ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქუთათური
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2008


გუშინ

ესეც იყო, ახლაც არის

როგორ მოგიშორე გუშინ,
როგორ ჩაგიშრიტე
ნაპერწკალი.
თვალები გიჩანდა ლუში -
ცრემლით გატენილი
ნაკვერჩხალი.
სადღაც კანკალებდი - შიგნით,
წასვლისას გამხელდა
ნაზი თეძო.
ოჰ, როგორ მომინდა უცებ
სულიდან კანი
გადამეძრო..
მერე კიდე ერთხელ, ღამით
შენს ძილს ვდარაჯობდი
მთვარეული,
ბალიშს გიმშვენებდა თმები,
ღიმილიც - ცრემლებგარეული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები