ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ_"მ.ე__"
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2009


რა ვქნა, მეცინება

.



რა ვქნა, მეცინება ბევრ რამეზე.
იმაზეც, თითქოს დღეს რომ ზამთარია,
და რომ ზღვის ტალღები, ქაფიანი,
დიდი ვერაფერი ლამაზია.

რა ვქნა, გადამღალა ლაპარაკმა,
ნერვებს დაემართა ეროზია.
გუშინ შევუგროვე ნამცეცები,
ბეღურებს...ტუკ-ტუკ.

ვინ არის? ისევ ნევროზია.

რა ვქნა, დამემართა უსაშველო,
რაღაც საზიზღარი უტაქტობა.
მაგრამ, სხვებთან ამას ვერ გავამხელ,
მერე ყველამ ერთად თუ დამტოვა,

ისევ გავიცინებ ბევრ რამეზე,
იმაზეც, ზამთარი რომ სულ ახლოა.

და რომ ფოსტის კაცი, თბილისელი,
(ყველა ყველაფერი და) უჩანთოა...





(სრულიად არასასურველად დადებული... ამოქექილი..)
                                                                                                                                                        __თამუნია__

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები