ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ე ლ ე ნ ე გურიელი
ჟანრი: პოეზია
6 დეკემბერი, 2009


ადამიანი და სამყარო

ღამემ საძილედ დამაწვინა,
დღემ მომცა ზრუნვა და ღვიძილი,
ტირილი მასწავლა ქარწვიმამ,
მზემ - სიხარული, სიცილიც.
ცეკვით გავეჯიბრე ნაკადულს,
ჰანგებით - ბულბულს მგალობელს,
ვაღმერთებ ვხატავ ქვა-ლოდზე,
ჩემსავ ლანდს, წყაროდ ჩახატულს.
მთა დადგა სიმაღლის ქანდაკად
და უსასრულობა იყო - ცა,
ბინდმა შიშის ელდა დაკარგა,
ცისკარმა - იმედი მიბოძა.
გრიგალმა სიმხნე მიწყალობა,-
(მამონტებს ოტებულს მოვკივი)
ქარბუქს ვესესხე მრისხანება -
მახვილი ბასრი და ორპირი.
ნათლითა ვარსკვლავთა შორსმჭვრეტი
გავვოცდი ცდომილთა მსგავსებით,
სხივივით ფიქრების საჭრეთლით
მზისფრად ვაჩუქურთმე აზრები.
სურნელით დამატკბო ვარდობამ,-
ფერები მაისის მიტაცებს...
სიუხვე მიძღვნა შემოდგომამ,
ზამთარმა სიბრძნე და... სიმკაცრე!..
ღვთის იდუმალების მაძებარს
სისხლში მაქვს მზის გზათა დაძლევა...
ცის მიღმა შორს მოასპარეზე,
ვით ბაღში ვსეირნობ მთვარეზე!..
- წინ მზისკენ!.. მივიწევ და მჯერა,
ცას სურს კვლავ ზეაღსვლა მახაროს...-
სამყარო მე აღმოვაჩინე!..
და ჩემშიც...
ფეთქს, ბრუნავს სამყარო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები