ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიოძერია
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
26 ნოემბერი, 2009


დამხმარე ბიძია შენი ლამაზი თვალების ჭირიმე

      საკუთარი თავის შემრცხვა ეს სიტვები რომ გავიგე, აქამდე ბევრი მათხოვარი "ციგნის" ბავშვი მინახავს ხელგამოწვდილი, ფულს თუ არ მისცემ, რომ გაგლანძღავს და ქვეყანას შეგიყრის მერე იძულებული ხარ მისცე... ჩამი ლამაზი თვალები რა მოგახსენოთ და იმ 5 წლის გოგოს ისეთი ლამაზი ცისფერი თვალები ქონდა ვერც კი გავბედე თვალებში ჩამედა, შავი კულულები უხეშად ჩამოყროდა მხრებზე, მიუხედაად კაი ხნის დაუბანლობისა მაინც შერჩენოდათ მზინვარება. პაწა ცხვირი ზედ სახეზე მიტმასნოდა ნესტოებს თუ შეხედავდი ვერც კი მიხვდებოდო ცხვირი თუ ქონდა, "ვითომ ქურთუკი" ოკრო-ბოკროდ შეეკრა, ზოგიერთი ამოგლეჯილი ადგილიდან  სიცივისაგან დალურჯებული შიშველი ხორცი მოუჩანდა, ფეხსაცმლის თასმები მავთულით შეეკრა ისოც ერთგან და ზომაზე საგრძნობლად დიდ ფეხსაცმელში ცერა თითი ალმაცერად იმზირებოდა... 
    ღმერთო ჩემო. რას ვწუწუნებ!!! თურმე ბედნიერი ვყოფილვარ და არც კი მცოდნია. ღორი ვყოფილვარ. იმითაც კი არ ვკმაყოფილდები რაც მაქვს, კიდევ უფრო მეტი და მეტი მინდა. ვაი შენ ჩემო თავო მადლიერი იყავი იმითაც რაც გაქვს...

  და ღმერთო რისთვის???? ღირს კი, ამდენ წვალებად ასეთი ადამიანის სიცოცხლე??  ვიცი შენ გაქვს ამ კითხვაზე პასუხი და მიპასუხე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები