ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამელ გრინი
ჟანრი: პოეზია
28 ნოემბერი, 2009


ერთი ერთი და ერთი

მე და შენ,
ვიყოფდით ორ ღერ სიგარეტს,
სიგარეტ გამოცარიებულნი
ვეწეოდით სიზმრებს,
ვაბინძურებდით ჰაერს,
ვცდილობდით ოზონის ხვრელის გადიდებას,
ჩვენი დაბურული სათვალეებით...
მერე, იმ ღამით მე შენი სული,
ვაკივლე, ვაკივლე და ვაკივლე,
მე შ3ნი კივილით უსასრულობაში ვიპოვნე ბინა,
დავსახლდი, იქ ვცხოვრობ დღემდე...
გავიქეცი ჩემ თავთან
ვეჭორავე შენზე მთელი ღამე...
1,1,1და1,
ესე გადიოდა წუთები,
ზუსტად ესე წვეთდა,
ჩემი სისხლიც ვენიდან...
მე მეშინოდა შენი დაკარგვის
და იმის, რომ ხვალ აღარ მოხვიდოდი...
იქ,სადაც მე და შენ ვისწავლეთ საუბარი,
აღარ მოხვიდოდი იქ, სადაც
ჩვენ ვიჭერდით პეპლებს
ვჭამდით იმ იმედით,
რომ ხვალ მოვკვდებოდით,
მე და შენ, ალბათ...


it was blind...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები