანტაზია მივაშველე, ფაქტები ოდნავ შევცვალე და გადავაკეთე, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, ნუ დაიწყებთ მასში
ქექვას და წარსული ამბების გახსენებას, შეხედეთ მას მხოლოდ ლიტერატურუ-ლი თვალით, რადგან რეალობაში ასეთი არაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო.
-    რატომ მჯღაბნავი?!
-    განა შეიძლება მჯღაბნავი, მხოლოდ “ცუდად მწერს” ნიშნავდეს?!
-  არა,  მას მე ადამიანად მივიჩნევ, რომელიც ჯღაბნის ცხოვრებას, აზრებს, ფიქრებს, ალბათ მიხვდებით, რას ვგულისხმობ, როცა დაამთავრებთ, მაგრამ ამისათვის  ჯერ კითხვა უნდა დაიწყოთ...


                                თავი I

      ამ რამოდენიმე წლის წინათ, მე და ჩემი მეგობრები, ერთად ვსტუმრობდით ერთ-ერთ სანატორიუმს. ოთხშაბათი დილა იყო, ქალაქის გასასვლელში ერთად ვიკრიბებოდით, დილა კი იყო, მაგრამ მწველი მზე აუტანელს ხდიდა ლოდინს, დაუსრულებელი ძილის შემდეგ, როგორც იქნა მოვიდა მარიამი და წავედით.
      ვშორდებოდი ქალაქს და მიხაროდა, გავდიოდი იმ ნაცრისფერი სამყაროდან, რომელშიც აგერ უკვე ათ წელზე მეტია ვცხოვრობ.
არ ვიცოდი  წინ რა მელოდა, მაგრამ მიხაროდა, ვშორდებოდი არარაობად ქცეულ თაობას, რომელსაც თავი სხავზე მეტი ჰგონია, ვშორდებოდი იმ
ჭაობს, რომლის ნაწილიც მე თვითონ ვიყავი და მახარებდა ეს განშორება, რამეთუ ვიჯექი მიმავალ ავტობუსში და სახეზე აღბეჭდილი უდარდელობით,
დასვრილი ფანჯრის მინის იქით გავცქეროდი ბუნებას, უცვლელს, ნამდვილს და კარგს, ალაგ-ალაგ ადამიანის ხელით კორექტირებულს, (რას ერჩოდნენ ნეტავი) თვალს ახარებდა პეიზაჟების მალ-მალი ცვალებადობა, მწვანე მინდვრებს და თვალწარმტაც ველებს სოკოებივით ამოსული შენობები, დიდი
თუ პატარა ქალაქები ცვლიდნენ. ვუყურებდი და თვალს უხაროდა, მით უფრო, რაც ვგრძნობდი განშორებას ნაცრისფერი ქალაქიდან, თან ამ სიხარულში რამოდენიმე თანამგზავრის გაცნობაც მოვასწარი.
    ჩემს უკან, მაღალი ცისფერთვალება, ხუჭუჭა ბიჭი იჯდა, სწორედ იმ ნაცრისფერი ქალაქის ტიპიური შვილი იყო, მე რომ არ მიყვარდა და ასე გულმოდგინედ მახარედბა მასთან განშორება. მის გვერდით მარიამი იჯდა, მაღალი, შავთმიანი, ხორბლისფერი კანით და ლამაზი ღიმილით, რომ შეხედავდი მოდელი გეგონებოდა და რომ გაესაუბრებოდი – მჭერმეტყველი.
    იმათ პირდაპირ ნინო იჯდა, ყველაზე უფროსი იყო ჩვენში, ასაკითაც, განათლებითაც, თანამდებობითაც და შესაბამისად მოვალეობებითაც. თავიდან, ცოტა გვიან თუ მიხვდებოდი, სად ღადაობდა და სად იყო სერიოზული, თითქოს ცოტა უკარებაც მეჩვენა, მაგრამ ეს ყველაფერი თავიდან, პირველი შეხედულება კი, ხშირად არასწორია, ასე იყო ამ შემთხვევაში, ის კარგი მეგობარი და საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა. ჩემს უკან სავარძლებზე მჯდომი ხალხი გაგაცანით და ჩემი მეგობრები დამვიწყებია, რას ვიზამთ, მაპატიებენ...
    მარტო ვიჯექი, ორ სკამზე, პირდაპირ ელენე და სალომე იჯდნენ, ჩემი სკოლის მეგობრები, ელენე ცოტა მორცხვია, სალომე -  უფრო პიდაპირი, მათ უკან ლაშია იჯდა, ჩემი კლასელი, მხიარული, სასაცილო და კიდევ რა ვიცი, როგორი დახასიათებაც შეიძლება მისცე ადამიანს, მათგან ყველას მოირგებს – უეჭველად. ჩემს წინ ეკა იჯდა, მორიდებული, ჩუმი გოგო აღმოჩნდა, მე ძალიან მომეწონა, მიყვარს ასეთი ადამიანები, ხასიათით რომ ძლიერ განსხვავდებიან ჩემგან და თავისუფლად მიგებენ. მარტო იჯდა ეკა, ერთი გაფიქრებით
კი მომინდა, მის გვერდზე ჯდომა, მაგრამ მეორე გაფირებით უარი ვუთხარი საკუთარ თავს, - სხვანაირად არ გამიგოს მეთქი... თანამგზავრების და მეგობრების აღწერას მოვუნდი და ჩავსულვართ უკვე.


      სანატორიუმი დიდი იყო, თან მდიდრული, საბჭოთა აღზევების გადმონაშთს რომ ეძახდნენ ისეთი, მაგრამ ვერაფრით დაიწუნებდი, მახალი შენობების კომპლექსი, ფართო, შუშაბანდებიანი დერეფნებით
უერთდებოდა ერთმანეთს და მანდიკურად შემორტყმოდა მწვანე ეზოს, სიმყუდროვეში ჩაფლული ერთიან იდილიას ქმნიდა, რომელსაც სახელად “ოაზისი” ერქვა. პირველ სართულზე, განაწილების შედეგად ოთახი №@152 შემხვდა. მგზავრობით დაღლილ-დაქანცული და მისი დამთავრებით შვებამო-გვრილი, ნელი, უდარდელი ნაბიჯით მივუყვებოდი მარმარილოს ფართო კიბეებს, რომელთაც ზედ, დროის, თუ მასზე მოსიარულე ფეხებისაგან გაცვეთი-ლი ხალიჩა ეფინა. ხალიჩა თუმცა გაცვეთილი იყო, მაინც კარგად იგრძნობოდა მასში ქართული სტუმართმოყვარეობის ხიბლი და საბჭოთა ეპოქიდან თანამედროვეობაში გადმპტყორცნილი – კომფორტულობა.
    ამ კომფორტულობას გაყოლილი ავედი მესამე სართულზე და დიდი ჰოლიდან, რომელშიც კიბეების ავლის შედეგად აღმოჩნდებოდით – მარცხნივ გავუხვიე და მეორე ოთახთან, № 152 შევჩერდი, კარი გავაღე და ქვე-ოთახ “ა”-ში შევედი. ოთახი პატარა იყო, სასიამოვნოდ მყუდრო, ორი ლოგინი იდგა, (ეტყობა ოთახის მეგობარს შემოუშვებენ მალე ჩემთან) ლოგინებს გარდა იყო საწერი მაგიდა – ერთი სკამით, რაც ფრიად მესიამოვნა, სარკიანი კარადა და ძველებური, პატარა, ჩუქურთმებიანი აივანი, რომლიდანაც შესანიშნავად მოსჩანდა, მეორე – მთავარ კორპუსში გადასასვლელი დერეფანი, “ოაზისის” ამწვანებული ეზო, მაღალი ხეები და ცენტრალური შენობის წინ გაშენებული სკვერი, შადრევნითა და ვარდების ბაღით.
    სწორედ ამ, შეყვარებული ბულბულების საყვარელი ადგილის ცქერით ვიყავი გართული, ვუყურებდი თვალწარმტაც ხედს, თითქოს უბრალოს, მაგრამ ამ უბრალოებით ლამაზსა და მშვენიერს, მარტივს და გენიალურს, როდესაც ოთახში შემოვიდა – აკაკი. აკო, ასე დამიძახეო მითხრა, ჩემი სიმაღლის, სხვებისგან აღნაგობით და გარეგნობით არაფრით გამორჩეული, ზრდილობიანი და თავაზიანი ახალგაზრდა. გამეხარდა, ასეთი ადამიანი რომ იცხოვრებდა ჩემთან ოთახში, რადგან მივხვდი, რომ არაფრით შემაწუხებდა და უეჭველად
კარგი ურთიერთობა გვექნებოდა.
    აივნის ხედით და აკოსთან პირველი საუბრით გული რომ ვიჯერე, გარეთ გავედი, დერეფანში, სხვა ხედებით და სხვა ხალხთან საუბრით გული კიდევ რომ მეჯერა – ჯეროვნად.
    ერთი უცხოელი ტურისტი იყო ჩვენთან, Gარყ ერქვა, თუ სწორად მახსოვს, ახალი ზელანდიიდან იყო, მშობლები- შოტლანდიელები ჰყავდა, საფრანგეთში ცხოვრობდა და ორი თუ სამი თვეა საქართველოში ისვენებდა, მოკლედ ისეთი კაცი იყო, მსოფლიო რომ ჰქონდა მოვლილი და სულ, გაცნობის დღიდანვე მინდოდა მეკითხრა მისთვის, ქართველებისთვის დამახასიათებელი პატივმოყვარეობით, (მეც ქართველი ვარ) თუ რას ფიქრობდა ჩვენზე, მაგრამ გამარჯობის მაგივრად პირველს ამას ხომ არ ვკითხავდი?! – მერესათვის გადავდე და საერთოდაც გადამავიწყდა, გამოვემშვიდობე და ოთახში შევედი, გვიანი ღამე იყო და ლოგინზე მივწექი, -  არ მეძინებოდა თუმცა.


          ღამეა, - ჩუმი, კუზიანი, ბნელი, პირქუში. აღარც მთვარე მინათებს ძველებურად ფანჯრის დარაბებს, არ მეძინება....ვწევარ გულაღმა, ხელები ბალიშის ქვეშ მაქვს ამოდებული და ზევით ვიყურები, ჭერს იქით, მინდა დაგინახო.
      თავს ვერ ვაღწევ შენზე ფიქრებს, იქნებ, არც მინდა, რომ დავაღწიო,
წარმოვიდგენ შენს სახეს და ამ დროს მაგონდება, რომ შენ ახლა ალბათ გძინავს, ლოგინისთვის მიგინდია სხეული, გძინავს გულდაღმა, თავი განზე გაქვს გადადებული, ყელი მძინარესაც კი მოღერებული – ხოხობივით...
    ვერ ვუძლებ შენზე ფიქრებს, ვდგები, გარდერობთან მივდივარ, აკაკის
მაისურის ჯიბიდან ვიღებ სიგარეტს, (არ ეწევა) მარკას ვერ ვარჩევ, სიბნელეა, ღამეა პირქუში, კუზიანი, არც მთვარე ანათებს დარაბებს, ერთ ღერს ვიღებ და ვეწევი, ვაბოლებ დიდი ნაფაზებით, (არც მე ვეწევი) ეხლა უკვე ისევ ვწევარ გულაღმა და ინსტინქტურად ვაბოლებ, სხვაგან ვარ, ამ დროს....
    შენთან მოვდივარ ფიქრებში, ისევ ისე გძინავს, უბრალოდ მხარი მოგინაცვლებია – ინსტინქტურად, მეორე გეტკინა, ან დაგეღალა ალბათ, ნაზი ნაჭერი გაფარია, უფრო ნაზ სხეულზე, შენს გვერდით ვდგავარ გაშეშებული, მეც მინდა მეძინოს ასე Gგაშეშებულს და შენ მიყურებდე მძინარეს, იცი რა ლამაზი ხარ ამ დროს?! -  თმები გაშლილი გაქვს – ზხვასავითაა და მინდა მაგ
ზღვაში ვიხრჩობოდე და თან – არც... თვალები დახუჭული გაქვს, ზედ ჩამოგიფარებია წამწამთა ნაზი ფარდა, დანახვის საშვალებას არ მაძლევენ, სახე ლამაზად ჭორფლიანი გაქვს – ხორბლისფერი, ცხვირი,- ვიწრო და ნატიფი, ოდნავ კეხიანი, ტუჩები გაქვს – კოცნა მოუნდება კაცს, მაგრამ ვერ გაბედავს მიკარებას – ვაითუ გავაღვიძოვო...
    ვდგევარ ასე, შენი საწოლის წინ, შენს საძინებელში – ლანდად, სახე მკლავზე მაქვს დაყრდნოდილი, მეორე ხელით, პირველი მიჭირავს მუცელთან, გაქვავებული გიყურებ და ამ წუთში მგონია, რომ შემიძლია მთელი საუკუნე ასე გიყურო – გაქვავებულმა...
    შემოდის ლეო ( ლეონარდო და ვინჩი) ჩუმად, კუთხეში დგება და ზუსტად
ისე, ჩემი ლანდი რომ იდგა წამის წინ შენს ლოგინთან. მინდა რაღაც ვკითხო, მაგრამ არ მაცდის, ღვთაებააო მეუბნება და ხატვას იწყებს, მე ყურადღებს არ მაქცევს... ღვთაება ხარ, ვიცი, თან როგორი, დავინჩის მიქელანჯელო რომ მიეხმაროს, მაინც ვერ დაგხატავენ, ღმერთი უნდა იყოს, ჭეშმარიტად, შენი მსგავსი რომ შექმნას მეორე, არადა, არც დავინჩია ღმერთი და არც მიქელანჯელო....
    ჩემი ლანდი ისევ დგას და გიყურებს, შენ ისევ ისე გძინავს, ლეო ისევ გხატავს, საუკუნე გავიდა თითქოს... შემოდის კაცი, ოთახის ჩუსტებით, საავადმყოფოს ხალათით, ნაბიჯებზე ვცნობ, - გალაკტიონია, კალამს მთხოვს, საიდანღაც ვაჩენ და ვაძლევ, ფრთხილად აღებს შენს უჯრას, ხელსახოცს იღებს შენსას, ნაქარგს, შენსავით ნაზზს, ჯდება, ხელსახოცს იდებს მუხლებზე და წერს რაღაცას, - მორიგ შედევრს ალბათ, მაგრამ რას მოვა შენთან თუნდ
გალაკტიონი?! – მისი მერი ხომ მონაგონია, - შენთან, ის კი მაინც ზის და წერს....
    მარადისობა გავიდა თითქოს, ღამეა, ისევ კუზიანი, ჩუმი, პირქუში, ბნელში, აღარც მთვარე მინათებს დარაბებს, სასთუმალთან, კი ყივის საათი.... (ლეო გხატავს, გალაქტიონი- ლექსს წერს შენზე, მე კი, ეჰ... მე მეძინება... საუკუნეც გავიდა თითქოს...)
    ალბათ გათენებულზე ჩამეძინა ფიქრებში გართულს, ამიტომაც
საუზმეზე დავაგვიანე, უფრო სწორად რომ ვთქვათ, საერთოდ გამოვტოვე, ძილისგან განებივრებულმა და შიმშილის გრძნობა რომ მიმეჩქმალა მომნელებელი ორგანოს ბნელ კუთხეში, პირველ სართულზე ჩავედი, მაღაზიად წოდებულ პატარა ოთახში შევედი, ჰოლიდან მარჯვენა მხარეს და თხილიანი შოკოლადის კარამელიანი ფილა ვიყიდე, რადგან ეს ერთადერთი რამ აღმოჩნდა, რომლითაც ცოტაოდენ მაინც შეიძლებოდა დანაყრება, თუმცა შევცდი და ახლა უკვე, უფრო გაშმაგებით მომეძალა ადამიანური მოთხოვნილება და
შიმშილზე რომ აღარ მეფიქრა, მეორე სართულზე საერთო ჰოლში ავედი.
    აქ უკვე ჭადრაკს თამაშობდნენ ახალგაზრდები. შორიდან შევამჩნიე ერთი სხვებისაგან გამორჩეული ახალგაზრდა, (რა ნიშნით, დაკონკრეტებას არავითარი მნიშვნელოდა არა აქვს) სახელად – ავთანდილი ერქვა. უაღრესად განათლებული იყო, ხუთი ენა იცოდა და შესანისნავად თამაშობდა ჭადრაკს, არც მე ვთამაშობ ურიგოდ,
მაგრამ ის – ზერელე თამაშითაც მომიგებდა და თან შედეგი ის იქნებოდა, რომ ზედმეტი და დამღლელი ფიქრისაგან – თავის ტკივი-ლიც დაემატებოდა – კუჭის გაჭირვებას, ამიტომ თავი შევიკავე  და
მხოლოდ სხვისი თამაშის ცქერით ტკბობას შევუდექი.
  ძალიან ცოტას ლაპარაკობდა ავთო, მხოლოდ მაშინ მიიჩნევდა საუბარს საჭიროდ, თუ სათქმელი დუმილს აჯობებდა, მაგრამ რასაც ამბობდა, ყველაფერი ნაფიქრი და გააზრებული იყო, ბრძენმეტყველი-ვით ზუსტად და მოზომილად ნატყორცნი სიტყვები სწყდებოდა ავტო-რის ბაგეს და ჩემს ყურებს – დამაფიქრებლად ეფინებოდა.
  ჩვენს იქით, სავარძელში აკაკი იჯდა, თამუნასთან და ნინოსთან ლაპარაკობდა, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს საქმიან შეხვედრაზე იყვნენ, აკაკი მინისტრი გეგონებოდა ერთი შეხედვით, ფეხი-ფეხზე გადაედო და ამაყად, დაუღალავად პასუხობდა ნინოს და თამუნას სერიოზულ კითხვებს, გეგონებოდა თამუნას – ამ მხიარულ, მეგობრულ და გულღია ადამიანს დოსიეს შესავსებად შეეწუხებინა იგი.
  ღამით, ოთახში რომ ვიყავით, აკაკის ვკითხე, “ინტერვიუზე” რა ქენით მეთქი, თან ვანიშნე, რომ წეღანდელზე ვეკითხებოდი. უკვე კარგად ვუგებდით ერთმანეთს და მითხრა:
- “ინტერვიუ” კი არა, “ინტერ-ვუი” იყო მაგი!
-  რატომ ? გავიკვირვე მე.
-  საშინლად ვპასუხობდი!
-  რა საშინლად?! არაფერი გეტყობოდა, თავდაჭერილი და თითქოს
ქედმაღალიც იყავი, ისეთი სიამაყით ლაპარაკობდი, მინისტრი ეგონებოდი კაცს.
-  ხოდა ზუსტად მანდ ვარ მეც, გამაწყვეტინა და თვითონ განაგრძო, არ უნდა მოვქცეულიყავი მასე... საშინლად გამომივიდა, არ მინდოდა ძალით, უნებლიედ ამივარდა რაღაც თავში, ნერვები მეშლება საკუთარ თავზე, ახლა თუ ვხვდები, რომ არასწორად გამომივიდა, მაშინ რაღა ჯანდაბა-ღა დამემართა... დალახვროს ეშმაკმა, რას იფიქრებენ ახლა ჩემზე?! – არ იტყვიან, ერთი – უხიაგი, გაუთლელი
ვინმეა, თავზე დიდი წარმოდგენა აქვსო!
-  არა  არიან ეგენი ის ხალხი, მაგი რომ იფიქრონ შენზე. ვუთხარი მე და ერთი ბრძნულად ფილოსოფიური გამონათქვამიც შევაპარე -
სასხვათაშორისოდ: წარსულზე დარდით არაფერი შეიცვლება და
ტყუილად ნუ იტირებ იმაზე, რაც ცუდად გამოგივიდა, უმჯობესია იმაზე იფიქრო, მომავალში რა გამოგივა კარგად! რომ დავამთავრე, ისე გამომხედა, თვალებით მეუბნებოდა – ერთი შენა ხარო! მაგრამ მიხვდა რაც ვიგულისხმე და არაფერი უთქვამს, უხმოდ დაწვა დასაძინებლად.


         

                          თავი II

    საშინელი კვირა გამოდგა, შუქი უკვე ორი დღეა არ იყო და ამიტომ, ყველა დაკუჭული ტანსაცმლით დადიოდა, საუთოო საშუალე-
ბას მოკლებული. დილით წყალი ადრე დაწყდა, ისე, რომ ხელ-პირის
დაბანაც ვერ მოვასწარი და ამან კიდევ უფრო მომიწამლა ხასიათი, გაბურძგნული დავდიოდი, დაკუჭული ტანისამოსით, არც ისე ვარ მაინცდამაინც თვალწარმტაცი შესახედაობის და მაშინ, საერთოდ ტყიდან გამოვარდნილს ვგავდი, მაგრამ ეს თითქმის არ მადარდებდა, რადგან, ჩვენს სართულზე, ჰოლში დიდი პლაკატი ეკიდა: “Bე Yოურსელფ, Nო Mატტერ, ჭჰატ თჰეყ ჭილლ შაყ!” ეს პლაკატი ტანისამოს ნამდვილად არ შეეხებოდა, მაგრამ მახსენებდა, რომ დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და მთავარია, ჩემს თავთან ვიყო მართალი, მნიშვნელობა არა აქვს სხვები რას იფიქრებენ, არც მთლად მასე იყო საქმე, რადგან სხვის აზრს პატივს ვცემ, (ზოგიერთს გაეცინება ალბათ) მაგრამ, ამ შემთხვევაში გამოდგებოდა.

