ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიკო ცოცხალაშვილი
ჟანრი: პოეზია
17 ნოემბერი, 2009


უშენოდ

ჩვენ მივუყვებით დახლართული ქუჩის ნაპირებს...
მდუმარე ზეცა გაბუტული წვიმას აპირებს..
    მის თვალებიდან უნუგეშო წვეთები ცვივა...
    და მე მაგონებს ის შენს სახეს სევდიანს...მტირალს...

ეს მოგონება არ მასვენებს... უფრო ვღონდები...
ასფალტზე ყრია გაცვეთილი ხმელი ფოთლები...
    რომლებიც უცებ მახსენებენ შენი თმების ფერს...
    მათ შეხებას ხომ ვერასოდეს მე ვერ ვეღირსე...

მერე ვჩერდები ვიტრინებთან დაღლილი... სველი...
და წვიმის შემდეგ მზის გამოსვლას მდუმარედ ველი...
    ახლა მინაზე ირეკლება ცრემლები წვიმის...
    -ოჰ,ეს ხომ შენი თვალებია!-სხეული კივის...

და მერე ისევ გზას ვაგრძელებ ნელი ნაბიჯით...
გაოგნებული ვფიქრობ:-ნუთუ მართლა გავგიჟდი?!..
    გამოიდარა... მზის სხივებში ვლივლივებ თითქოს...
    მე მახსენდება შენი ხელების თანმდევი სითბო...

და მოგონება წარსულიდან უკან ბრუნდება...
შენი აჩრდილი ქრება... ირგვლივ ყველა დუმდება...
    და მე არ ვიცი თავი უკვე სად შევაფარო...
    თითქოს უშენოდ დაიცალა მთელი სამყარო!....

                  26.03.2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები