 | ავტორი: მაკარენა ჟანრი: პოეზია 10 ნოემბერი, 2009 |
ბარები დაკეტეს, ქალაქი ჩუმია, ცარიელ ქუჩებში ძუნძულებს ავდარი, კაშნეზე იაფი თამბაქოს სუნია და ჩემი ოცნებაც ღრუბლებო მანდ არი. სადღაც სიახლოვე დაირღვა ტანგოში, ვიღაცამ უსიტყვოდ ვიღაცა დატოვა, მზგავრები დავკარგე და ახლა, ვაგონში ყველფრით, ყველასთვის, ყველაზე მარტო ვარ. ფილმივით აეწყო წვიმაში კადრები, გალუმპულ ჭადართან ლამპიონს ეძინა, არსად პოეზია, აღარსად მხატვრები, სამყაროს მათგან ხომ ღიმილი ეწყინა. დღეები ერთმანეთს გვანან და არ ჯერათ, ჰაერში იგივე ნოემბრის სუსხია, ყვავილებს სუნთქვა რომ თოვლის ქვეშ ჩარჩებათ შენს შემოსაშვებად დავტოვებ სულს ღიად. არ დააგვიანო ნაბიჯი ტანგოში, წვიმაში ვიცეკვოთ, ქალაქი ჩუმია. მგზავრები დავკარგე და ახლა ვაგონში მარტო ვარ, იაფი თამბაქოს სუნია.'
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. 5555555555555555555555555555555555555555555................ 5555555555555555555555555555555555555555555................
17. ზანგური ხარ ძმაო? მაგრად ვაფასებ შენს პოეზიას,ეს ლექსი ზეპირად ვიცოდი:):) და კიდევ კოსმიური პირამიდა ვიცი შენი ზეპირად:) ის ძალიან მაგარია,ამას ჯობია!:)+777 ზანგური ხარ ძმაო? მაგრად ვაფასებ შენს პოეზიას,ეს ლექსი ზეპირად ვიცოდი:):) და კიდევ კოსმიური პირამიდა ვიცი შენი ზეპირად:) ის ძალიან მაგარია,ამას ჯობია!:)+777
16. გეთანხმები, ნამდვილად გიორგი ზანგურია და მე მიყვარს ეგ ავტორი... ლოგინს შეეპარა გლეხის გოგო ისე თამამი და კალმახური ტანზე არ მაკმარა საბანი და თავის სიმხურვალეც დამახურა. ჯერ ჩამოიშალა ნაწნავები, როგორც ქალწულობის მიტოვება, ჩემზე გაიზმორა დალოცვილი ისე ვნებიანად იტორება?! სუნიც ისე ჰქონდა ალესილი- ველურ ყვავილების სატევარი ჩემდა უნებურად გავიფიქრე "ღამე გამიხდება სათევარი". ისე დამათენა ამბორები, ისე გადიპარა აივნიდან, მისი უტაქტობის მონატრება ვიცი არასოდეს გაივლიდა დამმშვიდობებოდა მაინც! :) გეთანხმები, ნამდვილად გიორგი ზანგურია და მე მიყვარს ეგ ავტორი... ლოგინს შეეპარა გლეხის გოგო ისე თამამი და კალმახური ტანზე არ მაკმარა საბანი და თავის სიმხურვალეც დამახურა. ჯერ ჩამოიშალა ნაწნავები, როგორც ქალწულობის მიტოვება, ჩემზე გაიზმორა დალოცვილი ისე ვნებიანად იტორება?! სუნიც ისე ჰქონდა ალესილი- ველურ ყვავილების სატევარი ჩემდა უნებურად გავიფიქრე "ღამე გამიხდება სათევარი". ისე დამათენა ამბორები, ისე გადიპარა აივნიდან, მისი უტაქტობის მონატრება ვიცი არასოდეს გაივლიდა დამმშვიდობებოდა მაინც! :)
15. გიორგია ზანგური ამ ლექსის ავტორი გიორგია ზანგური ამ ლექსის ავტორი
14. შენს შემოსაშვებად დავტოვებ სულს ღიად. არ დააგვიანო ნაბიჯი ტანგოში,
შენს შემოსაშვებად დავტოვებ სულს ღიად. არ დააგვიანო ნაბიჯი ტანგოში,
13. მე მომწონს 555 მე მომწონს 555
12. "ეჭვით" დავტოვე დილით ეს გვერდი და ახლა დადუს კომენტარს შემოვყევი
მგონი ვიცი ვისი ლექსიცაა:) მაგრამ არ "ვიყვირებ" :D "ეჭვით" დავტოვე დილით ეს გვერდი და ახლა დადუს კომენტარს შემოვყევი
მგონი ვიცი ვისი ლექსიცაა:) მაგრამ არ "ვიყვირებ" :D
11. ჰო მეც, ვფიქრობ რომ ძველი ავტორებიდანაა ვინმე... ისე რატომ არ ბეზრდება ამ ხალხს ამდენი ახალი სახელი :)) ჰო მეც, ვფიქრობ რომ ძველი ავტორებიდანაა ვინმე... ისე რატომ არ ბეზრდება ამ ხალხს ამდენი ახალი სახელი :))
10. ვაჰ,მე ეს ლექსი ვიცი,მაგრამ ავტორი არ მახსოვს :) წინა ლექსმაც ვერაფერი მითხრა :D
შემდეგი ლექსის იმედად დარჩენილი ლოლა.
:) ვაჰ,მე ეს ლექსი ვიცი,მაგრამ ავტორი არ მახსოვს :) წინა ლექსმაც ვერაფერი მითხრა :D
შემდეგი ლექსის იმედად დარჩენილი ლოლა.
:)
9. მომეწონა საკმაოდ... ჩემი ტანგოც კი გამახსენა რაღაცნაირად, განწყობით... ჰოდა, დადებითი შეფასება რაღა თქმა უნდა :) მომეწონა საკმაოდ... ჩემი ტანგოც კი გამახსენა რაღაცნაირად, განწყობით... ჰოდა, დადებითი შეფასება რაღა თქმა უნდა :)
8. მოდით და ისწავლეთ მოდით და ისწავლეთ
7. როის ვეთანხმები ;) როის ვეთანხმები ;)
6. თითქოს ნაცნობი განწყობა და სასიამოვნო კია... მომეწონა.... თითქოს ნაცნობი განწყობა და სასიამოვნო კია... მომეწონა....
4. მომეწონა მე :) მომეწონა მე :)
3. კარგია მართლაც მელოდიური.........555 კარგია მართლაც მელოდიური.........555
2. კარგია...:) არ არის დასაიგნორებელი ლექსი:D კარგია...:) არ არის დასაიგნორებელი ლექსი:D
1. ძალიან კარგია და ძალიან სუსტი რითმებია აგერ იგერ ;)
5 ძალიან კარგია და ძალიან სუსტი რითმებია აგერ იგერ ;)
5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|