    ჩემი უხასიათობის მიზეზი, შორს იყო დარჩენილი, ღამე არ მძინებია მასზე ფიქრებში გართულს, დღისით – უძილობა ემატებოდა ფიქრებს და კიდევ უარეს განწყობაზე მაყენებდა, ასე ხდება ხოლმე, როცა გიყვარს, ან გგონია, რომ გიყვარს, ან იცი, რომ არ გიყვარს, მაგრამ თავს იტყუებ, იკატუნებ, მოკლედ, რა აზრი აქვს ამას... მეც მეგონა, რომ მიყვარდა, ამის გამო კი, თითქოს ცუდად ვიყავი, თან ეს ყველაფერი სახეზე მეწერა, თან “გაბურძგნული ვიყავი,” თან დაკუჭული მეცვა და ეს ყველაფერი ერთად მადარდებდა. 
    დარდებში გადავარდნილს, აკაკი წამომადგა თავზე, ისეთი სახე ჰქონდა, ვერ გაიგებდი, გულგაციებული პანაშვიდიდან მოდიოდა, თუ მიდიოდა. საერთოდ ბევრი ლაპარაკი უყვარდა, ახლა ჩუმად იჯდა, ელენემ ჰქითხა, ჩემმა მეგობარმა, რა გჭირსო?! მაგრამ აკაკიმ პასუხი არ გასცა, თავის ფიქრთა მორევში იხრჩობოდა კაცი  და არც მე გავურთულე საქმე, არაფერი მიკითხავს, მანამ, სანამ დამშვიდდებოდა.
      სანამ მე აკაკის სახის გაციებულ ნაკვთებზე ვცდილობდი
მისი ხასიათის ამოკითხვას, სანამ მისი თვალებით ჩავიხედავდი მის ფიქრებში, სალომემ – ჩემმა მეორე მეგობარმა, რაღაცის წერა დაიწყო, სადღაც ერთი ფურცელი დაწერა, მერე ვთხოვე წამაკითხე
მეთქი, მაგრამ ცივად უარზე დადგა, თხოვნა მეორედაც რომ გავიმეორე, ნაწერი ორად გადაკეცა  და შემდეგ გადახია, მერე გამიღიმა, ნაგლეჯები აკრიფა და ნაგავში გადაყარა. გულში გამეცინა, მის ამ ბავშვურ საქციელზე (შეიძლება სულაც არ იყო ბავშვური, უბრალოდ მე მომეჩვენა ასე) და მე თვითონ ავიღე კალამი, ფურცელი მაგიდაზე დავდე და წერა დავიწყე:
      სალომეს მოეძალა მუზა და კალამს ვერ უთხრა უარი. გონების ემოციამოზღვავებული გულის ნადები მაჯამდე გაატარა პატარა ხელში, ნაზად აათამაშა ხელის კუნთი გულის ნაგრძნობმა და გონების ნაფიქრმა იდუმალებამ, ცრემლად დაეღვენთა მელანი ფურცელს და ნელ-ნელა, თითო შეხებით გადმოვიდა ემოცია მისგან. ფურცელს მოუყვა სალომე საიდუმლოს და წერტილი დასვა, როცა დაიცალა მისგან, როცა შვება იგრძნო თავისუფლების – საკუთარი
თავისაგან განთავისუფლების, მერე კი, არც წამაკითხა ისე დახია, მელნისა და ფურცლის თავისუფლებად ნაგრძნობი სიტყვები და ამით ახალი საფიქრალი გაიჩინა, თუ გამიჩინა: - ან რატომ წერდა?! – ან
რაღატო ხევდა?!
        მეც მომეძალა სევდანარევი დანანების ცივი ზმანება – წაკითხვა მინდოდა, ამიტომაც გამოვუშვი კალმის წვერამდე და აღარ
დავხევ – უეჭველად, დაუფიქრებლად, ელენე მიზის გვერდით და არ მინდა იმასაც საფიქრი მოემატოს – “ნაბოდვარებზე”! ელენე კითხვას მორჩა და გაეღიმა.
- სულელი ხარ შენ! ეს მითხრა მარტო, ალბათ, - არა სერიოზულად და გავიდა. თვალი გავაყოლე და აღმოვაჩინე, რომ მარტო დავრჩი, სულ მარტო, საკუთარ თავთან. არ მინდოდა ასეთი განმარტოება და ჩაღრმავება – შინაგანი მე-სი, ამიტომ ოთახში შევედი, სადაც უკვე დამშვიდებულ აკაკისთან მოველოდი მშვიდ საუბარს...

             

                თავი III

        ოთახში აკაკის მაგივრად რაღაც ფურცელი ვიპოვე, არ მინდოდა დაუკითხავად წამეკითხა, ჩემთვის განკუთვნილი წერილი არ
იყო და ამიტომ, მაგრამ ნახევარი საათის ლოდინის შემდეგ, რომ არ მოვიდა, გაბრაზებულმა ავიღე და კითხვა დავიწყე:
        “ხასიათი მაქვს უჟმური, საშინელი, ყველაზე და ყველაფერ-ზე გაბრაზებული, ზოგადად და კონკრეტულად, ვზივარ ოთახის მი-
ყრუებულ კუთხეში, შორს აქტიურად მოსაუბრე თანადამსვენებლები-
საგან, ნერვებს მიშლიან საშინლად, არაფრის გამო, უფრო და უფრო მემატება ნაღველი და დარდი, ადამიანს, ცუდ გუნებაზე მყოფს სხვი-სი ჟრიამული, თავსგადასული ბედნიერება, მოზღვავებული ემოციების გულუბრყვილო გამოვლინება და ყოველგვარი მხიარულება, ხომ კი-დევ უმატებს კენჭებს – უგუნურების სასწორს.
        უხასიათობას არ მაცლიან, ბობოქარს – ხასიათით, ჩვიდმეტ-
ნი ვზივართ ჰოლში და ყველას ნერვებს უშლის თურმე ჩემი უხასია-თობა, არადა – პირიქით, თითოეული ერთად აღებული და ცალ-ცალკე განხილული მიმატებს დარდებს. ერთი მეგობარი მეკითხება, მხოლოდ – რა გჭირსო?! – მესამედ გამიმეორა უკვე, ნუთუ ვერ მიხვდი მეგობარო, შენს მეტს არავის აინტერესებს ჩემი დარდები, შენ კი, შენი კეთილი ინტერესით კიდევ უფრო მიმატედ სევდის მდინარეს,
წვიმს სულში გადაუღებლად და ემატება და იმღვრევა ადამიანი, არ ვიცი, გაუძლებს თუ არა ჯებირი – მოზღვავებული დარდის მორევს?!
რომ გადმოვიდეს, რას ვიზამ მერე?! – დამცინიან პირდაპირ, მღერიან ისევ, აღარც ჯებირი მიშველის ახლა და აღარც ჩემს სახეზე გამოხატული სრული სიმშვიდის ნაკვთებში მიმალული ბობოქარი სული, ავდგები და გავალ აქედან, წესების საწინააღმდეგოდ, მაგრად გავიჯახუნებ კარს, უკან რომ არავინ გამომყვეს და ზედმეტი კითხვებით თავი არ მომაბეზროს, თორემ თუ აქ დავრჩი, დავიყვირებ ბოლო ყვირილით, მაგრად ვაწყენინებ ვიღაცას – უდანაშაულოს, უნებლიედ და ალბათ მერე ვიფრენ სამუდამოდ, ან გავაფრენ,
ღმერთმა უწყის, რამდენ ხანს იმღერებენ...
          Hაპპყ Eნდ – ებზე საუბრობენ და არ მაცლიან დარდს უსასრულოს, ყვირილი მინდა გესმით?! რაც დამიწერია აქამდე იმდენი ყვირილი და ვწერ მის მაგივრად, ხმა აღარ მყოფნის მისა...ვათე-ბულ...ს...”
        ხმა ვერ ამოვიღე, რომ დავამთავრე – გავქვავდი, გავშეშდი
ადგილზე, ვიდექი ქვის სვეტივით დაყუდებული, მინდოდა ნაბიჯი გადამედგა, მაგრამ კუნთები არ მემორჩლებოდა, ცოცხალ-მკვდარი
ვიდექი ოთახის შუაში, მიცვალებულის ფერისახე მქონდა, აღარ ვიცოდი რა მეფიქრა, ვისთვის მეთქვა, ან როგორ მეთქვა, ან რა მექნა,
ვინანე, მაშინვე რატომ არ წავიკითხე მეთქი, და შემდეგ ხმამაღლა გავაგრძელე: - რას აპირებს ნეტავ, ეს გადარეული?! – საკუთარი თავისთვის პასუხის გაცემის შემეშინდა, ამ შიშით გამოფხიზლებულ-
მა, რელურად რომ აღვიქვი წაკითხულის სიცხადე და სიმძაფრე, შლეგურად გამოვვარდი ოთახიდან, ფურცელი იქვე დავაგდე, ჰოლში
გავვარდი გიჟივით – შეშლილი სახით, იქ არავინ იყო, სწრაფად ჩა-
ვირბინე მარმარილოს კიბეები, ფანჯრებიდან ვიყურებოდი, აივნებს და სახურავებს ვათვალიერებდი, არსად იყო აკაკი, მერე, პირველ სართულზე ადმინისტრატორს მივეჭერი, სწრაფად ამოსუნთქვის გარეშე ვეუბნები: - საშუალო სიმაღლის მამაკაცი ხომ არ გამოსულა,
152-ე ნომერში ცხოვრობს – აკაკი ქვია! ის კი, კონფიდენციალობის მომაბეზრებელი ფორმალობით მპასუხობს: - ჩვენ არ გვაქვს კონფიდენციალური ინფორმაციის უცხო პირებზე გაცემის უფლება!
მართალია მოვალეობას ასრულებდა, მაგრამ ნერვებზე ისედაც ვერ ვიყავი დალაგებულად და ამ პასუხმა მთლად გადამრია, კისერში წავწვდი დახლს იქით და მაგრად მოვუჭირე, არაო მითხრა საწყლად,
ვერ გაეგო საცოდავს, რამ გამაგიჟა ასე, აბა იმან რა იცოდა, რომ გადაფრენას აპირებდა საიდანღაც, ჩემი ოთახის მეგობარი, ანი ის საიდან უნდა სცოდნოდა, რომ ომავე ოთახში მცხოვრებმა ეს ახლა გაიგო და როგორმე ხელი უნდა შეუშალოს ადამიანის დაღუპვას.
          სხვენში ავვარდი და სახურავები მოვირბინე, გაფრენილის ძებნაში, არსად არ იყო, წარუმატებელი ძებნით შეშინებული და ამ გარემოებით გამოწვეული ფიქრებით შემკრთალი, რომელსაც მეშინოდა ნაფიქრის შესაძლებელი რეალურობის აღიარება, ნელი, გათანგული ნაბიჯით შევედი ჰოლში, იქ მხოლოდ ელენე დამხვდა
და მასაც მოვუყევი  აკაკის ამბავი. წყალი მოითხოვა და ოთახში შევიყვანე, იქ კი მიამბო, აკაკის ნაწერის მისეულ პასუხზე, რომელიც მან დაწერა წაკითხვის შემდეგ და რომელიც იქვე აღმოვაჩინე, პირველი ნაწერის გვერდით, წინად ყურადღება არ მიმიქცევია, ან როგორ მივაქცევდი?! – ასეთი ამბით გაოგნებული, ახლა კი, უფრო
დამშვიდებული ვიყავი, იმდენად, რამდენადაც ამ სიტუაციაში შეიძლება მშვიდად ყოფნა, უფრო რეალურად ვაანალიზებდი წაკითხულს და ახლა უკვე, უფრო რეალურად აღვიქვამდი გარემოს და ელენეს იმ ნაწერს, წინ რომ მედო და ვკითხულობდი.



                               
                    თავი  IV

        ცოტა ხანი, თხრობა ამ ადგილზე უნდა შევაჩერო, აუცილებლად, რადგან სანამ მე ამ ფირიაქში ვიყავი, მკითხველისთვი-საც შეიძლება მეტნაკლებად – ულაზათოდ, მაგრამ მაინც გადამეცა ჩემი განცდები – იმ დროის, ამიტომ შეიძლება თქვენც “მოითმენლად”
ელოდეთ აკაკის გამოჩენას, იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე დაამთავროთ კითხვა, რახან დაიწყეთ, ისე ზოგიერთი ალბათ ნანობს კიდეც, ეს სისულელე რამ გადამაფურცვლინაო, მაგრამ რავ ვქნათ:
“გემოვნებაზე არ დაობენ, მასზე მხოლოდ კამათობენ, ჩხუბობენ და
ომობენ კიდეც”, - ეს მერესთვის იყოს, ახალა კი, აკაკის დავუბრუნდეთ, რომლის ამბავიც ალბათ უფრო გაინტერესებთ, ვიდრე ჩემი მეგობრის წერილი, რომელსაც მოგვიანებით, მისდა დაუკითხავად, მაგრამ მაინც გაგაცნობთ, შეიძლება მისი სურვილის საწინააღმდეგოდაც, მაგრამ რა ვქნა, მეგობარია და გამიგებს, არც
თვითონ მისმენს, ზოგჯერ ბოლომდე...
        იმას ვამბობდი, აკაკი არავის უნახავს მთელი საღამო მეთქი, თან ვნერვიულობდი მისი იდუმალი წერილის და გაუჩინარების გამო,
ისე კი არხეინად დასეირნობდა საღამოს სილამაზეში შთანთქმული,
ბულბულების – ვარდების ბაღში, აზრადაც არ გაუვლია ის, რაც მე ვიფიქრე და შემდგომ სხვებს, მათ შორის ალბათ თქვენც გაფიქრებინეთ.
        დადიოდა აკაკი ბაღში, მთელი დღის მოწყენილობისაგან და
უხასიათობისგან დაცლილი, სულ არ ვაინტერესებდი მე და ალბათ სხვებიც, მარტო ყოფნა უნდოდა, ბუნების თვალწარმტაც სილამაზეში,
შორს – ჰორიზონტზე გაჰყურებდა ვარდის ფურცლებივით სისხლისფერ, მომაკვდავ მზეს რომელსაც ღრუბლები ნამის მძივებივით ჩამოღვენთოდნენ დამდანარ ბაგეზე, მზე იყო – სისხლის-
ფერი, ღრუბლები – დამდნარი, საღამო – ბინდისფერი, ბაღი – სევდი-ანი მოწყენილობისაგან, ბალახი – მწვანე, ზედ ბუნების ცრემლებად
გადმოსული ცვრის ნაღვენთებით, სველ ბალახზე კი იდგა აკაკი - მარტო, სიმწვანის ბურუსში გახვეოდა, ბუნების ნეტარებას მინდობილი, ხელში კონიაკის ჭიქით, თვალმოუწყვეტლად გასცქეროდა მომაკვდავ მზეს, დრო და დრო ჭიქას მიიტანდა ბაგესთან, სვამდა – ნელი, პატარა ყლუპებით, თვალს არ აცილებდა მზეს, არც სინანული, არც იმედი არც რამე გრძნობა არ იკითხებოდა მის სახეზე, მისი თვალები კი გასცქეროდნენ რაღაცას, სადღაც შორს – მზის იქით და ამ თვალებსი გამოსჭვიოდა დამატყვევებელი ძალა ადამიანის სიძლიერის და ამავე დროს სისუსტისა, რომელიც ძლიერდებოდა კონიაკის ყოველ მომდევნო ყლუპთან ერთად და უფრო
ახლოს მიიწევდა მზესთან, ალბათ მიაღწევდა კიდეც, ეს უკანასკნელი რომ არ ჩასვენებულიყო – ცის დასალიერში...
          რაზე ფიქრობდა ამ დროს, ნამდვილად არ ვიცი და ვერც წარმოვიდგენ, შეიძლება არც არაფერზე, უბრალოდ იჯდა შორს მომზირალი თვალებით, მანამ სანამ სრულმა უკუნეთმა არ შთანთქა ვარდების ბაღის სილამაზე, რომელიც ახლა მხოლოდ სიარულისას შეიგრძნობოდა, დაცვარულ ბალახზე ფეხის გახახუნებისას. მოდიოდა აკაკი, სრულ უკუნეთში, არც ვიცი რაზე მოფიქრალი, სისხლისფერი მზე ჩასვენებულიყო ცის დასალიერში, ბაღი კი იყო ისეთივე ლამაზი,
- ვარდებისთვის და ბულბულებისთვის, შეუმჩნეველი მხოლოდ ადამიანის თვალისთვის – უკუნეთ სიბნელეში, რომელიც მის რეალურობას მოლოდ ფეხის ცვრიან ბალახზე გახახუნებისას შეიგრძნობდა, მაშინ, როცა ტოვებდა მარტო, - შეყვარებულ ბულბულს – ვარდის კოკორთან.
          აკაკი  მოსული არ იყო, ელენეს წერილის კითხვა რომ დავამთავრე: “ – რა უცნაური ადამიანი ხარ. მართლა ბავშვი. ადამიანი რომ შემოგხედავს, ყველაზე ნაკლებად ალბათ სწორედ
ამ ბავშვს დაინახავს, მაგრამ მაინც ბავშვი ხარ. არ შეიძლება რამემ ასე დაგწყვიტოს გული, ასეთი განწყობა მოგხატოს სახეზე. მესმიც რაც გტკივა, ისიც ვიცი, რომ ყელში ამოგივიდა ამდენი უარყოფითი
აზრის მოსმენა საკუთარ თავზე, მაგრამ ჩემო კარგო, შენ ვერც კი ხვდები, რომ ასეთი აზრი ბრბოს გამორჩეულ ადამიანებზე უჩნდება მარტო. შენ ისეთი რამ შეგიძლია, რაც სხვას – არა, ამიტომ კლოუნის ნიღბებით სახემოთუთხნულები იცინიან შენს გაბედულება-ზე და პირველობისადმი სწრაფვაზე. გული არ დაიწყვიტო, თუ ვერ შეგამჩნიეს, ვერ შენიშნეს შენში ის, რომ გამორჩეული ხარ, იცოდე, ეს მაინც გამოჩნდება ოდესმე და შენ დაინახავ ნაგვიანევი სინანულის ნაოჭებს მათ სახეზე.

          იცოდე, აღმართს ყოველთვის დაღმართი მოსდევს, ყველაფერი კარგად იქნება. ბევრს უყვარხარ, გაფასებს, გენდობა და იმედი აქვს შენი. იცოდე ბედნიერი ადამიანი ხარ, რომ ასეთად დაიბადე, ყოველთვის ჩვენზე მძიმე ტვირთიც უნდა ატარო, ესეც იცოდე, მაგრამ ვიცი, შენ შეძლებ.

P.შ.  გახსოვდეს: არწივები ყოველთვის მარტო დაფრინავენ, ცხვრები 
    კი ერთად ძოვენ!” 
   
      წერილის კითხვა რომ დავამთავრე, ელენეს გავხედე, თვალებით ვეკითხებოდი:  ეს რა არის მეთქი?! სინამდვილეში, კი სავარძელში მძიმედ დავეშვი და იმედგაცრუებული ხმით, ისეთით, რომელიც ომში დამარცხებულ გენერალს ახასიათებს ვთქვი: - ვერაფერი გავიგე! ელენეს ვკითხე შემდეგ: - რა ბრბო?! რა განსხვავებები?! რა არწივი და ცხვრის ფარა?! – არაფერი მიპასუხა, უხმოდ გავიდა. მე კი, ვერ გავიგე, ამდენი სისულელე ერთად როგორ დამემართა, ვერაფაერი გავუგე ჩემი მეგობრის წერილს, მიწერილს მეორე მეგობრისადმი, რომელსაც მთელი ღამე ველეპარაკებოდი ხოლმე გათენებამდე, წინა დღით მომხდარ ამბებზე და მაინც, გამოვიდა, რომ არაფერი, უფრო სწორად – ვერაფერი გავიგე საბოლოო ჯამში.
      მკვდრის ფერი მედო სახეზე, ოღონდ ისეთი კი არა, შიშისაგან რომ მქონდა ცოტა ხნის წინათ, არა, მოლოდინისფერი უფრო იყო ეს, დაბრუნებულ აკაკისთან შეხვედრის მოლოდინისფერი გადამკვროდა სახეზე, სავარძელში მშვიდად ვიჯექი, როდენის “მოაზროვნესავით”, რომელიც სინამდვილეში არც არაფერზე არ ფიქრობს და ველოდი მომენტს, როდესაც ჩემი ფიქრის საგანი წარსდგებოდა ჩემს წინაშე...

      თხრობას იმ ადგილიდან განვაგრძობ, ფიქრებით დაღლილს აკაკის მზერა რომ შემომეფეთა მომაკვდინებლად:
- რას ფიქრობდი?! გამაგებინე, გიჟი ხარ, თუ სულელი?! რამ გაფიქრებინა ეს სისულელეები, განა ვგავარ ასეთ ადამიანს?! - არა! ღირს რამე ამქვეყნად ადამიანის ფასად?! – არაფერი! აკაკი უკვე ყვიროდა, მის ხმაში იგრძნობოდა გაბრაზება და თავშეკავებული ზომიერება, და ეს ხმა უფრო ნათლად მაგრძნობინებდა ჩემს შეცდო-
მას, რომელიც უნებლიედ მომივიდა, გაუფიქრებლად, - ხასიათით ფიცხს. – შენ რა გგონია, როგორ ცუდადაც არ უნდა ვიყო, ასეთ სისულელეს არც კი გავიფიქრებდი! ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ უდუდესი სისუსტეა ადამიანს ბუნების, გაქცევა საკუთარი თავისა და პრობლემებისაგან, -  არ ახასიათებთ ძლიერ ადამიანებს! ესეც რომ არ იყოს, მიზეზი არ უნდა თავის დაღუპვას?! განა შეიძლება ადამიანს უბრალოდ მოუნდეს და სახურავიდან გადაფრინდეს სრულიად უმიზეზოდ, თუ რა თქმა უნდა გიჟი არ არის! ეხლა თქვენ მითხარით, მე ვარ გიჟი, თუ თქვენ სულელი?!
            პასუხი ვერაფრით გავეცი ადამიანს, რომელმაც ნართაუ-
ლად სულელი მიწოდა, რა მექნა, შევცდი და ხმას ვერ ვიღებდი, ის კი განაგრძობდა, გულის გამაწვრილებელი, სერიოზული, გაბრაზებუ-ლი ტონით:
- ესღა მაკლდა, სხვა რომ არაფერი, მთელი კვირა ჩემზე ილაპარაკებენ თქვენი წყალობით, სადაც გავალ ყველგან თვალი უნდა გამომაყოლონ, ჭორ-მართალს ღმერთიც ვეღარ გაარკვევს, ისეთი ამბავი იქნება, ან იმ საწყალ ადმინისტრატორს რაღას ერჩოდით, გული რომ გაუხეთქეთ კინაღამ, ჩადით და ბოდიში მოუხადეთ, სხვა თუ არაფერი, კარგ ტონად მაინც ჩაგეთვლე-ბათ...
- ელენეს მეტი არავისთვის არაფერი მითქვამს, გაჭორვას გადარჩებით. - თავის მართლებას არ ვაპირებდი, მაგრამ მაინც ვკითხე მის ნაწერზე, ელენეს პასუხზე და იმ აზრზე, რომელიც მასში იმალებოდა, ლამაზად გამოყვანილ ასოებს მიღმა, ფურცლის ზედაპირზე.
- კიდევ კარგი, ჭკუა ამაზე მაინც გეყოთ. ეს თქვა და ოდნავ დამშვიდდა. – ჩემს ნაწერს რაც შეეხება, უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვიყავი. – აშკარად ეტყობოდა, რომ არ მეუბნებოდა სიმართლეს და მაინც, აღარ ჩავეძიე, ან რა უფლება მქონდა, ამ სიტუაციაში. ამ ახალგაზრდას სხვებზე ლაპარაკი უფრო უყვარდა, ვიდრე საკუთარ თავზე, ამიტომაც ელენეს წერილზე დაიწყო საუბარი: - ბავშვი რატომ ვარ არ ვიცი, არც ის ვიცი, რა წარუმატებლობას გულისხმობდა, (აქაც არ მითხრა სიმართლე, რომელიც ალბათ მხოლოდ მას და ელენეს უნდა სცოდნოდათ) რაც შეეხება უარყოფით აზრებს, ეგ უფრო გავს სიმართლეს, უკვე ისე შევეჩვიე, რომ თითქმის ჩვევად მექცა მათი მოსმენა, თითქოს რეაქციაც აღარა მაქვს უკვე, მომაბეზრებელი ადამიანების შაბლონურ შენიშვნებზე. “ბრბოზე” და “არწივებზე”
არ დაიჯეროთ, ალბათ მამხნევებს, თითქოს გული რომ არ გავიტეხო, არ დაიჯერება მაგი, ელენეს პირადი აზრია, ალბათ,
ისიც გადაჭარბებული და დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ მაგას.
        მორჩა აკაკი განხილვას და აივანზე გავიდა, მე კი დავრჩი მარტო ოთახში, ფიქრებისა და გრძნობების ამარა, პატარა ბავშვივით. მაგონდებოდა ის, ვისთანაც ყველაზე მეტად
მენატრებოდა, რომლისგანაც ყველაზე შორს ვიყავი, რა ვქნათ, ასეთია განგება, (აქ ზოგს შეიძლება გაეცინოს – რასაც ვერ

ვხსნით, ან არ გვინდა, რომ ავხსნათ, ყველაფერს განგებას მივაწერ-
თო, იტყვიან ალბათ) რაც გინდათ ის თქვით და იფიქრეთ, მე კი მაშინ ვფიქრობდი ჩემთვის საყვარელ ადამიანზე, რომლისთვისაც ალბათ ახლაც უკანასკნელი ვარ ადამიანთა რიგში...
       
          შუქნიშანი ანთებს მწვანეს და შევდივარ, გამშვებში ვიხდი ორ ლარს, ძლივს ვაყენებ ავტომობილს გაჭედილ ავტოსადგომზე, - საქართველოა პირდაპირ...
          კარი იღება და შევდივარ აეროპორტში, ხალხში გეძებ, არ შემიძლია ერთ ალაგას ჯდომა, ვწრიალებ, დავდივარ, დავდივარ,
უაზროდ ვაცეცებ თვალებს, მეორე სართულზე ავდივარ, უკეთ მინდა
გადავხედო გასაფრენებს და გამოფრენილებს... (რას ვგულისხმობ, მე
თვითონ არ ვიცი!) ოხ, აკაკი! ფიქრებშიც ჩამყოლია შენი ნავარდი...
          ბარგის განყოფილებასთან გხედავ, შავი შარვალი გაცვია, თეთრი ზედა, ზედ აწერია : Lიფე – Eნერგყ – Lოვე – ცეცხლს მი-
კიდებს ეს ფრაზა, აბა რა მემართება – იცით?! უკან იხედები – მამა გეძახის, აქამდე არ მენახა მამაშენი, ახოვანი კაცი ყოფილა, წარმოსადეგი, დედაშენი ახლოდან არ გიცილებს, რა ქნას?!  - უკვე ენატრები, ჯერ კიდევ – გასაფრენი... კონდუქტორთან ავდივარ, ფულს და ფურცელს ერთად ვაჩეჩებ და ვეუბნები: ოთხს რომ ათი დააკლდება გამოაცხადე მეთქი, თვითონ გავრბივარ, არ ვიცი, რას ვაკეთებ, არ შემიძლია ამის ყურება, ვერ შევხედავ დედაშენს, მამაშენს – ალბათ კი, არ ვიცნობ და იმიტომ, შენ კი, ეჰ შენ, შენ სხვა დროს ვერ გიყურებ თვალებში და ახლა შენზე ფიქრით ვწითლდები,  მგონია ალმური ამდის და რომ გამოვიხედო, დავიწვები, ჩავიფერფლები უთუოდ.
            ამაზე ფიქრებით გამოვდივარ, გავრბივარ უფრო, გავურბივარ იმას, რასთანაც ყველაზე მეტად მინდა ყოფნა, რასაც მინდა მოვეფერო, გულში ჩავიკრა, ხელები დავუკოცნო, თმის თითოეულ ღერზე მოვეფერო, თვალები დავუკოცნო და ა.შ. ამავე
ჟანრში, რომ შემეძლოს... Uუ-სა-თუოდ...
            ოთხს ათი აკლია უკვე, მინდოდა გამესწრო ამ მომენტი-
სათვის, მაგრამ არა, ფეხს ითრევს ჩემში მეორე – მე, უფრო ოპტიმის-
ტი, და უფრო იმედიანი. რეალისტი ებრძვის ოპტიმისტს, ჩქარა ატარებს, ოპტიმისტი ფეხს ითრევს, ორი არწივი ჯიჯგნის ახლა ჩემს სხეულს, ულმობლად და უწყალობლად... ოპტიმისტი ერევა, მიჩაგრავს სიამაყეს, (ესოდენ უადგილოს) თრგუნავს თავმოყვარეობას და უკან ვბრუნდები...
           
            კონდუქტორი იწყებს და მე ვშრები, თვალს არ გაცილებ,
არც ვიწვი და არც ვიფერფლები – უბრალოდ ვდგავარ ქანდაკებასავით და და ველი... რე-აქციას... – ებს... ისმის პეტეფის დაუვიწყარი სიტყვები:
                      “ მიყვარხარ, ძლიერ-ძლიერ,
                        რაც გადის დრო და ჟამი...”
დაამთავრა კონდუქტორმა და დაამატა: - ახალგაზრდა მამაკაცისაგან,
- N.G. – ს. შენ წითლდები, არ ვიცი ვისი გგონია, ჩემი – არა ალბათ,
დედაშენის გრცხვენია ვიცი, მაგრამ რა ვქნა, - არ არსებობს ამქვეყნად სიყვარულზე უფრო დიდი გრძნოდა და შეყვარებულზე უფრო დიდი უბედურება...
            ...არ მეძინება, ალბათ ამიტომ ვწერ ახლა ამას, ბნელ ღამეში. იქნებ მირჩევნია შენ გაცილებდე - ქანდაკებასავით გაშეშებუ-
ლი – აეროპორტში, ვუყურებდე შენს აწითლებულ ლოყებს, ვტკბებო-დე შენი ტუჩების ცქერით, შენი თმების ლივლივით... ოღონდ ეს ყველაფერი იქნებ... არ ვიცი...
            ფიქრს  მოვრჩი და არ ვიცი, როგორ დავამთავრე, აეროპორტში დავტოვე ჩემი თავი, ქანდაკებასავით არც დამწვარი და არც ჩაფერფლილი, ისევ შენს მოლოდინში, ალბათ...



                თავი  V
 

              რომელიც IV თავში გავაერთიანე...



                        თავი  VI

              რომელიც საერთოდაც არ დაიწერა






                        თავი VII

                (უცნაური თავი)



      კედლებზე მიცოცავენ ჩემი აზრები მოძრავ ბზარებად,
ამპარტავნებას წაუღია თან სიამაყე, შავი მანტია ჩაუცვამს ღამეს, თეთრი ფერებით მაშინებს დილა, ცივად მეხება ბუნების სუნთქვა ყურის ძირებში, ქარი უბერავს...
      მუხლებში ჩამჯდარი ვდგები ნელ-ნელა, სვენებ-სვენებით,
კედელს ვეყრდნობი, მარჯვნიდან ქარი მიბერავს, არადა კედელია იქით, მარცხნივ მაბრუნებს, აქაც კედელი, წინაც კედელი და ზურგითაც კედელს ვეყრდნობი, ჯანდაბა, უკარფანჯრო ოთახში ვარ, ვიხედები ბეცივით და ვხედავ კედლებს, ვტრიალებ უაზროდ, კედლები, კედლები, ქარი უბერავს არადა, მზე მანათებს მაცხუნებ-ლად, ოღონდ ბნელა, საშინლად ბნელა, სირბილს ვიწყებ ოთახში,
დავრბივარ, დავრბივარ, გავურბივარ რაღაცას, მაგრამ სად?!–კედლე-
ბია ირგვლივ, ცივი, უძიროდ უფერული, უზომობ მაღალი, ჩემი კედ-
ლები.
          გავრბივარ, მაგრამ ოთახში ვარ ისევ, გავურბივარ საკუთარ თავს, შემოსაზღვრულს ისევ ჩემს მიერ, გავრბივარ და ისევ იქ ვარ, ერთ ადგილს ვტკეპნი, ვნერვიულობ, ვიხარჯები, მაგრამ არაფერი გამოდის, ირგვლივ კედლებია, ცივი და უხამური, ჩემი კედლები, რომლებიც მევე ამიშენებია თურმე და რომლებითაც ვსაზღვრავ გა-
რამოს, საიდანაც ქარის ზუზუნი და მზის დაუნდობელი სიბნელე მოჩანს.
          ფიქრებში ვარ გამოკეტილი, აღარც დავრბივარ, აღარც ვნერვიულობ, ვფიქრობ უბრალოდ, ძლივს შევიგნე, რომ ეს კედლები და ეს სიტუაცია, იმიტომ არის ჩემს გონებაში, რომ საკუთარ თავს
ჩავუღრმავდე, ვეძიო მასში მანკიერი ადამიანური თვისებები და კარგად გავავლო ისინი გრძნობების მოზღვავებულ მორევში, რათა იქიდან უფრო სუფთა ამოვიყვანო საკუთარი თავი, - მზეც თითქოს აღარ არის შავი და სულაც აღარ უბერავს ქარი, კედლებიც ინგრევა
თითქოს, როგორც უკვე ფუნქციადაკარგული ფიქრების კლდე, თავისუფლდები საკუთარი თავისგან, უფრო სწორედ, უკეთ შეიგრძნობ მას, უკეთ უგებ და ცდილობ კიდევ უფრო უკეთესი გახადო... განთავისუფლდით...


                    თავი VIII 

                                            “მე თქვენ არ მოგატყუებთ და
                                            მოგიყვებით იმას, რაც, საკუთარი
                                            თვალით ვნახე, თუ რა თქმა 
                                            უნდა, თვალებმა არ მომატყუეს...”
                                                                 
                                                              ანრი ბეილი.

          მე მოგიყვებით იმას, თუ როგორ ხსნიდა სიყვარულს კაცი, რომელსაც ცხოვრებაში პირველად უყვარდა. სიყვარულზე დიდი სიხარული არაფერია, მაგრამ არაფერს შეუძლია იმხელა ტკივილის და ტანჯვის მოყენება, როგორც მას...
- იცი როგორ?!
- მომიყევი!
- თითებიდან რომ დავიწყებ, თვალებამდე სანამ ავიყვან მზერას,
მკვდარი ვარ უკვე, ყველაფერი მიყვარს მისი, ლამაზი, ლერწამივით
თლილი ბროლის თითები, რომლებიც ხშირად მალავენ გრძნობას მის თვალებში, უძირო, ლამაზი თვალები, მათგან ყოველთვის გამოსჭვი-
ვის გრძნობა, რომელსაც ვერ აღწერს კაცი, მატყვევებელი და მბრძა-
ნებელი გრძნობათა, მიიჯაჭვავს შენს მზერას, მის ტუჩებზე, ვარდის
ფურცლებივით ვნებიანზე, ირმების ცრემლით დანამულ ლოყებზე,
რემლებსაც ფერუმარილად აყრია სიწითლე – მეფური ლალისა, სულიდან გადმოსული გრძნობის გამამჟღავნებელი ადამიანთა თვალის წინაშე. ლამაზი წამწამები, უფრო ლამაზნი ხდებიან, დასვე-
ლებულნი გადაჭარბებულად ნაგრძნობი ვითარების ადამიანური გამო-
ხატულებით. მიყვარს მე ეს თვალები და სულ მინდა ვუცქირო, როგორც შეყვარებული წყვილი უცქერის ვარსკვლავებით მოოჭვილ
ცას, და ამ დროს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ჩემთვის სხვა გარემოებას.
- ღიმილი?
- არ ვიცი, თვალს ვერ ვუსწორებ მეტად. მისი ღიმილი, ამ
ღიმილთან სიკვდილიც სანატრელია. ერთი გაღიმებით მკვდარი საოცნებო სიხარულით დავტოვებდი ადამიანებს, ის რომ არ მეგულე-
ბოდეს მათ შორის, მე – მოარულ ლანდს. მიყვარს მისი მოახლოებული ნაბიჯების იდუმალი ხმით გამოწვეული მღელვარება, მისი ხმის გაგონებით მოგვრილი შვება, მთელი დღის ნატანჯს და ეს დღე უსასრულოა ყოველთვის, ხოლო მასთან შეხვედრა ბედნიერების
მაცოცხლებელი წამი, რომლის არსებობაც მაძლებინებს დღემდე...
- რა გინდა მისგან?!
- მინდა ბედნიერი იყოს...
- შენ?!
- მე მხოლოდ მაშინ ჩავთვლი ჩემს ცხოვრებას აზრიანად, როცა
ვიგრძნობ, რომ ის ჩემთან ერთად არის ბედნიერი, მაშინ როცა ვიგრძნობ, რომ ერთმანეთის გრძნობებით ვსუნთქავთ, მაგრამ ეს ალბათ არასოდეს მოხდება... გვეყო ამაზე...ჯოჯოხეთურ წუთებს მიმატებ ამ კითხვებით იცოდე...

            ვიტანჯები, თავს ვიქნევ გვერდზე, ხელებს ვიფარებ, უეცარ მოძრაობებს ვაკეთებ, ახლაც ფოიეში ვზივარ და ვწერ, - ამას
თუ წერა ქვია, ვწერ ნათხოვარი კალმით – ნაჩუქარ ფურცელზე, მაგრამ რაც მთავარია, საკუთარ აზრებს ვანდობ მელნისა და ფურცლის იდილიას, იცი – მიყვარხარ! ახლა შორს ხარ ჩემგან და რამდენადაც განისაზრვრება ას სიშორე, იმდენად მეტად მენატრება შენი თვალები, მწველი – გარდაცვლილი მზის აისივით, ჩამწვდომი გულის სიღრმემდე, მომაკვდინებელი მონატრება მიშლის აზრებს, არ
შემიძლია გაძლება, ვზივარ თითქოს გაუნძრევლად და ვბორგავ შიგნიდან, სულიერად შიგნით, სულ შიგნით, სასიკვდილოდ განწირუ-ლი ცხოველივით, მაგრამ ამ დროს თვალებს არ მიხუჭავს შენი ნაზი
ხელები, ათი თითის ათი მაცოცხლებელი შეხების მოგონება მაბრუნებს შენთან, ლამაზი ღიმილი მატყვევებს სკამზე, ვარდისფერი ტუჩები გიფარავენ მის ციალს, დასწყევლოს ღმერთმა, ფიქრსაც არ მაცლიან შენზე, ლაპარაკობენ მოუთმენლად, დაუნდობლად. მირახუნებენ სიტყვის მარცვლები ყურების გრდემლზე, აუტანელია ამის გაძლება, მაგრამ შენი ბაგიდან გამოცრილი სიტყვა მახსენდება და პოლემიკაში ჩართული უცებ ვწყნარდები, ისევ შენზე ვფიქრობ – ვწერ, მახსენდები, შენი ნათქვამი სიტყვების გაგაების წყურვილი მკლავს, მახსენდება კონსტანტინეს დაუვიწყარი ფრაზა: “ვისაც უგრძვნია სიყვარული, მას განუცდია თავად სიკვდილი!” და თუ ეს ასეა, მაშინ მოვკვდე ადამიანო – სიყვარულით – შენი სიყვარულით.
            იცი მიყვარხარ, ნათლად და მალვით, და სიკვდილიც არას მაშინებს, ოდეს ასე მეყვარები უსასრულოდ, რადგან მოვკვდები მხოლოდ მაშინ, როცა აღარ მეყვარები, მეშინია ამის გაფიქრებაც კი,
არ შემიძლია და ვკვდები უშენოდ, შენზე შეყვარებული...

    -თურმე სიკვდილიც აღარ შეიძლება უსიყვარულოდ, გავიფიქრე გულში და ირონიანარევი ღიმილი გადამეკრა სახეზე...

            ...ზიან და არჩევენ, ვის სად უნდა წასვლა... ფული რომ მქონდეს, სად წავიდოდი – ღმერთმა იცის, თავს ვირთობთ და ვირჩევთ უბრალოდ საცხოვრებელს...
              სხვები მიდიან ამერიკაში – თავისუფლება სწყურიათ და შორს ელანდებთ, მაგრამ დაბრუნდებიან, თუ არა, უმრავლესობა ისევ იმ მარწუხებით შეიმოსება – თავისთავად... არ მინდა თქვენი
U.შ. – ური თავისუფლება, ეგ ისედაც მაქვს, რადგან ვერავინ შემიზღუდავს ფიქრს უსასრულოს... თავისუფალი კი, მხოლოდ მაშინ
ხარ, როცა ფიქრობ თავისუფლად.
              ზოგნი მიდიან გერმანიაში, “Oცტობერ – Fესტ” – ით გაკვირვებულნი, მე კი, შვედეთი ვამჯობინე ლუდის ქარხანებს, ქარვის დალალი მირჩევნია – სვიის ნაყლუპებს, ვიცრუე ურცხვად, არაფერიც არ შემტყობია, არც ერთი მინდა და არც მეორე – სინამდვილეში... ესპანეთი უსიტყვოდ მოვიშორე, - უბრალოდ მომწონს მეთქი, ვთქვი, მართლა მომწონს, ოღონდ არ წავალ, თანაც 1 წლით,
ჩამოვედი უკვე...
              რიოს კარნავალზე მიისწრაფვის საზოგადოება, ქრისტეს ქანდაკებას ეხვევიან – მონუსხულები, მაგრამ წავლენ – წა-
მოვლენ და მერე მათ დატოვებულ ნაგავს თვეობით წმინდავენ...
- არაბეთში რა ჯანდაბა გინდა?! ვეკითხები ჩემს თავს, ნავთობის
ყლაპვა წყლის მაგივრად, - მილიონადაც არ მიღირს, უცხო მიწაზე. რასისტი არ ვარ, მაგრამ წვრილთვალება, მრგვალსახიან იაპონელებს, ჩინელებს და მსგავსი ნაციის ჩამომავლებს ვერ ვეგუები ბავშვობი-დან, აბა იაპონიაში რა უნდა, ჩემნაირ ადამიანს?! ბრინჯის
ჭალებში სიარულს, ქარხნებში ღამეების თევას, ისევ ამ დაობებულ, მაგრამ სასიამოვნო ატმოსფეროს მქონე ფოიეში ყოფნა მირჩევნია...
- ავღანეთში გმირულად მოვკვდებოდითო, თქვეს. სიკვდილი თუ
გინდა ადამიანო, ავღანეთში რაღა დაგრჩენია?! – იფიქრებს ბევრი,
არც გავამტყუნებ, მეც ასე ვფიქრობ, სიკვდილს ყოველთვის მოვასწრებ, ავღანეთი რა ბედენაა, აქაც მომწვდება... ეთიოპია დავასახელე, - რატომ? – ვერ მივხვდი! – ალბათ იმიტომ, რომ გამამტყუნებელი ვერაფერი ვუპოვე და უდანაშაულო ადამიანივით – მართლად მივიჩნიე.
              - ამას რატომ ვწერ? – არც ეს ვიცი, უკვე ფურცელნა-ხევარი ვწერე და დავამთავრო მინდა, - ბოლოს და ბოლოს... ილის
უთქვამს: “არ ვსდევ ჟამთა სვლას, მე უცვლელი ვარ, მარად და ყველგან!” – მე რაღა დავუმატო?! – ცხოვრება ყველგან შეიძლება, თუნდაც სამუდამოდ, მთავარია როგორ ცხოვრებას მიიჩნევთ მართებულად, მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ... მე კი, ეჰ! მე... სულ ერთია, იმასთან ვიყო – ვისთანაც მინდა, იმას ვფიქრობდე – რაც მინდა, იქ ვიჯდე – სადაც მინდა, თუნდაც დღევანდელივით, იმას ვწერდე, - რაც მინდა, - ესეც დღევანდელივით, მერე კი, თუ გინდ გავიფანტო დროის მორევში, მერე კი ჩავთვლი, რომ მიცხოვრია,
- ისე, როგორც მინდოდა...

                კაცი, რომელიც ასე ფიქრობდა გრძნობების მოზღვა-ვებისას, ხდებოდა გულღია  და ემოციური, ჩვეულებრივ ცივი იყო დიპლომატივით, შეუვალი და მტკიცე, თითქოს უემოციოც, მაგრამ ამ ადამიანს არასოდეს გამოუჩენია სისუსტე და ზოგნი მის მგრძნობი-არობას მიიჩნევდნენ ამად, თუმცა მწარედ სცდებოდნენ, რადგან როგორც თვითონ ამბობდა – აკაკი, “ჭკვიანმა ადამიანებმა შეიძლება
იგრძნონ და იფიქრონ ჩემი სისუსტე, მაგრამ ვერასდროს დაინახავენ მას...” – და ეს კაცი, რომელიც ებრძოდა მასას და უპირისპირდებოდა საზოგადოებას, ასე ფიქრობდა, - უკიდურესი ნეგატიურობის დროს და ვაი რომ, ამ უარყოფით აზრშიც იყო სიმართლის მარცვლები, რამაც შეიძლება დაგაფიქროთ კიდეც – მკითხველო! (თუ ასეთები არსებობენ, რა თქმა უნდა)

- თო ბე, ორ ნოტ ტო ბე, ტჰატ ის ტჰე ქუესტიონ...                     
  ხორცის უგემური ნაჭერი ხარ – შენ – ადამიანო...
- რას ამბობ! – აღვშფოთდი, ეს როგორ თქვა მეთქი, ის კი 
  განაგრძობდა ძაგებას...
- უსარგებლოდ გამრავლებული ცხოველი ხარ – შენ ადამიანო!
  სუნთქავ, ჭამ, გძინავს, ცხოვრობ, არსებობ, მაგრამ ბოლოს მაინც
  კვდები – შენ ადამიანო...
          გაგიჟდა მეთქი უსათუოდ, ვიფიქრე, მაგრამ არ შევაწყვე-
ტინე, ბოლომდე გააგრძელოს, მინდა გავიგო, რამდენად ღრმად შეტო-
პა ამ გაუკუღმართებული აზრის მახრჩობელ მორევში...

- გიყვარს – ადამიანო?! – დაივიწყე, მაინც მოკვდება, ან შენ
  დაასწრებ, - შენ ადამიანო!.. კონფუცის უთქვამს, ერთ დროს:
  “არავინ შეიყვაროთ და არავის შეაყვაროთ თავი, ამიტომ არავისზე
  დაგწუდებათ გული, - როცა მოკვდებიან და არც თქვენზე
  დაწყდებათ გული, - როცა მოკვდებით, ასე კი, სიკვდილი ბევრად
  ადვილია!”
          ჩინური ვაი-სიბრძნით გაუტენია თავი ამ უბედურს... ვეკითხები: - გჯერა ამისი?! შენ ადამიანო! -  ის კი მპასუხობს ფილოსოფიურად: “ადამიანებს იმისი სჯერათ, რისიც უნდათ, რომ სჯეროდეთ!” – პასუხს მცემს და თან არაფერს მეუბნება – ფაქტი-
ურად, გაძვრენის უდიდესი ხელოვნებაა, ის კი აგრძელებს იქიდან, სადაც შევაწყვეტინე:
- თქვენ მიგაჩნიათ თავი არსებებად?! სიცოცხლის უფლება არა
  გაქვთ – თქვენ ადამიანნო!
- და ამას ამბობ – შენ ადამიანო?!
- კარგია რომ ხვდებით, მაგრამ ვინც უფრო მეტს ხვდება, ან მეტი
  იცის, იმათმა რა ქნან – ადამიანო?!
- თავი მოვიკლათ?! თქვენ დაგიტოვოთ ადამიანნო! (რამ წამომაცდე-
  ნინა ეს ფრაზა, რა სისულელე წამოვროშე, ალბათ აკაკის ნაწერი
  გამახსენდა და იმიტომ, ისე, კიდევ კარგი მტკიცედ უარყოფითი
  ტონით გამოვთქვი,  ვერ მოვახერხე ენის წვერზე დაჭერა და
  ამიტომ სანუგეშოდ, მხოლოდ მასში ნაგულისხმევი – არ გეთანხმე-
  ბის გაფიქრება მრჩებოდა, ის კი აგრძელებდა და ყოველ სულელურ
- უარყოფით და მიუღებელ აზრს, წინადადებას, ამთავრებდა
  სიტყვით – ადამიანო, რაც უფრო ამძაფრებდა, მის ნათქვამს და
  უფრო რადიკალურს ხდიდა მის პოზიციას...
- შექსპირს უკითხავს ორასი წლის წინათ...თქვენთვის უკითხავს –
  ადამიანნო! უკითხავს და წასულა – ადამიანი... ჩვენ გაგვგია და
  მოვსულვართ ადამიანნი...
- მაგრამ, ჩვენც ხომ წავალთ – ადამიანო... (ვეკითხები, მინდა გამოვ-
  ტეხო და ვათქმევინო, რომ ცედბა)
- წავალთ და დაგიტოვებთ – ადამიანნო...
  თო ბე ორ ნოტ ტო ბე... ის ტჰატ ა ქუესტიონ?! გესმით?! – ადამიანნო...
              ამ დროს მინდოდა გამეგლიჯა აკაკი შუაზე, მაგრამ
დავფიქრდი და ერთმა აზრმა გამიელვა თავში: - ან ეს კაცია ცოდო,
ამ ქვეყანაზე, ან ეს ქვეყანა, ამ კაცის შემყურე, ორივე შემთხვევაში
დასასრული ტრაგიკულია, რა ვუყოთ მერე?! – განა ცოტა იყო ადამიანთა მოდგმაში ისეთი, რომელიც ვერ უგებდა მის ეპოქას, ან ეპოქა ვერ უგებდა მათ. ისტორიას ახსოვს მათი ქცევები, - შეურიგე-
ბელი და ბობოქარი, რომელთაც ისინი ან ეპოქის სათავემდე მიჰყავდათ, უმთავრესად – რევოლუციონერთა წინამძღოლების რანგ-ში, ან უფრო ხშირად, მარტოობაში სასიკვდილოდ იმეტებდა მათ, ცივ და უნუგეშო ღამეში, მთვარის იმედად, მაგრამ ორივე შემთხვევაში, აღსასრულის შემდეგაც ისტორია აფასებდა მათ, პირველ შემთხვევა-
ში, აღიარება თანამედროვეობას ხვდებოდა წილად, ხოლო მეორენი, ბრბოს დაცინვის ნაფურთხში ჩამხრჩვალნი, აღსასრულის შემდეგღა მოიპოვებდნენ – ისტორიის მარადიულ აღიარებას. ეს კაცი კი, ან პირველ კატეგორიას ეკუთვნოდა, ან მესამეს, - რომელნიც მეორის მსგავსად კვდებიან, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ისტორის მათი გვარები არ ახსოვს, არც იმახსოვრებს და სიმართლე რომ ვთქვათ, არც არასოდეს დაიმახსოვრებს, რადგან ვერ გაუგია, - მათი ჯურღმუ-ლებში შთანთქმული ხმა, საზოგადოების მაღალი ფენებისთვის მიყურადებულს.


                     
                          თავი IX

                        (წინა თავის ახსნად)

          B”ბავშვთა სახლი, ცრემლნარევი ტკივილის გემო, ლოყებზე
ჩარბიან მარგალიტები და ტუჩებს მისველებენ, გემრიელია, სასტიკად გემრიელი, მახრჩობს მისი გახსენება, ყელი მიშრება, მაგონდება სხვისი მშობლები და ჩემი გემრიელი ცრემლები.
            გარემო – ცივი, მწველი მზით, სულ ზაფხულია და იყინები, გაკლია მზე, სხივები, სითბო, იცმევ, რომ გათბე და მით უფრო გცივა, რაც მეტად იმოსები, შორდები ყველას და იძინებ, ხედავ სიზმრებს, დაუვიწყარია, მხოლოდ აქ გაურბიხარ იმ რეალობას, მახრჩობელა ცრემლების გემოს, სიცოცხლეჩაკლული
სულების გაშმაგებულ გრძნობებს, გაათკეცევად ნაგრძნობ მარტოობის ნესტიან, დაობებულ სუნს, რომელიც Dდღითიდღე უფრო მაგრად გცემს, იძინებ და ხედავ, არა! გესმის, ფეხის ხმა, შავი ფეხსაცმელი საქმიანი ნაბიჯით მოუყვება კიბეს, კარს აღებს, გგონია,
რომ შენთან მოდის და ამ დროს გეღვიძება...
            ისევ დაობებული სულების სუნი, ისევ ცივი, გამყინავი
გარემო, ისევ ცრემლების გემო და მერე ისევ ვიღაცის იმედისმომცემი
ფეხის ხმა, ისიც სიზმარში...”

- ალბათ მისი ასეთი ბავშვობით თუ აიხსნებოდა, მისი უხეში, მაგრამ
  თბილი და კეთილი ხასიათი, სიამაყე და მუდამ მარტო ყოფნის
  სურვილი. ერთხელ ვკითხე:
- სულ მარტო რატომ ხარ?
- მე მარტო არასდროს ვყოფილვარ! – ვერ გავიგე რას გულისხმობდა
  და თავით ვანიშნე, - განაგრძე მეთქი. – ღმერთი ყოველთვის
  ჩემთანაა და თან საკუთარ თავს არასოდეს გავურბივარ, როგორც
  ხედავ, მინიმუმ ორი ადამიანია ყოველთვის ჩემთან. ხალხში ყოფნა
  ყველაზე ნაკლებად მიყვარს, არ მომწონს კუდაბზიკა საზოგადოებ-
  ის ელიტარული წევრები, რომლებიც საერთო აზრს ქმნიან და
  რომელთაც – უგუნურნი, - “ნაღებ საზოგადოებას” უწოდებენ.
  ჭორების და სხვების განხილვის, დაცინვის და გაკრიტიკების მეტი,
  საქმე რომ არაფერი აქვთ, თან თავი ყველაზე მაღლა უჭირავთ,
  მაგრამ მებრალება ისინი, რადგან ვერ ხვდებიან, უგუნურნი, ქარი
  რომ დაბერავს, პირველად სწორედ ზეაწეულ თავთავებს დააყრევი-
  ნებს თავებს. ასეთ ხალხთან ურთიერთობა კარგის არაფრის მომცე-
  მია ადამიანისთვის, ამიტომ მეც ვერიდები მათ. მიყვარს უბრალოებ-
  ის მშვენიერება, ადამიანური გრძნობების გამოხატვის თავისუფლე-
  ბა, ზომის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ეს კი, მათთან რომ გააკე-
  თო, დაგცინებენ უსათუოდ. ამას ქვია ცხოვრება და არა იმას,
  ქედმაღლობით გათამამებული ადამიანები რომ აფურთხებენ დანარ-
  ჩენებს, მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავდებიან ისინი მათგან. გაგე-
  ცინება ალბათ, მაგრამ ასეთი შეურაწყოფა მესიამოვნებოდა კიდეც,
  რამეთუ ეს დამტკიცება იქნება, ჩემი აზრის ჭეშმარიტების. იფიქრეთ
  ამაზე, - ჩემო მეგობარო და გაერიდეთ ხალხს – მლიქვნელს და
  აფერისტს, რაც არ უნდა იყოს, არავის ენდოთ, ადამიანის შეფასე-
  ბის დროს, მიენდეთ მხოლოდ უფალს და საკუთარ თავს, ასე
  არასოდეს შეცდებით, ან თუ შეცდებით, საკუთარ შეცდომას სხვას
  ვეღარ გადააბრალებთ (ქართველები ვართ მაინც) და ამის
  გამოსწორებას შეეცდებით უსათუოდ. ეხლა ხომ გესმით, რატომ
  ვარ მარტო, საკუთარ თავთან?!
- მეგობრები მაინც საჭიროა.
- მაგას ვინ უარყოფს, ჩემო მეგობარო! განა იპოვით სადმე, ღმერთზე
  უფრო ერთგულ და გამგებ მეგობარს?! მაგრამ მიწიერებას
  დავუბრუნდეთ, მეგობრები აქაც საჭიროა და მათ ნაკლებობას
  ნამდვილად არ ვუჩივი, სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ყოველ-
  თვის, ყველა ადამიანს და არა იმას, ვისაც თავი ადამიანი ჰგონია,
  სინამდვილეში კი, მისგან დარჩენილი ჭუჭყია, მტერი უფრო მეტი
  ჰყავს, ვიდრე მეგობარი... მე მოწინააღმდეგეებსაც პატივს ვცემ,
  უდიდესს, მხოლოდ ღირსეულებს, დანარჩენებს კი, პირში მოცინა-
  რებს და ზურგში დამცინავებს, ჭიაყელებივით გავსრესდი, რომ
  შემეძლოს, ჩვენდა სამწუხაროდ კი, ასეთი ადამიანები არიან
  უმრავლესნი, ადამიანთა, თუნდაც მოწინააღმდეგეთა შორის.

            ასე განსხვავებულად ფიქრობდა ეს ადამიანი ბავშვო-ბიდანვე, მარტოობას მიჩვეულს, ჩვევად ქცეოდა ეულობის თეთრი პერანგი და სულ არ აწუხებდა ეს, არც არავითარ უხერხულობას, როგორც ლათინური ენით განებივრებულები იტყვიან - დისკომფორტს
უქმნიდა. ალბათ მისი მსგავსი, რომ ეპოვა ვინმე, უბედნიერესი იქნე-
ბოდა, თქვენც ალბათ იგივეს იგრძნობდით მის ადგილზე, თქვენი
გამგები ადამიანი რომ გეპოვათ, - მოხეტიალე სულების უდაბნოში,
ადამიანი, რომელთანაც თავს მშვიდად და თავისუფლად იგრძნობდით,
მაგრამ როცა იცით, რაოდენ რთულია მისი პოვნა, როცა გაქვთ
გამოცდილება, - თითქოს ნაპოვნის დაკარგვისა, იმედგაცრუებული მდგომარეობა და ფიქრები იმაზე, რომ ის ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ეძებდი, მაშინ თითქოს ხვდები, რომ ძებნას აზრი აღარ აქვს. აღარ გინდა, კიდევ დარჩე მოტყუებული და ისევ იდარდო საკუთარ მარტოობაზე, ამიტომ ეჩვევი ამ სიტუაციას, ნელ-ნელა იწყებ
ფიქრებში საუბარს საკუთარ თავთან, თითქოს საიდუმლოს ანდობ – ერთგულ მეგობარს და სწორედ მაშინ შეიცნობ შენს პიროვნებას
(ამას თუ გააკეთებთ, უფრო ბედნიერები გახდებით, იმის მიუხედავად,
რაოდენ ბედნიერები ხართ ახლა) და როგორც ადრე უთქვამთ,
ბრძნადმეტყველებს, - “ვინც სხვას შეიცნობს, - ჭკვიანია და ძლიერი,
ხოლო ვინც საკუთარ თავს – ბრძენი და დაუმარცხებელი”, შენც თითქოს დაუმარცხებელი ხდები, თან ეს გრძნობა გიმატებს ამპარტავნებას, (აქ უკვე იწყება პერიოდი, როცა ესოდენ სასარგებლო
ჩაღრმავება საკუთარ თავში, უარყოფით უკუჩვენებებს გამოიწვევს ხოლმე, ამიტომ სჯობს – შინაგნ მესთან საუბარი ამ ეტაპზე შეწყვი-
ტოთ, დროებით მაინც, გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებ-
ლად) ამპარტავნებას ემატება სიამაყე და დამღუპველი თავდაჯერებუ-
ლობა (სხვა შემთხვევაში, ეს უკანასკნელი დადებით თვისებათა
შორის იქნებოდა, ნორმის ფარგლებში, ან ოდნავ გადაჭარბებულიც კი, ამ შემთხვევაში, თავის ორ უფროს ძმასთან ერთად, ნამდვილად
დამღუპველია) ეს სამი თვისება ერთად, აუტანელს ხდის ადამიანს,
ხშირ შემთხვევაში, რადგან მათ გამო ხდება ისეთი ქცევების გამოვლინება, რომელიც საზიანოა, თვით ამ ადამიანისთვის და უსიამოვნო – იშვიათად, უფრო – შეურაწმყოფელი – გარემოსათვის,
დანარჩენებისთვის. ასეთი ადამიანების გაგება – საკმაოდ რთულია,
უკიდურესად მაშინ, როდესაც ისინი ამ თვისებებს ავლენენ, ხოლო როცა მათში იღვიძებს ადამიანური თვისებების დადებითი მგრძნო-
ბიარობა, გარშემო მყოფებს ჰგონიათ, რომ, ისინი თამაშობენ, სიკეთის
ნიღბებს იფარავენ,  თვალთმაქცობენ, “პადხალიმობენ” და ა.შ. მხოლოდ ერთეულები თუ იფიქრებენ, რომ ისინი ასეთები არიან სინამდვილეში და ზემოთ ჩამოთვლილ დამღუპველი თვისებების
ნიღაბს, ძალაუნებურად იფარებენ, ხშირად საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, საზოგადოების “ზოგიერთი” ფენისგან თავდასაცა-ვად. მათ შეუძლიათ იყვნენ დაუნდობელნი, ამ დროს, მაგრამ ხშირად
მათში არსებული ადამიანობა არ აძლევთ მათ ამის უფლებას, მაგრამ
ზოგჯერ, როცა ადამიანური ბუნება ვერ უმკლავდება ხასიათის სიჯიუტეს, მათ შეუძლიათ ისეთი ქცევების ჩადენა, რომელთაც შემდეგ, დამშვიდებულ გულზე, გულწრფელად ნანობენ კიდეც, მაგრამ ხშირად ამ სინანულს საკუთარ თავში იკლავენ, რამეთუ ჰგონიათ, საზოგადოებაში – სისუსტედ, ან მათი პიროვნების დამამცი-რებელ გარემოებად არ ჩაუთვალონ.
            მეტად რთულია ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა და
სწორედ ასეთი იყო აკაკი, რომლის ნამდვილ სახესაც, მე მხოლოდ ჩვენთან, ოთახში ვხედავდი, ძილის წინ, დღის მოვლენებზე საუბრი-
სას და მათი განხილვისას. ამით ის არ იფიქროთ, რომ სხვა დროს ის თამაშობდა, არა, უბრალოდ რაღაცნაირად სხვანაირი ხდებოდა, ყველასთან თუ არა, უმრავლესობასთან მაინც, იყო საკმაოდ ზრდილობიანი, გამაღიზიანებლადაც კი, მაგრამ უცებ, სიფიცხით, რაღაც დაემართებოდა და წამისებურად იცვლებოდა, ისე, ვინც მას არ იცნობდა, (ასეთები კი, უმრავლესობა იყო, არც ჩვენ ვიცნობდით მას, - ბოლომდე, მაგრამ იმათზე უკეთ გვესმოდა მისი) ამ მომენტს,
ნიღბის შეცვლის და ახალი მოქმედების დაწყების მომენტს უწოდებდნენ.
       
                 

                            თავი X

                    (თავი – ბოლო – დასკვნად)

            ეს უცნაური ადამიანი, რომელიც ასეთ წინააღმდეგო-ბაში მოდიოდა გარემოსთან, ადამიანებთან და თავად საკუთარ თავთანაც კი – შეყვარებული იყო, ოღონდ ამაზე არასდროს საუბრობდა, უბრალოდ მოქმედებდა “სულელზე უარესად, ასე მოქმედება კი, მხოლოდ შეყვარებულ სულელებს შეუძლიათ.” (მთლად
პირდაპირაც ნუ გაიგებთ)
- წამოდი, დახმარება მინდა შენი!
- მოვდივარ, მაგრამ სად, არ მეტყვი?! – კი გამიხარდა, ვიღაცისათვის
დახმარების გაწევა რომ შემეძლო, განა თქვენ არ გაგიხარდებოდათ,
მაგრამ ხომ უნდა მცოდნოდა, სად მივყვებოდი.
- წამოდი, ცუდი არაფერია, უბრალოდ პატარა საქმეში უნდა მიშვე-ლო.
            ეს პატარა საქმე, მეორე სართულის აივნამდე, არაორდინალური გზით, ყვავილებიანი თაიგულის ატანა აღმოჩნდა...
წითელი ვარდები უწესრიგოდ, მაგრამ ძალიან ლამაზად ეფინა მინდვრის ყვავილებს შორის, მოწნულ კალათში, თითქოს ამით ეუბნებოდა ადრესატს, ისევე გაოირჩევი ჩემთვის, როგორც ეს ვარდე-
ბი – მინდვრის ბალახეულობაშიო.
- მანდ ჰელიუმით გაბერილი ბურთებია, გამოაბი კალათას და აუშვი მაღლა, ოღონდაც თოკი მაგრად დაიჭირე, მეორე სართულზე მაღლა არ აუშვა. მე წავედი.
- კარგი. – ყველაფერი ისე შევასრულე, როგორც აკაკიმ მთხოვა, თოკი – პირველი სართულის ფანჯრის გისოსს გამოვაბი, თაიგული
ზედმეტად ზევით რომ არ ასულიყო და მე თვითონ დავიმალე, ადრესატს რომ არ დავენახე, მის ფანჯარას კი კენჭი ვესროლე, აივანზე რომ გამოსულიყო. – აივანზე გამოვიდა ღვთიური მოლანდება
ადამიანის სახით შობილი – ანა, მწიფექარვისფერი თმებით, ლაჟვარდოვანი თვალებით და ბროლის ღიმილით, ამ არსებამ სულ დამავიწყა, ჩემი – გაფრენილი – შეყვარებულს რომ ვეძახდი, თავის მოსატყუებლად, აეროპორტში ძეგლად რომ ვუდგებოდი, არადა იმას სულაც არ აღელვებდა ჩემი გაქვავება, - ვითომ სიყვარული. შეიძლე-
ბა შემედაოთ, - ვითომ სიყვარული არ არსებობსო, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია მოჩვენება იმისა, რომ გიყვარს და ეს მოჩვენება ანამ გააქრო ჩემს გონებაში.
              აკაკი შევიდა მის ოთახში უჩუმრად, სანამ ანა აივანზე
იყო გამოსული და მოულოდნელი ძღვენით გახარებული, (რამეთუ
ყველა ქალს სიამოვნებს ყურადღება – მამაკაცთა მხრიდან) დაფიქრე-
ბული დასცქეროდა ყვავილთა კონას. ოთახში ჩუმად შესულმა, ჩემი
ოთახის მეგობარმა,  - აწ უკვე მეტოქემ, მაშინღა გავაცნობიერე, რომ მეტოქე იყო, ვარდის ფურცლები მოფინა ანას საწოლზე, ლამაზი ბარათი დაუტოვა და უჩუმრად გამოიპარა იქიდან.
              ანამ ნახა ბარათი და ვარდის ფურცლებით მოფენილი ოთახი, მიხვდა ვისიც იყო და გაუხარდა. მეორე დღეს, აკაკი არ დაბრუნდა გათენებამდე, ამიტომ აივანზე გავედი, იქიდან – ანა დავინახე, და ამ შეხედვამ საბოლოოდ დაანგრია ჩემი ქანდაკება აეროპორტში, ჩამოფრენის მოლოდინში მდგარი, მაგრამ მის გვერდით დავინახე აკაკი – სიყვარულისგან გაგიჟებული - ჩემი მეტოქე, კაცი,
რომელსაც ჩემს ოთახში ეძინა და ამ დროს გამიელვა საშინელმა აზრმა, - მოვკლავ უსათუოდ. შემაძრწუნა ამ ფიქრმა, გავკიცხე საკუთარი თავი, რა ეშმაკი შემიჩნდა მეთქი, მაგრამ მომეწონა ეს გაფიქრება, ამ დროს კი ტკბებოდა აკაკი, ღამის სიმყუდროვით, რომე-
ლიც ბულბულების ბაღის წიაღში სუფევდა, ახლაც წინანდებურად უყურებდა აკაკი – თავის მზეს, ამომავალს და დიდფეროვანს – მა-
ცოცხლებელ – ანას, ხელი-ხელზე მოეჭირა მაგრად, მეტი არ ვიცი, არ შემიძლია ამის წერა, ან თქვენ შეძლებდით, წეროთ თქვენს სიყვარულზე, სხვის ხელში, სიყვარულზე,  რომელიც სხავ ეკუთვნის და ამ ფიქრებმა სულ მთლად გადამრია - მოვკლავ უმჯობესია.
   
            მოვკალი კიდეც, არც ბალიშით დამიხრჩვია, არც მომიწამლავს, არც მისროლია მისთვის და არც ანას გამო არ მომიკლავს, არა, მე ბედნიერი ვიქნებოდი, თუ ანი მასთან იგრძნობდა
თავს ბედნიერად, ამიტომ არ მომიკლავს ის, მეშურნეობის გამო.
- მაშინ რატომ მოვკალი? ( იკითხავ მკითხველო, თუ ასეთები საერთოდ არსებობენ) – რატომ და დაღუპვდა ის ანის, რამდენიმე თავის წინ, თუ გახსოვთ გითხარით, აკაკისნაირი ადამიანები, ან უსახელოდ მოკვდებიან – დიდ მიზნებს შეწირულნი, ან თავად დაღუპავენ ქვეყნიერებას მეთქი, აკაკი კი, თავის დაღუპვით – ანასაც
გადაიყოლებდა და მოკლავდა იმ ერთადერთ სიყვარულს ჩემსას, -
რომელსაც ნგრევა შეუძლია მლიქვნელი მანკიერებისა– ვით ის ქანდაკება, და აღზევება – ჭეშმარიტი გრძნობებისა. მე არც ანის დაღუპვა მინდოდა და არც დანარჩენი ქვეყნიერების, ამიტომ უნდა დაღუპულიყო ჩემი ოთახის მეგობარი, ფილოსოფიურად მოაზროვნე ადამიანი – აკაკი, რომლის პიროვნებაც, - მილიონიდან ერთ შემთხვე-
ვაში მოუტანდა მას და ამ ქვეყანას – წარმატებას, მე კი, ასეთი თანაფარდობის დაშვება არ შემეძლო და მის ტრაგიკულ სიკვდილს,
დიადი მიზნებისაკენ მიმავალ შუა გზაზე, მისი მოკლვა ვამჯობინე, -
გზის დასაწყისში...

- როგორც იქნა, თქვენ სრულიად ჯანმრთელი ხართ, -  მითხრა ელენე ექიმაა და სამუდამოდ გამწერეს ფსიქიატრიულიდან, რადგან მე მოვახერხე მომეკლა ადამიანი, რომელიც ყოველთვის ჩემს ოთახში ცხოვრობდა, რადგან ის იყო მეორე პიროვნება – ჩემს აზროვნებაში,
მე კი ის გუშინ მოვკალი და სამუდამოდ გავნთავისუფლდი, მაგრამ საფიქრალი დამრჩა ერთი, - ნუთუ მისი ლანდი აღარასდროს მომასვებებს?!
- მაინც, როგორ მოახერხეთ ეს?!


         
                  დასასრული
     
          აქ დავამთავრებ თხრობას, ალბათ საკმაოდ მომივიდა უკვე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩემი სათქმელი მაინც ვთქვი და მკითხველმა თუ ვერ გამიგო, ეს ალბათ ჩემი ბრალია, რამეთუ ცუდად გადმომიცია მაშინ ჩემი აზრები და მაინც, თუ გაიგეთ, მაშინ დაფიქრდით, თქვენს
თავში არსებულ მეორე მეზე, რომელიც მეტ შემთხვევაში თქვენი თავის პირდაპირი უარყოფაა, მე არასოდეს შემოგთავაზებთ მისგან
განთავისუფლებას, რამეთუ ეს დამრუპველია ადამიანისათვის, არა,
უბრალოდ დაფიქრდით და მოუსმინეთ მას, რამეთუ კამათში იპოვით
ჭეშმარიტებას, მაგრამ მთავარი მხოლოდ ეს როდია, - ბედნიერია
მხოლოდ ის, ვინც შეიცნობს საკუთარ თავს. – დავიჯერო არ გინდათ
იპოვოთ თქვენი ბედნიერება? – მოუსმინეთ მას, ვინც ამაში დაგეხმა-რებათ, ენდეთ შინაგან მეს, სხვა თუ არაფერი ის არასოდეს მოგატყუებთ... “შეიცან თავი შენი”... ბედნიერო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები