 | ავტორი: როლანო ჟანრი: საბავშვო 24 ოქტომბერი, 2009 |
თავი მეორე
დელფინომ ზემოთ აიხედა და ცაში ნაცნობი ნათება შენიშნა, რომელიც ნელ-ნელა ახლოვდებოდა და მისთვის კარგად ნაცნობი, ოქროსფერ სხივებში გახვეული ულამაზესი ქალის გამოსახულებას იღებდა. - თაია, თაია, - წამოიძახა აღტაცებულმა ზღვის მეფემ. - არა, არა, არ დაუძახო. ეგებ ვერ შეგვამჩნიოს. ეგ თაია არ არის. - შეშინებული ყვიროდა კაცკაცულა. ამასობაში ქალი მიუახლოვდა კუნძულს და ცოტა მოშორებით აქოჩრილი ზღვის ზედაპირზე ჩამოჯდა. მის შემხედვარეს გეგონებოდა, ძალიან მოხერხებულ, რბილ სავარძელში ზისო. -თაია როგორ გამახარე მოსვლით. - გამოელაპარაკა დელფინო ქალს. - გამარჯობა პატარებო, - მიმართა ნათების მსგავსმა ქალმა კუსკუსასა და კაცკაცულას, ისე რომ დელფინოსათვის ზედაც არ შეუხედავს. ზღვის მეფე დაიბნა. შეშინებული პატარები კი ერთმანეთს ეკვროდნენ და რაღაცაზე გამწარებით ჩურჩულებდნენ. - თაია, შენ იცნობ ჩვენს პატარა კუნძულელებს? - ჰო ჩემო ბიჭუნა, ვიცნობ და სწორედაც მათ წასაყვანად მოვედი. - როგორც იქნა გადმოხედა დელფინოს ქალმა. - თაია, რა დაგემართა. როგორ შეცვლილხარ. ქალმა გადაიკისკისა. - ჰო შევიცვალე და გადავწყვიტე, ეს პატარები ჩემთან წავიყვანო. - სად უნდა წაიყვანო თაია, ესენი აქ ძალიან კარგად გრნობენ თავს. - ჰოდა კარგად რომ გრძნობენ თავს, იმიტომაც უნდა წავიყვანო. ეყოფათ დასვენება და გართობა. - არა, არა დელფინო არ გაგვიშვა. მაგას “სილაბუსიაში” უნდა ჩვენი წაყვანა. გთხოვთ, გევედრებით, არ გაატანო ჩვენი თავი. - “სილაბუსიაში”? - დელფინომ ახლაღა შეხედა ქალს დაკვირვებით. ქალი ოქროსფრად კი ანათებდა, მაგრამ თვალების, ცხვირისა და პირის ნაცვლად შავი ხვრელები მოუჩანდა. - შენ თაია არა ხარ, ვინ ბრძანდები. ან საერთოდ აქ ვინ მოგიპატიჟა. - წამოიძახა გაბრაზებულმა დელფინომ. - მე დაპატიჟება არსად მჭირდება. სადაც მინდა წავალ და ვის გარეგნობასაც მინდა იმისას მივიღებ. - ახლა არ გამოგივიდა. წადი მშვიდობიანად საიდანაც მოხვედი. - სიბრაზე ემატებოდა მეფეს. - არა, მე ამათ გარეშე არ წავალ. თუ არ წამომყვებიან ძალით წავიყვან. - ახარხარდა მოსული. - აბა, პატარებო გაემზადეთ. - მართლა იმ რაღაც “სილაბუსიაში” მიგყავს? - დაინტერესდა დელფინო. - ჰო, “სილაბუსიაში”. იქ არის ამათი ადგილი. დიდებულები შიმშილით მეხოცებიან. - მრისხანედ წარმოსთქვა ქალმა. სირინოზის მაგვარი ხმა, ხავილის მსგავს ყეფაში გადაიზარდა. ქალს ოქროსფერი სხივებიც შემოეცალა და დელფინოსა და მის პატარა, ახლადშეძენილი მეგობრების თვალწინ ამაზრზენი შესახედაობის არსება-ღა დარჩა. - ის არის, ის. ასეც ვიცოდი. - წამოიძახა შეშინებულმა კუსკუსამ. - ვინ ის პატარავ, მითხარი. - გამოეპასუხა დელფინო. ამ დროს ახლადმოვლენილმა არსებამ ხელი გაიწოდა პატარებისაკენ, მაგრამ ვერ მისწვდა. სახე, ტანი და ხელები სლიპინა კანით ჰქონდა დაფარული, საიდანაც ლორწოსმაგვარი სითხე გადმოსდიოდა. რომელიც თვითონ საერთოდ არ აწუხებდა. პირიქით, ლორწოიან ხელს სახეზე მოისვამდა და ხვრელი, რომელიც პირის მაგივრობას უწევდა, ღიმილის გამოხატვის მიზნით საზიზღრად ეღრიცებოდა. სლიპინა-ლორწოიანმა არსებამ, კიდევ სცადა კუნძულს ხელით მისწვდომოდა. ვერ მისწვდა. სამაგიეროდ ხელმა ნელ-ნელა დაგრძელება დაიწყო. ხელი იზრდებოდა და იწელებოდა. ის იყო სლიპინა-სიმახინჯეს პატარები ჰაერში უნდა აეტაცა, რომ დელფინომ იმარჯვა. გოგო-ბიჭს ხელი სტაცა და კუსკუსასა და კაცკაცულასთან ერთად ზღვაში ჩაყვინთა. რამოდენიმე წუთში სამივენი მეფის დარბაზში აღმოჩნდნენ მონჩოსა და მანჩის გვერდზე. - მაინც წაგიყვანთ, მაინც გიპოვით და თქვენს თავებს ჩვენს უდიდებულესობას მივართმევ ვახშამზე. - თავგანწირვით ღრიალებდა დაუპატიჟებელი სტუმარი. - წაგიყვანთ, წაგიყვანთ. - ხმა ნელ-ნელა მინელდა და საბოლოოდ სრულიად მიჩუმდა. - წავიდა, გაფრინდა, - შვებით ამოიოხრეს კუსკუსამ და კაცკაცულამ. დელფინო ძალიან აღელვებული ჩანდა, ასეთი რამ ცხოვრებაში არ ენახა. ურჩხულები, რომლებიც ბრძოლის დროს იხილა, ამ ლორწოვან არსებასთან შედარებით ანგელოზებს ჰგავდნენ. - კუსკუსა, დაჯექით ახლა და მიამბეთ რა ხდება თქვენს თავს. - მიმართა დელფინომ. - მონჩო, რაიმე საჭმელი მოგვიტანე, მოშივდებოდათ პატარებს. კუსკუსა და კაცკაცულა გვერდიგვერდ დასხდნენ ერთ სკამზე, სადაც თქვენ წარმოიდგინეთ თავისუფლად ეტეოდნენ. ისეთი საყვარლები იყვნენ, რომ დელფინოს უნებურად გაეღიმა. - თქვენ როგორ უნდა დაგიშავოთ კაცმა რაიმე. - ჩაილაპარაკა თავისთვის. - ეგენი კაცები არ არიან. უფრო სწორედ ადამიანები არ არიან. - თქვენ ადამიანები ხართ? - კვლავ ღიმილიანი სახით მიმართა დელფინომ. - რასაკვირველია, ჩვენ ისეთი ადამიანები ვართ, როგორიც ღმერთმა შექმნა თავდაპირველად. დროთა განმავლობაში ხალხმა ტანად ზრდა დაიწყო და აი, ახლა თქვენნაირები არიან. ღმერთმა ჩვენ თავიდანვე “სილაბუსიაში” მიგვიჩინა ადგილი. ჩვენც ვცხოვრობდით მშვიდად. სულ სიამტკბილობაში და ერთმანეთის სიყვარულში ილეოდა ცხოვრება. თაობა, თაობას ცვლიდა, ჩვენ ტრადიციულ ზნე-ჩვეულებებს არ ვღალატობდით და არც დავფიქრებულვართ იმაზე, რომ ამ ქვეყნად ბოროტებაც არსებობს. ერთი ძალიან ცელქი მეზობელი გვყავდა, სულ იმის ინტერესი ჰქონდა, საზღვარს იქით რა ხდებაო. - არ წახვიდე რა. ხომ იცი, ჩვენ ქვეყნის დასალიერში ვცხოვრობთ. ჩვენს იქით არაფერი აღარ არის. - ვთხოვე მე. - წავალ, უბრალოდ გავიჭყიტები და უკან გამოვიქცევი. - არ მოიშალა თავისი და გაიქცა. მე და კაცკაცულა იქვე ვთამაშობდით. უეცრად ზემოდან, ჩვარის მაგვარი რაღაც ჩამოვარდა და ჩვენს ფეხებთან დაეცა. ჩვარმა თითქოს ამოიოხრა კიდეც. ოჰ, ეს რა საშინელება იყო. ტანსაცმელი ვიცანით. ბიჭი ვეღაცას შეეჭამა, ნარჩენი კი ჩვენსკენ გადმოესროლა. შორიდან ხრიალი მოგვესმა, მე და კაცკაცულამ მივიხედეთ და ეს სლიპინა არსება დავინახეთ. - დაარღვიეთ ხომ საზღვარი?! დღეიდან თითოეულ თქვენგანს იგივე ბედი ელის. ჩვენ ნაბრძანები გვქონდა არ გაგკარებოდით მანამ, სანამ რომელიმე თქვენგანი ჩვენს მიწაზე არ დაადგამდა ფეხს. - საზარლად ხრიალებდა ქალი. - ახლა ყველაფრის უფლება გვაქვს. ყოველდღე თითო ადამიანი თავისი ფეხით მოვა საზღვართან. თუ არა და ერთიანად გაგანადგურებთ. - ამოიხრიალა მოსულმა და გაფრინდა. დელფინო გაოგნებული უსმენდა ამ პატარა არსებებს და ნელ-ნელა სიბრაზე ყელში ებჯინებოდა. - შემდეგ, გააგრძელე. რა ჰქვია იმ ქვეყანას სადაც სლიპინები ცხოვრობენ? - არ ვიცი, ჩვენ ჯოჯოხეთს ვეძახით და ისე ამბობენ “ჯოხუსეთი” ჰქვიაო. - უპასუხა კაცმაცულამ. - “ჯოხუსეთი”? არც გამიგია. კარგი, გააგრძელე. - ამის შემდეგ თითო ადამიანი ქრებოდა ჩვენგან. თავდაპირველად მოხუცები მიდიოდნენ. “ჯოხუსელებს” კი ახალგაზრდები უნდოდათ და უკვე ნადირობაც დაიწყეს ჩვენზე. ერთ ღამეს ძლიერმა ნათებამ გამაღვიძა. თვალები გავახილე, ჩემს თვალწინ ულამაზესი ქალი იდგა. მიღიმოდა და ხელს მიქნევდა. მოდიო მანიშნებდა. - გოგონა წამოდი, გაგაცლი აქაურობას. “სილაბუსიის” რჩეული ხარ და შენი დაღუპვა არაფრით არ შეიძლება. ერთი დაიმახსოვრე, მე თაია ვარ. პლანეტა თაიას ქალღმერთი. არ შეცდე. ჩემი გარეგნობით რომ ვინმე გამოგეცხადოს თვალებით მიხვდები მე ვარ თუ არა. ჩემი თვალები არასოდეს იცვლის ფერს. - დაასრულა თაიამ ლაპარაკი და ღიათაფლისფერი თვალები შემომანათა. ქალმა ხელში ამიტაცა და ამაფრინა. თვალები დავხუჭე, ჩამეძინა. მხოლოდ თქვენს სოფელში გამეღვიძა, მაგრამ წარსული სრულიად დამვიწყებოდა. - მეც ზუსტად ეგ გადამხდა თავს. მეც თაიამ გადამარჩინა. ახლა ვიხსენებ, მითხრა: თქვენი შთამომავლობა აღადგენს “სილაბუსიის” დიდებასო. ჩვენ გვიგულისხმა. - წამოიძახა კაცკაცულამ და კუსკუსა გულში ჩაიკრა. დელფინო სრულიად გადაფითრებული იჯდა. გონს ვერ მოსულიყო. - ამ ამბავს მიხედვა სჭირდება. “ჯოხუსეთი” თავისი მაცხოვრებლებიანად უნდა განადგურდეს. მონჩო, ადი სოფელში, მამაჩემს სთხოვე მოვიდეს. მანჩი, საქარიისაკენ აფრინე ყველაზე სწრაფი არწივი, ქანელს თხოვნა გაუგზავნე ჩემგან, დაუყოვნებლივ უნდა გვეწვიოს. შეატყობინე, რომ საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება. ცოტა ხანში ზღვისწული, დელფინო და ქანელი დარბაზში ისხდნენ და ხმადაბლა საუბრობდნენ.
გაგრძელება იქნება
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ვაა! ეს რა საინტერესო სამყარო აღმოვაჩინე!
55555 ვაა! ეს რა საინტერესო სამყარო აღმოვაჩინე!
55555
10. ჩემს თაიას რატომ შეუცვალე თვალის ფერი? არ მოგეწონა ზღვისფერთვალება თაია? :)) მაგარი ხარ! სილაბუსია კი - ყველაფერზე მაგარია! :)) 5, როლანო! ჩემს თაიას რატომ შეუცვალე თვალის ფერი? არ მოგეწონა ზღვისფერთვალება თაია? :)) მაგარი ხარ! სილაბუსია კი - ყველაფერზე მაგარია! :)) 5, როლანო!
9. რა ლამაზი წიგნი იქნებოდა...ფერადი ილუსტრაციებით...თანაც რუკა წარმოვიდგინე, დახატული რომ იყოს...
ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ... რა ლამაზი წიგნი იქნებოდა...ფერადი ილუსტრაციებით...თანაც რუკა წარმოვიდგინე, დახატული რომ იყოს...
ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ...
8. თან დავყვები შენს გმირებს :) თან დავყვები შენს გმირებს :)
7. თან დავყვები შენს გმირებს :) თან დავყვები შენს გმირებს :)
6. ჯანმრთელობა მისურვებია..კუსკუსა და კაცკაცულა- კარგუნიები... ჯანმრთელობა მისურვებია..კუსკუსა და კაცკაცულა- კარგუნიები...
5. თაია მეცნო 5 თაია მეცნო 5
4. კარგია, რომ ისევ დაგიბრუნდათ ჯანმრთელობაც და მუზაც! წარმატებები. კარგია, რომ ისევ დაგიბრუნდათ ჯანმრთელობაც და მუზაც! წარმატებები.
3. ავად ვიყავი. ავად ვიყავი.
2. +2! დიდი პაუზა გქონდათ. :)))
+2! დიდი პაუზა გქონდათ. :)))
1. ;;) ;;) ასე დააფახუნებენ თვალებს შენი პატარა მეგობრები... ;;) ;;) ასე დააფახუნებენ თვალებს შენი პატარა მეგობრები...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|