ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ.ე__
ჟანრი: პოეზია
15 ნოემბერი, 2009


შენ უნდა გასცდე!

მეგობარს...



  გასცდე შენ უნდა მიწების საზღვარს!
  შენ უნდა გასცდე საზღვარს მიწების!
  რომ შეგიძლია და ვაგლახ, აქ ხარ,
  და სიარულით ძლიერ იღლები!
 
  შენ უნდა ფრთები ააკრა ზეცას!
  შენ ზეცას უნდა ააკრა ფრთები!
  არ გააცივო არც ზემოთ კერა,
  არც ქვემოთ მოხსნა შენს ბუდეს ძნები!

  შენ საიქიოს უნდა ესტუმრო!
  არ დაიყვედრო არც ერთი ნეკნი!
  შენ, სიყვარული უნდა გეხუროს,
  რომ გახდე, გახდე სიკეთის ფერი!

  გასცდე შენ უნდა მიწების საზღვარს!
  შენ უნდა საზღვარს გასცდე მიწების!
  რომ შეგიძლია და ვაგლახ აქ ხარ,
  სწორედ ამიტომ მე შენ გიმღერი!





                                                                                                                                          __თამუნია__

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები