მომიხარშე ჰერკულესის ფაფა და ჩავრეცხოთ ჩვენი ქვეყანაც, დავწეროთ ლექსები იმაზე რისი სახელიც ჩვენც ჯერ არ ვიცით, მაიას ტომებს დაუკავშირდეთ ფიჭური ქსელით და მოუყვეთ ანეკდოტები ზარატუსტრაზე...
გაქვავდა ათასი წელი და მოდი ვაკეთოთ რაღაცა სხვა! მოდი, მოვხალოთ თუნდაც მზესუმზირა, და შემოვახიოთ საზღვრები ქვეყნებს, ტრადიციებს მივცეთ განათლება ან უნიტაზთან მივუჩინოდ საპატიო ადგილი; მე ამის მჯერა...
გამომიცხე პური და მე განვაგრძობ გზას ისევ შენსკენ, მომაძახე სიტყვა, მე კი აგიგებ მასზე რომანს, რომელიც გიამბობს ჟუჟუნას ცოდვებზე, და სამყაროს დასასრულის ნათელ მხარეზე, იმაზე თუ რაოდენ ვნებიანად შესცქეროდა კლეოპატრა სკაფანდრიან ღმერთებს... სიყვარულიც არ დამვიწყებია რომლის განცალკევებას ცდილობდა ადამიანი სიძულვილისგან, ყველა არსებული და არარსებული ხერხის გამოყენებით, მაგრამ ამაოდ - სიყვარული ისევ დარჩა ისეთივე მიუწვდომელი, სიძულვილი კი ისეთივე შეუმჩნეველი...
მე შენი აღარ მჯერა უკვე დიდიხანია, გირჩევ არც შენ დაუჯერო შენ თავს. გადაიყენე “Windows-ი” ტვინში, და აღარ დააინსტალირებინო არანაირი პროგრამა არავის; არც მოსიყვარულე მზრუნველ მშობლებს, არც პატრიოტ პრეზიდენტს, არც საეკლესიო ბაბუებს, არც აკადემიკოსებს, არც კორპორატიულ მღრღნელებს, არც ჟურნალისტებს!… დააბრუნე მანქანა სადილეროში! შენ ის უკვე აღარ გჭირდება...…
შემოგვიერთდი, მოვხარშოთ ჰერკულესის ფაფა ერთად, დავწეროთ ლექსები იმაზე რაც ჯერ ჩვენც არ ვიცით, ვეკონტაქტოთ “სკაიპით” გარდაცვლილ ლამებს, და ვესაუბროთ ვოლტ ვიტმანის მშობლიურ ამერიკაზე... მე ამის მჯერა…
2009
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ორიგინალურია! ორიგინალურია!
6. გიო როგორ ხარ დაკარგულო ? :) მე და შენ საერთო ნაცნობი რომ გვყავს იცი? :D გიო როგორ ხარ დაკარგულო ? :) მე და შენ საერთო ნაცნობი რომ გვყავს იცი? :D
5. ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს გიო,ხოდა.... შენ წერე:) ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს გიო,ხოდა.... შენ წერე:)
4. შეიძლება ზოგისტის ეს პროზაა, მარგამ ჩემთვის უფრო ეგრედწოდებული "ექსპერემენტალური პოეზია", თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მგონი ;) შეიძლება ზოგისტის ეს პროზაა, მარგამ ჩემთვის უფრო ეგრედწოდებული "ექსპერემენტალური პოეზია", თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მგონი ;)
3. ვერ მიგიღებ... შენგან არაფერი გამოვა... ცბიერების ნატამალიც არ გცხია... =) :)) :)) :)) ვერ მიგიღებ... შენგან არაფერი გამოვა... ცბიერების ნატამალიც არ გცხია... =) :)) :)) :))
2. პროზაა ეს და კარგი პროზა!!!!
55555 პროზაა ეს და კარგი პროზა!!!!
55555
1. წარმატებები წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|