| ავტორი: მდუმარე ჟანრი: იუმორისტული 6 ნოემბერი, 2009 |
დისკუსიების უსაშველო გახდა ატანა, დაე გადაწყდეს ისე როგორც ნიკიმ განაგოს, მოდით ფორუმზე და დუმილის გასაფანტავად. კომენტარების დაფარვაზე ვილაპარაკოთ.
ვილაპარაკოთ როგორ ფეთქავს ლექსი კვირტივით, ეს ადმინები კომენტარებს როგორ მალავენ, იცი მე ახლაც ისევ იმ ძველ ურაკს მივტირი, და ეს ტირილიც მენანება დასაფარავად.
ვილაპარაკოთ, შენს უნაკლო ლექსთან მიმიშვი, თორემ დრო ცდილობს კომენტარი თავად ალაგმოს, ვილაპარაკოთ დაფარვაზე მთელი სიგიჟით, და მოდი მერე ჩვენც გავგიჟდეთ ურაკპარაკო!
ვილაპარაკოთ დანარჩენზეც, თუ გაქვს ნერვები , სხვებს როგორ მოსწონთ, არ მოსწონთ, ან როგორ ელიან, როგორ უწერენ ანგარებით ქულებს წევრები, და ანგარება ჩვენთვის როგორ არაფერია.
რადგან კამათი დასრულდება მაინც გნიასით, დაწერილ ქულებს ჩვენს ნაწერზე სხვებს ვერ ვანახებთ, ვილაპარაკოთ ერთადერთხელ პოეზიაზეც, ან ჩვენ გავჩუმდეთ, მხოლოდ ნიკი ილაპარაკებს.
ვილაპარაკოთ - უქულებოდ და უავტოროდ, თორემ დრო ცდილობს კომენტარი თავად ალაგმოს, ვილაპარაკოთ მაგრამ მოდით რაღაც დავტოვოთ, სამი დღის მერე გავაგრძელოთ, ურაკპარაკო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. როიიი :) შენი პასუხი მომწოონს :))) როიიი :) შენი პასუხი მომწოონს :)))
22. :D აგრესორ :D
:D აგრესორ :D
21. ჰოდა მერე
ვ ი ლ ა პ ა რ ა კ ო თ :)) ჰოდა მერე
ვ ი ლ ა პ ა რ ა კ ო თ :))
20. :D :D :D
არაერთხელ :D :D :D :D
არაერთხელ :D
19. გუდა ჩამოხვალ შენ ბათუმში :)) გუდა ჩამოხვალ შენ ბათუმში :))
18. დარია თუ ავდარია, NIKI მაგარიააააა ! დარია თუ ავდარია, NIKI მაგარიააააა !
17. რ____ო_____ი მაგარია! რ____ო_____ი მაგარია!
16. ორიგინალი, ჩემი აზრით, თანამედროვე პოეზიაში, ერთ-ერთი საუკეთესოა, ალბათ ამის ბრალიცაა, რომ პაროდიაც მშვენიერი გამოვიდა, თუმცა პაროდიის ავტორიც დამსახურებულად იმსახურებს ქებას :) ორიგინალი, ჩემი აზრით, თანამედროვე პოეზიაში, ერთ-ერთი საუკეთესოა, ალბათ ამის ბრალიცაა, რომ პაროდიაც მშვენიერი გამოვიდა, თუმცა პაროდიის ავტორიც დამსახურებულად იმსახურებს ქებას :)
14. ვილაპარაკოთ
მსგავსი დღეების უსაშველო დარჩა ატანა, დეე, გადაწყდეს ისე როგორც ღამემ განაგოს, მოდი ჩემთან და ამ დუმილის გასაფანტავად, თუნდაც სულ მცირე, ამინდებზე ვილაპარაკოთ.
ვილაპარაკოთ - როგორ ფეთქავს დილა კვირტივით, წვიმის წვეთებში მზის სხივები როგორ ეტევა, იცი, მე ახლაც შარშანწინდელ ამინდს მივტირი და ეს ტირილიც მენანება გასამეტებლად.
ვილაპარაკოთ, შენს უმანკო სულთან მიმიშვი, თორემ დრო ცდილობს სურვილები თავად ალაგმოს, ვილაპარაკოთ - სიყვარულზე მთელი სიგიჟით და მოდი მერე სიგიჟეზე ვილაპარაკოთ.
ვილაპარაკოთ, დანარჩენზეც, ბევრი მხილებით, სხვებს როგორ უყვართ, როგორ სძულთ ან როგორ ელიან, როგორ არიან ანგარებით ერთად წყვილები და ანგარება ჩვენთვის როგორ არაფერია -
რადგან პროცესი დასრულდება მაინც გნიასით, დაგეგმილ გრძნობებს ჩვეულებრივ ვეღარ განაგებ, ვილაპარაკოთ - ერთადერთხელ პოეზიაზეც - ან შენ მისმინე და მე მარტო ვილაპარაკებ...
ვილაპარაკოთ - უსაფუძვლოდ, უხმოდ, უმიზნოდ, თორემ დრო ცდილობს სურვილები თავად ალაგმოს, ვილაპარაკოთ, მაგრამ მოდი ისეც ნუ ვიზამთ, რომ არაფერი აღარ დაგვრჩეს სალაპარაკო.
ესეც ორიგინალი :) ვილაპარაკოთ

ესეც ორიგინალი :)
13. დისკუსიების უსაშველო გახდა ატანა, დაე გადაწყდეს ისე როგორც ნიკიმ განაგოს......................
დაე... დისკუსიების უსაშველო გახდა ატანა, დაე გადაწყდეს ისე როგორც ნიკიმ განაგოს......................
დაე...
12. რ_____ო_____ის გარდა არავინ? :) რ_____ო_____ის გარდა არავინ? :)
10. ქულები კი არადა კომენტარები უნდა დამეწერა ქულები კი არადა კომენტარები უნდა დამეწერა
9. :D გამოჩნცა უქლები გვეშველა მგონი :D გამოჩნცა უქლები გვეშველა მგონი
8. სამართლიანი ლექსია. +2! სამართლიანი ლექსია. +2!
7. აქ უნდა გავიცინო და მერე გზა იყოფა
=)) აქ უნდა გავიცინო და მერე გზა იყოფა
=))
4. ახალი ვარ და ეტყობა იმიტომაც ვერ ჩავწვდი ამ ლექსს. :) თუმცა არაა ცუდი ლექსი. 2 ახალი ვარ და ეტყობა იმიტომაც ვერ ჩავწვდი ამ ლექსს. :) თუმცა არაა ცუდი ლექსი. 2
3. 1. ასე ლექსი არ იწერება? ქაშიკა_დათა. 2009
კითხვა თუა გიპასუხებ : როგორ არ იწერება, ოღონდ პაროდია-ლექსი მხოლოდ:) 1. ასე ლექსი არ იწერება? ქაშიკა_დათა. 2009
კითხვა თუა გიპასუხებ : როგორ არ იწერება, ოღონდ პაროდია-ლექსი მხოლოდ:)
2. თქვენი"დრო"მოკვდა სიცილით :)) გაიხარე ვილაპარაკოთ მოდი.... თქვენი"დრო"მოკვდა სიცილით :)) გაიხარე ვილაპარაკოთ მოდი....
1. ასე ლექსი არ იწერება? ასე ლექსი არ იწერება?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|