ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ_"მ.ე__"
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2009


ისე

.




  და როცა არაფრის დატვირთულ ხედებთან
  მუზები ფრთებს შლიან, იწყებენ გალობას,
  და როცა აზრებში ფრაზები მტვნებად
  ცდილობენ რუბიკ და კუბიკად აწყობას...
 
  ვიცანი,ვიცანი უცნობი ბარონი,
  (თითქოს და ყველაფერს ერთმანეთს ვადარებ)
  სჯობია? რას ვამბობ ცანცარა ალღოთი,
  რა ფიქრი დაგვჩემდა ნეტავ ამ პატარებს...

  ბუნება? არა და არაფრის დიდებით,
  ბუნებამ რა როლი გასწია ამაში?
  თუკი ჩვენ უდროო ფიქრებით ვიწყებით,
  აბა რას გვიშველის ტყუილი განგაში?...

  და როცა არაფრის დატვირთულ ხედებთან,
  მუზები ფრთებს შლიან, ცდილობენ აფრენას,
  დროები, წარსული და აწმყო ერთდება,
  მომავალს ვუკვეთავთ სამეფო კარეტას.

  ბუნება? არა და არაფრის დიდებით.
  მისი რა ბრალია, ოცნების  ქარავნებს,
  თუკი ჩვენ აღგზნებულ გრძნობებით მივყვევბით...
  რა ფიქრი დაგვჩემდა ნეტავ ამ პატარებს...






                                                                                                                                    __თამუნია__

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები