ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: angel
ჟანრი: პოეზია
27 ნოემბერი, 2009


ფრენა ისედაც შეგიძლია / პატარა გენიოსს აგათას


ფრთებს გამოგიჭრი ღრუბლის თეთრი ქულებისაგან
ალბათ, მეტყობა როგორ მიყვარს შენი თვალები,
სინათლის სხივად შეგამჩნიე ჩემს გარემოში
და ნუ გგონია, ამ ლექსს გიწერ დიდი წვალებით.

ფრენა ისედაც შეგიძლია, წასვლის გარეშე..
დედამიწაზე ოცნებები აღარ შემომრჩა..
უბრალოდ, ვსუნთქავ გამჭვირვალე ჰაერის ტალღას
და ამის შემდეგ სხვების სევდებს ვაგროვებ.

მორჩა!

ხოდა, შეეშვი ამ ნისლიან შენი განწყობებსაც,
რას დარდიანობ, რომ ვეღარ წერ ამ წყეულ ლექსებს?
დილებს ყოველთვის დააღამებს მუქი საღამო,
და ამ ღამესაც  მოხატული დღე გაათენებს!

ახლა გაჩუმდი, ცას შეხედე სხივისფერ თვალით,
ნახე, რა ლურჯი ფერი გაიმეტა შენთვის ზამთარმა,
მოდი, გადმომდე ნაცრისფერი შენი განცდები...
ეგ შეგრძნებებიც, ხომ ხედავ, რომ უკვე დამთავრდა!


ფრთებს გამოგიჭრი ღრუბლის თეთრი ქულებისაგან
ალბათ, მეტყობა როგორ მიყვარს შენი თვალები.....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები