ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ_"მ.ე__"
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2009


მკვლელო, გვანციოლა! :*

შენს ატმისფერ რტოებს,
  ჩამუქებულ კედლებს,
  საგიჟეთი ტოვებს,
  გვირგვინად წნავს ეკლებს.
  დედოფლობის ტახტზე
  შეგშვენოდა წოლა,
  ლექსი მოგიქარგეს,
  მაინც ვერ, შენს ტოლად.
  გვირილების ზღვაში,
  არ გაშალე აფრა,
  ოკეანის ლამის,
  დაიფარე ფარჩა.
  საგიჟეთის კედლებს,
  ფიცი დაუწერე,
  დაქორწინდნენ შენზე,
  მკვლელზე, დაუსჯელზე.
  დაიბადე ქვეყნის
  დამპყრობელო, ქალად,
  ატმის რტოთა ლეწვის
  და მშვენების ქნარად.
  დედოფლობის ტახტზე
  შეგშვენოდა წოლა,
  ვით, უმანკო ლანდი,
  მკვლელო, გვანციოლა!




                                                                                                                  __თამუნია__

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები