ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შარონგე
ჟანრი: პროზა
9 ნოემბერი, 2009


დღესაც გელოდებოდი...ეს ლოდინი ნაცრისფერი,მაღალი,პირხმელი ქალია;ყოველ წუთს კარზე მიკაკუნებს,გავაღებ და-რუხი სიცარიელეა.ხან ტელეფონის ზარივით ჩამესმის და მერე დაძაბულ სიჩუმეს ,ან უსარგებლო ფრაზებს მასმენინებს.როცა კანი ამეშლება შენი ხელების შესაგრძნობად,ფოლადის სალტეს შემომარტყავს.მე მაინც ვმეგობრობ მასთან,ფიქრებს ვუზიარებ.ის კი გულისხმიერად ისმენს მონათხრობს შენზე და ცრემლებსაც თვალს არიდებს.ლოდინს დიდი მოთმინება აქვს ჩემგან განსხვავებით,მაგრამ ,ის უძლეველი არ არის-შენ მოგაცილებს და გაქრება.ლოდინი წარმავალი მეგობარია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები